პეტრე ცისკარიშვილი – თუ „ქართულ ოცნებას” ერთიანობით აღვუდგებით, მმართველი პარტია ვერც გაიმარჯვებს და ვერც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გააუქმებს

ერთიანობა სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ ძალა ერთობაშია. ერთად ჩვენ შეგვიძლია, არ მივცეთ “ქართულ ოცნებას” საშუალება, საქართველო უფსკრულში გადაჩეხოს, ეს უფსკრული ჩვენთვის რუსული ჭაობი, იზოლაცია და სიღატაკეა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ხალხი ერთიანობას შეინარჩუნებს, მმართველი პარტია ვერც გაიმარჯვებს და ვერც ოპოზიციურ პარტიებს გააუქმებს. „თუ “ქართულ […]
“გორმედში” გარდაცვლილი ფეხმძიმის ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვენ

„გორმედში“ საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 30 წლის ქალის, მაგდა ბალიაშვილის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, პაციენტის გარდაცვალება მედიკოსების პასუხისმგებლობაა, ამიტომ ექიმებს უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ. როგორც დაღუპულის დედამ ტელეკომპანია “მთავართან” აღნიშნა, საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტი ჯერ კარგად იყო და ოჯახის წევრებმა მისი ნახვა მოახერხეს, თუმცა საღამოს მისი მდგომარეობა დამძიმდა. “ოპერაციის შემდეგ წავედით […]
ბავშვმა ისრაელში 3500 წლის სამუზეუმო ექსპონატი გატეხა

ისრაელში 4 წლის ბავშვმა შემთხვევით 3 500 წლის სამუზეუმო ექსპონატი გატეხა. როგორც BBC წერს, ბრინჯაოს ხანის ჭურჭელი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2 200-დან 1 500 წლით თარიღდება, იშვიათი არტეფაქტი იყო, რამდენადაც სიძველის მიუხედავად, თითქმის პირვანდელი სახით იყო შემონახული. ექსპონატი მუზეუმის შესასვლელში შუშის ბარიერის გარეშე იყო მოთავსებული, რათა არქეოლოგიური აღმოჩენა დამთვალიერებელს დაბრკოლებების გარეშე ენახა. როგორც ბავშვის მამა […]
ISW აღნიშნავს დონეცკის ოლქში რუსეთის ჯარების ტაქტიკურ წარმატებებს

რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევას დონეცკის ოლქში და ბოლო დღეებში პოკროვსკის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ამ დასკვნამდე მივიდნენ სოციალურ ქსელებში არსებული ფოტო- და ვიდეო მასალებისა და შეტყობინებების გეოლოკაციაზე დაყრდნობით. რუსი სამხედრო ბლოგერებიც და უკრაინული წყაროებიც აღნიშნავენ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის ჯარების წინსვლის ტემპი გაიზარდა და მათ […]
ემუქრება თუ არა ივანიშვილს და “ოცნებას” სანქციები და რას ელოდება EU? – იოზვიაკი

დაანონსებული დიქტატურის გამო, ემუქრება თუ არა ივანიშვილს და “ოცნებას” EU-სგან სანქციები? – “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოოზვიაკი “პირველებთან” ინტერვიუში აცხადებს: “ვფიქრობ იქნება პერსონალური სანქციები, ერთი განსხვავებით, შეიძლება არ იყოს ევროკავშირის ერთიანი სანქციები, მაგრამ სანქციებს ვიხილავთ ევროკაშირის წევრი სახელმწიფოებისგან ინდივიდუალურად. შესაძლოა წევრმა ქვეყნებმა დაბლოკონ მოგზაურობის უფლება მათ ქვეყნებში, შეიძლება საქართველოს მოქალაქეებს ვიზის აღება მოსთხოვონ […]
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დიდი ოპერაცია დაიწყეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დიდი ოპერაცია დაიწყეს. ამის შესახებ BBC იტყობინება ისრაელის თავდაცვის ძალების და ისრაელის საერთო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის დაწყების შემდეგ მინიმუმ 11 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის სამხედროების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ოპერაცია ჯენინში და ტულკარმში. BBC იტყობინება, რომ ქალაქები ნაბლუსი და ტუბასი ასევე არიან […]
პეტრე ცისკარიშვილი – ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი „რუსული კანონია”, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი „რუსული კანონია”, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება, – შესაბამისი განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „პოლიტიკოს“ სტატიას ეხმაურება. ცისკარიშვილის თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა: „იზოლაცია და სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში“. „ოცნების“ განცხადება ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, არის ერთგვარი რუსული […]
სლოვაკეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას შეიძენს

სლოვაკეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას შეიძენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სლოვაკეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. სლოვაკეთის მთავრობამ ექვსი მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გეგმა უკვე დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს 554,3 მილიონ ევროდ შეიძენს. ასევე, მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, სლოვაკეთი ჩეხეთისგან 1300-ზე მეტ მძიმე სატვირთოს შეიძენს, რომელთა სავარაუდო ღირებულება 708,3 […]
შალვა პაპუაშვილი – წლების განმავლობაში ჩვენ გულგრილი დამოკიდებულების მომსწრე ვიყავით, როცა მსჯავრდებული სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდა – იგივე ეხება ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს

წლების განმავლობაში, ჩვენ გულგრილი დამოკიდებულების მომსწრე ვიყავით, როდესაც მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდა და სხვადასხვა ინსტიტუტში შეხვედრებს მართავდა – იგივე ეხება პატიმრების წამებისთვის მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილს, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირს ხვდება და მსჯავრდებულ დავით კეზერაშვილს, რომელიც თავს დღემდე ევროკავშირს აფარებს, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ […]
“4 თვე ჯოჯოხეთში გამატარებინეს, არ მაპატიეს თავისუფლება” – რას წერს სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი

ძვირფასო მეგობრებო! გუშინ ჩამოვიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N 1017276, რომლის თანახმადაც მე უკვე არ ვარ კირცხის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ. თუ რა ხდებოდა ამ ბრძანების დაწერამდე, ეს გრძელი და ჩახლართული ამბავია. დადგება დრო და ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ, დარწმუნებული ბრძანდებოდეს ის, ვისაც ეს ეხება. ფარისეველი შურისმაძიებელი. მე ჩემი კომპეტენცია 2 წელიწადში […]