ყაზახეთში ნაზარბაევის ყოფილ რძალს კოლონიაში 12 წლით პატიმრობა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს

ყაზახეთის სასამართლომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, ძმისშვილის ყოფილ მეუღლეს, გულმირა სატიბალდის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით. როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, იგი დამნაშავედ ცნეს გამოძალვაში, თვითნებობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. განაჩენის თანახმად, 2019 წელს გულმირა სატიბალდიმ თავისი ბიზნესპარტნიორი 10 მილიონი დოლარის გაფლანგვაში დაადანაშაულა, დაცვა მიუჩინა, ტელეფონები წაართვა და 165 დღის განმავლობაში […]
მამარდაშვილი “ბილბაოსთან“ მატჩის MVP გახდა – “ვალენსიამ“ ისევ წააგო [VIDEO]

ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბილბაოსთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. ი. უილიამსმა ჯერ ხარიხას გაარტყა ბურთი, შემდეგ ლამაზ ნახტომში გატანა მამარდაშვილმა არ დაანება; პირველი ტაიმის დასასრულს კი ბასკური გუნდი თავურით პრადოსმა დააწინაურა. მეორე ტაიმში სტუმრებმა უხიფათოდ შეუტიეს, ხოლო „ბილბაოს“ კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, როდესაც გომესს გრძელი პასით უ. უილიამსი […]
კაშიას “სლოვანმა” დრამატულ მატჩში “მიდტიულანდს” სძლია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „მიდტიულანდი“ 3:2 დაამარცხა (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) და კლუბის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ტოლიჩმა დააწინაურა, რომელმაც მარტინესი ჩამოიცილა და ოლაფსონის კარი დალაშქრა. ამას სტუმრების იერიშები მოჰყვა და ოსორიოს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარე ტაკაჩმა მოიგერია. 41-ე წუთზე შიმშირმა […]
ემანუელ მაკრონი სერბეთს ეწვევა. ვიზიტის დღის წესრიგშია ევროპის ციფრული სტრატეგია და სამხედრო თანამშრომლობა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს ჩავა და სერბ კოლეგასთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან მოლაპარაკებებს გამართავს. რადიო თავისუფლების სამხრეთ სლავური სამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები იმსჯელებენ პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე და განიხილავენ სერბეთის განზრახვას, შეიძინოს ფრანგული სამხედრო შვეულმფრენები. საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს მხარეები განიხილავენ ასევე ევროპის „ციფრული სტრატეგიიის“ საკითხებს. საუბარია ხელოვნური ინტელექტის […]
გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, არმის გენერალ პაველ პოპოვის წინააღმდეგ. მას თაღლითობაში ადანაშაულებენ. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი” წერს, რომ პოპოვი დაკავებულია, საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ეს ნახსენები არაა. პოპოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო 2013 წლიდან 2024 წლის ივნისამდე. მანამდე, თითქმის 20 წლის განმავლობაში, ის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში მუშაობდა […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 7 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გათამაშებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის საწყისი ორი ტურისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთს შეხვდება. საქართველოს ნაკრებში ორი დებიუტანტია – უკრაინული “ჩერკასის” წევრი, პოზიციით […]
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართული ლეგიონის ინფორმაციით, მისი სახელია ვიქტორ კუპრიტიდი. მათივე თქმით, ის წარმოშობით აფხაზეთიდან იყო. Unfortunately, Georgia have lost another brave warrior today – Viktor Kupritidi. He was a refuge from Abkhazia born in Sukhumi who fought for Ukraine and Georgia’s freedom. Please keep him in your hearts 🫀#rememberingViktorKupritidi pic.twitter.com/P0Ej1QGKlu — […]
აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ელექტროენერგიის მოხმარება ივლისში წლიურად 4.3%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ Tbc Capital-ის საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში წერია. 2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 13.6%-ით. რაც შეეხება ელექტროენერგიის გამომუშავებას, ანალოგიურ პერიოდში ის 1.1%-ით შემცირდა. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 5.71 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 9%-იანი […]
ევროკავშირში მასწავლებელთა დეფიციტია

ევროკავშირის მასშტაბით სასწავლო წელი იწყება. თუმცა მასწავლებლების რაოდენობა საკმარისი არ არის, რაც მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემას უშლის ხელს. ამ მხრივ ყველაზე დაზარალებული შვედეთია. 2035 წლისთვის შვედეთში 153 000 კვალიფიციური მასწავლებელი იქნება საჭირო. ევროკომისიის განათლებისა და ტრენინგის მონიტორის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ხორვატიასა და კვიპროსში არ დაფიქსირდა საგანმანათლებლო პერსონალის ნაკლებობა. ქვეყნების უმეტესობა, მასწავლებელთა დეფიციტს ტექნიკურ […]
“ივანიშვილი, როცა ჩემთან ლანძღავდა პატრიარქს, მთავარი პრეტენზია ჰქონდა, რომ საპატრიარქო ჰპარავდა ფულს” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: “ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს, სამების ჯვრის ორჯერ ყიდვის თაობაზე. მას ჰქონდა მთავარი პრეტენზია იმაზე, რომ საპატრიარქო მას (ივანიშვილს), ჰპარავდა ფულს. რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ახლა, “სახელმწიფო რელიგიის” სტატუსის შემოღება სჭირდება და თუ დასცალდა გამოიყენებს ფულის არა […]