“თვითევაკუაცია და თვითევაკუირებულები” – რა ხდება რუსეთში? – თავდგირიძე

საქარველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
საინტერესო ტერმინი, რომელიც უკრაინელების წარმატებულმა საბრძოლო ოპერაციებმა რუსების საინფორმაციო სივრცეში დაამკვიდრა, ზუსტად ასახავს რუსეთის სახელმწიფოს არს, აწმყოს და სავარაუდო მომავალს, თვითევაკუაცია და თვითევაკუირებულები. თვითევაკუაციის პროცესი შეიძლება ინტენსიური გახდეს ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებშიც, გუშინ უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ბრიანსკის ოლქის სოფლებთან სამოქმედო არეალის რეკოგნოსცირება დაიწყო, პარალელურად, როგორც რუსი ვაინკორები მოთქვამდნენ, ბელგოროდის ოლქში უკრაინული ჯავშანმანქანები ( ასეულის დონის ქვედანაყოფი სავარაუდოდ) შევიდა. მოკლედ, უკრაინელები შემდგომი მოქმედებისთვის ემზადებიან, თან ისე რომ, შეხების მთელ ზოლზე ტაქტიკური ქმედებით, რუსებისთვის მაღალ გაურკვევლობის ვითარებას ქმნიან და არ აძლევენ საშუალებას, მყარი, სტაბილური თავდაცვითი ზღუდეები შექმნან. ოპერატიული ზეწოლის სიმძიმე ასევე აფერხებს სამოქალაქო ადმინისტრაციების მუშაობას. ადმინისტრაციული საზღვრებს შიგნით, პანიკას არა მხოლოდ უკრაინელების ქმედებები იწვევს, გაცილებით მეტად, შესაბამისი სამსახურებისა და მართვის ორგანოების უმოქმედება.
თვითევაკუირებულთა რიცხვი იზრდება და იზრდება ყველა ნორმალური, მორწმუნე ადამიანის იმედი, რომ საზღვრისპირა რაიონებიდან თვითევაკუირებულთა რიცხოვნობის ზრდა, პირდაპირპროპორციულად გამოიწვევს კრემლში თვითლიკვიდირებულთა რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდას. წარმატებები უკრაინელებს ამ სასარგებლო და ღვთისნიერ საქმეში.
მარიამობას გილოცავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…