რუსეთი 92 ამერიკელს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

ოთხშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლა კიდევ 92 ამერიკელს აეკრძალება. მათ შორის არიან “ნიუ-იორკ თაიმსის”, “ვაშინგტონ პოსტის”, “უოლ სთრით ჯორნალის” ჟურნალისტები და ამერიკის მთავრობის რამდენიმე სხვა ოფიციალური პირი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს აკრძალვა იმ “რუსოფობიული კურსის” პასუხად გამოიყენეს, რაც “ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს მოსკოვის სტრატეგიული დამარცხების გაცხადებული მიზნით”. “ჩვენ შევახსენებთ ამერიკის ახლანდელ ხელისუფლებას, […]

დღეს “სი-ენ-ენი” ჰარისის და უოლცის ინტერვიუს გადასცემს

დღეს, 29 აგვისტოს, ამერიკის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და მინესოტის გუბერნატორ ტიმ უოლცს, რომელიც მომავალ არჩევნებზე მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატია, ტელეკომპანია “სი-ენ-ენში” (CNN) ინტერვიუზე ელიან. რესპუბლიკელები და მედიის ნაწილი მათ ბოლო კვირაა ხშირად აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ისინი ჟურნალისტთა კითხვებს ნაკლებად იღებენ და პასუხობენ. ტელეკომპანიის განცხადებით, ინტერვიუ ეთერში ვაშინგტონის დროით, საღამოს 9 საათზე გავა. […]

აფრიკის უდიდესი აეროპორტი ეთიოპიაში 2029 წელს აშენდება

აფრიკის კონტინენტზე უდიდესი საერთაშორისო აეროპორტი ეთიოპიაში აშენდება. ადგილობრივმა ავიაკომპანია Ethiopian Arlines-მა უკვე გააფორმა შესაბამისი შეთანხმება DAR საკონსულტაციო ჯგუფთან. ობიექტის დასრულება 2029 წელს იგეგმება. „მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპი მინიმუმ 6 მილიარდი დოლარი დაჯდება“, – თქვა მესფინ ტასეუმ, Ethiopian Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. აეროპორტი ქალაქ ბიშოფტუში 35 კვადრატულ კილომეტრზე განთავსდება, ქვეყნის დედაქალაქ ადის-აბებადან დაახლოებით 45 კილომეტრში. მის დიზაინზე […]

მთავრობამ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

მთავრობამ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. ამის შესახებ 26 აგვისტოს განკარგულებაშია საუბარი, რომელსაც პრემიერმინისტრი აწერს ხელს. როგორც დოკუმენტიდან იკვეთება, შოთაძეს სახელმწიფო დაცვა 2025 წლის 23 მაისამდე ეყოლება. “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4(1) პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის #73 დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო დაცვის […]

თბილისის სატრანსპორტო კომპანია 439 ათასი ლარს 6 რუსული კომპანიას გადაუხდის – “თავისუფლების ინსტიტუტი”

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” რუსული პროდუქციის ყიდვას განაგრძობს – “თავისუფლების ინსტიტუტის” ცნობით, კომპანია 439 000 ლარის ღირებულების სალიანდაგო ზედნაშენს 6 რუსული კომპანიისგან ყიდულობს. შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” სალიანდაგო ზედნაშენს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სააქციო საზოგადოება “სევერსტალის” შვილობილი “სევერსტალ-მეტიზისგან”, ტენდერში გამარჯვებული შპს “ბეთანის” გავლით ყიდულობს. შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” და შპს “ბეთანი” მეთოდს არ […]

„ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტები დასრულდა. 25 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვირტუოზმა მევიოლინემ, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა ელვინ ხოჯა განიევმა ფესტივალის საბაზო ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზები“ ერთად შეასრულა ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას წელიწადის დროები. ელვინ ხოჯა განიევი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორისაა ენესკუს, ჰეიფეცის, ოისტრახის, ლიპინსკი-ვენიავსკის კონკურსები […]

მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებს უთხრა ილია მეორის პოზიცია “ოცნების” შეთავაზებაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, რომელიც საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდა, ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ხელისუფლების შეთავაზება არ არის ის საკითხი, რომლის განხილვაც სასწრაფოდ უნდა მოხდეს. მიტროპოლიტის თქმით, მისი ეს მოსაზრება სხვა მღვდელმთავრებსაც გაუზიარა, შინაარსობრივ დისკუსიაში არ შევიდა და შეხვედრა დატოვა: „ამ ტიპის წინადადება იმ დონის საკითხია, ასე დაჩქარებულად განხილვას, […]

დეკანოზი – მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება შეთანხმებას – სახელმწიფოსგან შემოთავაზება არის თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას

პრინციპი ერთი, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. პრინციპი მეორე, ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა. პრინციპი მესამე, იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან […]

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს არსებულ ხელოვნურ ტბაში 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს არსებულ ხელოვნურ ტბაში 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ტბაზე თანატოლებთან ერთად საბანაოდ ოთხი დღის წინ იმყოფებოდა. ახლობლების თქმით, ახალაზრდა წყლის ფსკერზე არსებულ ლამში ჩაეფლო და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მას წყალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლებს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აანონსებს. ორგანიზაცია ინფორმაციას Facebook და Instagam გვერდებზე ავრცელებს. “ხელი შევუწყოთ ხვალინდელი დღის მშვიდობას დღევანდელი მოგზაურობით. მოდით 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღეს ტურიზმს მშვიდობის სიმბოლური როლი მივცეთ. საქართველოში, 27 სექტემბერს კულტურების გაცნობით, მდგრადი ტურიზმითა და დიალოგით ჩვენ შეგვიძლია ტურიზმი კონფლიქტების მოგვარებისა და გლობალური ჰარმონიის ძალად ვაქციოთ“, […]