რადიკალებს არ სურდათ ქართულ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ისინი გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას, ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს
რადიკალებს არ სურდათ ქართულ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ისინი გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას, ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს „რადიკალები უძლურები აღმოჩნდნენ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, როცა შეეცადნენ მისთვის რუსულის დარქმევასა და კანონპროექტის განხილვის შეჩერებას“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, რადიკალებს არ სურდათ ქართულ საზოგადოებას სცოდნოდა, […]
CIA დარწმუნებულია, რომ პუტინი კურსკის ოლქში კონტრიერიშს გეგმავს ტერიტორიების დასაბრუნებლად

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, მიმართავს კონტრშეტევას, რათა შეეცადოს კურსკის ოლქში დაიბრუნოს უკრაინის ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორია, განაცხადა 28 აგვისტოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორის მოადგილემ, დევიდ კოენმა. „შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი შეეცდება ამ ტერიტორიის დაბრუნებას,“ თქვა კოენმა ეროვნული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. „ჩვენ მოველით, რომ ეს რთული ბრძოლა იქნება რუსებისთვის“. მართალია, კიევმა განაცახადა, […]
ორი საჩუქარი კონტეს „ნაპოლის“ – კვარაცხელიას შეტევაში, ლუკაკუსთან ერთად, მაკტომინეიც დაეხმარება

„ნაპოლის“ უახლოეს პერიოდში, ბელგიელ რომელუ ლუკაკუსთან ერთად, შოტლანდიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალური ნახევარმცველი, სკოტ მაკტომინეი შეუერთდება – ინფორმაციას ინგლისური და იტალიური გამოცემები ავრცელებენ. „უახლოეს დღეებში „ნაპოლი“ კიდევ უფრო გაძლიერდება. ვიქტორ ოსიმენს რომელუ ლუკაკუ ჩაანაცვლებს. კლუბმა ბელგიელ ფეხბურთელთან შეთანხმებას ჯერ კიდევ ივლისში მიაღწია, ლუკაკუ „ნაპოლიში“ მომდევნო სამი სეზონი ითამაშებს და წელიწადში შვიდ მილიონ ევროს გამოიმუშავებს. […]
სტარმერი და შოლცი ბრიტანეთ-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავებაზე თანხმდებიან

ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერები ოთხშაბათს გერმანიაში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ “ამბიციური ხელშეკრულების” თაობაზე იმუშავებენ. ეს ხელშეკრულება სხვადასხვა საკითხს მოიცავს, მათ შორის თავდაცვასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ თემებს და ევროკავშირთან ბრიტანეთის ურთიერთობის განახლების ნაწილი იქნება. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს ხვდება და ცდილობს ევროპელ მოკავშირეებთან წინა, კონსერვატორთა მთავრობის ურთიერთობების გაუმჯობესებას. სტამერმა პრემიერის პოსტი გასულ თვეში დაიკავა […]
სახდეპში უპასუხეს მოსკოვის ბრალდებას საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს მოსკოვის ბრალდებას, თითქოს ვაშინგტონი საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობასა და ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორებას გეგმავს. სახდეპის პრესსპიკერის კომენტარს ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუ ავრცელებს. „ეს ბრალდებები სიცრუეა. ვამაყობთ ქართველ ხალხთან ერთად მუშაობის ისტორიით, უფრო მშვიდობიანი და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად. კრემლი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და დღეს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, და ამავე დროს […]
“ოცნებამ ქართული მარშის პროგრამა გადმოწერა” – ბრეგაძე

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე: “ქართულმა ოცნებამ 2017 წლის ქართული მარშის პროგრამა გადმოწერა-იმ განსხვავებით რომ ესენი ფარისევლობენ!.”
საკონსტიტუციოში პარლამენტის წარმომადგენლები ოხანაშვილი, შარმანაშვილი და გორდულაძე იქნებიან

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონის განხილვისას პარლამენტის წარმომადგენლები ქართული ოცნების წევრები ანრი ოხანაშვილი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე იქნებიან. ხვალ, 29 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე იმსჯელებს. საქმეს პლენუმი განიხილავს. რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული – პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის. გარდა ამისა, ომბუდსმენი აღნიშნულ სარჩელებზე […]
შოთა არველაძე: მამარდაშვილის “ლივერპულში” წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულში” ტრანსფერს გამოეხმაურა და “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა: “გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია; ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე როგორც ათწლეულების წინ იყო ჩვენი და შემდგომი თაობების შემთხვევაში. მამარდამ, თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ ლივერპულის […]
ჯეიდონ სანჩო “იუვენტუსში” გადადის

სანჩო “მანჩესტერმა” 2021 წლის ივლისში “დორტმუნდისგან” 85 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. 2024 წლის ზამთარში ის იჯარით “დორტმუნდში” გაუშვეს. Transfermarkt-ის მიხედვით, ჯეიდონის ფასი 30 მილიონია.
ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერები – მამარდაშვილმა ყველა რეკორდი მოხსნა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ მეკარე გახდა და გუნდს 2025 წლის ივლისში შეუერთდება, მანამდე კი ერთწლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დარჩება. ინგლისურმა გრანდმა ქართველი მეკარის ტრანსფერში „ვალენსიას“ 35 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, რაც ქართველ ფეხბურთელში გადახდილი რეკორდული თანხაა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს სარეკორდო ტრანსფერი სამენეჯერო კომპანია Free Football-ის დამფუძნებელმა, ლევან სეთურიძემ განახორციელა, ხოლო მამარდაშვილი ქართველების ყველაზე […]