ბათუმში „ღამის სერენადების“ კონცერტი გაიმართა

23 აგვისტოს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ კონცერტი გაიმართა. მსმემელის წინაშე წარსდგა მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).კონცერტზე შესრულდა: ენიო მორიკონეს – სამი თემა, ნინო როტას – მიძღვნა ფედერიკო ფელინის, ჯუზეპე სანჯენიტის – ჯულიეტა ობობა, […]

მიხეილ სააკაშვილი – საბედნიეროდ, ოქტომბრამდე ცოტა რჩება და შემდეგ საფრთხე იმისა, რომ „ოცნებამ” საკუთარ პოლიტიკურ საფლავში ჩაიყოლოს ეკლესია, საბოლოოდ მოიხსნება

ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს, სამების ჯვრის ორჯერ ყიდვის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს პრეტენზია ჰქონდა იმის შესახებ, რომ მას საპატრიარქო ფულს ჰპარავდა. „ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ […]

27 სექტემბერს პირველად საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აანონსებს. ორგანიზაცია ინფორმაციას Facebook და Instagam გვერდებზე ავრცელებს. “ხელი შევუწყოთ ხვალინდელი დღის მშვიდობას დღევანდელი მოგზაურობით. მოდით 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღეს ტურიზმს მშვიდობის სიმბოლური როლი მივცეთ. საქართველოში, 27 სექტემბერს კულტურების გაცნობით, მდგრადიტურიზმითა და დიალოგით ჩვენ შეგვიძლია ტურიზმი კონფლიქტების მოგვარებისა დაგლობალური ჰარმონიის ძალად ვაქციოთ“,-წერია მსოფლიო ტურიზმის […]

ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა

ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი „ტომატინა“ გაიმართა. ქალაქ ბუნიოლის ცენტრალურ ქუჩაზე, პომიდვრების ომი მოეწყო. ბრძოლა, რომელშიც Reuters-ის ცნობით, დაახლოებით 22 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ერთ საათს გაგრძელდა და 120 ტონამდე პომიდორი განადგურდა. ტრადიცია სათავეს 1945 წლიდან იღებს. ფესტივალი ქალაქის მფარველის, წმინდა ლუის ბერტრანის პატივსაცემად ტარდება. ითვლება, რომ პომიდვრებით პირველი ბრძოლა ასეთ ფესტივალზე, მეგობრებს შორის ჩხუბის დროს […]

როგორ შევარჩიოთ იდეალური სასკოლო ზურგჩანთა მოსწავლისთვის

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მშობლების წინაშე დგება მნიშვნელოვანი ამოცანა – ბავშვისთვის იდეალური ზურგჩანთის შერჩევა. ეს არჩევანი სცილდება უბრალოდ მოდურ ტენდენციებს და პირდაპირ უკავშირდება ბავშვის კომფორტსა და ჯანმრთელობას. ზურგჩანთის შერჩევისას, მნიშვნელოვანია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გავითვალისწინო: ზომა, ერგონომიულობა, მასალის ხარისხი და რა თქმა უნდა, დიზაინი, რომელიც ბავშვის გემოვნებას დააკმაყოფილებს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეგიძლია მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება […]

მიქანაძე ოცნების ინიციატივაზე: ეს არ ეხება რაიმე ფორმით ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას

ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმადიდებელი ეკლესია არის სრულიად უსამართლო და მიზანმიმართული კამპანიის სამიზნე, ხდება ეკლესიასა დაა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა. […] როდესაც პოლიტსაბჭომ გაასაჯაროვა ტექსტი იქ ჩამოთვლილი იყო პუნქტები, თუ რატომ ვთხოვთ ჩვენს ამომრჩეველს კონსტიტუციურ უმრავლესობას, იქ იყო მე-4 პუნქტი, რომელზეც ვთქვით, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები […] როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო […]

“პატრიარქის სურვილი ესაა” – რას სთავაზობს ეკლესიას ოცნებას და რა გაახმოვანა მოსაყდრემ? – მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს არ სურს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი დაჩქარებულად იქნეს განხილული. მისი თქმით, პატრიარქის მოსაზრება შეხვედრაზე მოსაყდრე შიო მუჯირმა განაცხადა. მეუფე გრიგოლმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე არ განიხილება ქარული ოცნების ინიციატივის მიღების საკითხი, არამედ მხოლოდ კონსულტაციები მიმდინარეობს. “მინდა […]

მეუფე გრიგოლი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივაზე – პატრიარქის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული – პატრიარქის პოზიციას იზიარებენ მღვდელმთავრები

მინდა, ხაზგასმით ვთქვა, პატრიარქის სურვილი გითხრათ. პატრიარქის სურვილი ითქვა, აღინიშნა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული – პატრიარქის პოზიციას იზიარებენ [მღვდელმთავრები], – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის შესახებ განუცხადა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებით იმართება. როგორც მღვდელმთავარმა […]

ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი განკარგულება 26 აგვისტოს მთავრობამ გამოსცა. “1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4(1) პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის #73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6920 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6990 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9865 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0134 ლარს შეადგენდა. […]