ცესკო განმარტავს, რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე ფრიდონ ინჯიას, შოთა შალელაშვილის და აკაკი ასათიანის პარტიებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე დეპუტატ ფრიდონ ინჯიას პარტიას „ევროპელ სოციალისტებს“, ასევე შოთა შალელაშვილის პარტიას „თაობები საქართველოსთვის“ და „ტრადიციონალისტთა კავშირს“. როგორც ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიების ნაწილმა ადმინისტრაციაში დასარეგისტრირებლად საჭირო 25 ამომრჩევლის ხელმოწერა არ წარადგინა, შოთა შალელაშვილის პარტიის მიერ წარმოდგენილი სიები კი არაზუსტი აღმოჩნდა. „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, […]

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდებათ ელექტრომომარაგება დღეს?

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, მიშველაძის, არაყიშვილის, შოვის, თენგიზ აბულაძის, ირაკლი აბაშიძის, ყიფშიძის, ლევან მიქელაძის, თაქთაქიშვილის, ლეოპოლდ ბილფელდის, წყნეთის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, დარიალის, კავსაძის, […]

დმიტრო კულება მოკავშირეებს – რუსეთის რეაქციის ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ არ გვეშინია, არაფრის გვეშინია, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ის, რაც გვჭირდება – ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის მთავარი პრობლემა რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირებაში არის მოკავშირეების შიში კიევისთვის მხარდაჭერის გაზრდის გამო შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ომს დიდი რესურსი, ფინანსები, ძალისხმევა და აღჭურვილობა სჭირდება. ”მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემები ყოველთვის ხალხის თავში იწყება. რუსეთის შემოჭრის დაწყებისთანავე ყველაზე დიდი პრობლემა, რაც უკრაინას შეექმნა ის იყო, რომ ჩვენი მოკავშირეების […]

რუსებმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას დრონებით და რაკეტებით დაესნენ თავს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, საჰაერო განგაში ქვეყნის 15 ოლქში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა კიევის დნეპრის, გოლოსევსკისა და დესნიანსკის რაიონების საცხოვრებელ ზონებში დაეცა. გოლოსევსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ამასთან, დესნიანსკის რაიონში, სადაც დრონის […]

ანტონიო გუტერეში ისრაელს დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ისრაელს მოუწოდებს, დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ოპერაციები შეწყვიტოს. „გენერალური მდივანი ღრმად შეშფოთებულია დასავლეთ სანაპიროზე განვითარებული უახლესი მოვლენებით და მტკიცედ გმობს სიცოცხლის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლის, დაკარგვას“, – აღნიშნულია გუტერეშის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებაში. გუტერეში ისრაელს მოუწოდებს, შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიიღოს ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და მათი უსაფრთხოების […]

პაველ დუროვს „ტელეგრამში“ დანაშაულებრივი ქმედებების დაშვებისთვის ბრალი წაუყენეს

„ტელეგრამის” შემქმნელ პაველ დუროვს საფრანგეთის სასამართლომ ბრალი შეტყობინებების აპლიკაციაში დანაშაულებრივი ქმედებების დაშვებისთვის წაუყენა. მედიის ინფორმაციით, დუროვი წინასწარი პატიმრობიდან 5 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კერძოდ, რუსეთში დაბადებული მულტიმილიარდერი პაველ დუროვი, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ კვირაში ორჯერ გამოცხადდება პოლიციის განყოფილებაში და საფრანგეთს არ დატოვებს. დუროვის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მოიცავს უკანონო ტრანზაქციებში […]

Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვს საფრანგეთში სასამართლო ზედამხედველობა დაუწესეს

Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვს საფრანგეთში სასამართლო ზედამხედველობა დაუწესეს. მას ეკრძალება საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება. დუროვმა ხუთი მილიონი ევრო გირაო უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ პარიზის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. დუროვი კვირაში ორჯერ უნდა გამოცხადდეს პოლიციაში. პროკურატურის განცხადებაში მითითებულია რამდენიმე ბრალდება, მათ შორისაა სამართალდამცავებისთვის გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიუწოდებლობა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარაციის გარეშე. დოკუმენტში […]

სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ყველაფერი მისცა რუსეთს

საერთაშორისო პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. კარგად იცის თვითონაც, რომ რადიკალური ოპოზიციაა იმ ოკუპაციის ავტორი და შემოქმედი, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ 2012 წლიდან „ქართულ ოცნებას“ საქართველოში და, ზოგადად, საერთაშორისო პროცესებში […]

იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება

იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში. ახალგაზრდა, გამორჩეული ნიჭისა და განათლების მქონე კეთილშობილი ადამიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ჩვენს თანამშრომლებს. სამწუხაროდ სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა სახის მანიპულაციური, მგრძნობიარე და სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია. ყველას ვალია, პატივი ვცეთ გარდაცვლილის ხსოვნას, […]

სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას

„ბრალდებები კატეგორიულად მცდარია“ – ასე პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, თითქოს შეერთებული შტატები საქართველოში ე.წ. ფერად რევოლუციასა და „თბილისის მაიდანს“ გეგმავს. „უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად, საქართველოს ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს. ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. კრემლმა მოაწყო 2008 წლის შეჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი […]