ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 3,5-ჯერ მაღალია, ვიდრე ევროკავშირში

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე 3,5-ჯერ მაღალია, ვიდრე ევროკავშირში, – ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტში აცხადებენ. როგორც ISET-ი World health organization-ზე დაყრდნობით წერს, 2019 წლის მაჩვენებლების მიხედვით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 92.8-ს შეადგენს, ევროკავშირში კი 26.1-ს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მხოლოდ 2019 წელს საქართველოში ჰაერის დაბინძურების მიზეზით 5 […]

ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შემოდგომის სანაკრებო ციკლს, 5 სექტემბერს, მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით დაიწყებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, ბათუმის აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს. ბათუმის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, ვენლოში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ორივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. […]

“ბორჯღალოსნები” | იტალიამდე “ოლ ბლექსი XV”, შემდეგ – ტონგა

ცხელი ზაფხულის შემდეგ, ნოემბერში “ბორჯღალოსნები” სამი მაღალი დონის ტესტ-მატჩს გამართავენ. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ შემოდგომის სერიას 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის მეორე გუნდთან, “ოლ ბლექსი XV”-თან რკენით გავხსნით, 17 ნოემბერს იტალიას, ხოლო 24 ნოემბერს ტონგას შევხვდებით. ნოემბერს მონპელიეში ვიწყებთ ახალზელანდიურ “ოლ ბლექსი XV”-ს საფრანგეთში, მონპელიეში ვეთამაშებით. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული რაგბის 35-წლიან ისტორიაში ახალი ზელანდიის გუნდის […]

პროკურატურა – ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც 17 წლის შვილს აიძულებდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე დაზარალებულის მამას ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 17 წლის შვილს აიძულებდა, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო. დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავეს. მას […]

ფიქრია ჩიხრაძე – სახელმწიფო რელიგიის სტატუსი ეკლესიას გადააქცევს სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ინსტიტუციად, სადაც მთავრობას უფლება ექნება გააკონტროლოს ყველაფერი, საკადრო გადაწყვეტილებების ჩათვლით

სახელმწიფო რელიგიის სტატუსი ეკლესიას გადააქცევს სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ინსტიტუციად, სადაც მთავრობას უფლება ექნება გააკონტროლოს ყველაფერი, საკადრო გადაწყვეტილებების ჩათვლით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იმედია, სასულიერო პირები და საპატრიარქო სრულად აცნობიერებენ შექმნილ ვითარებას და ხიფათს, რაც ამ შეთავაზების უკან იმალება. „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების კამპანია გასული საუკუნის მიწურულსაც წამოიწყეს […]

მეუფე დანიელი – მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება – იქნება მსჯელობა შემდეგში, ახლა არაფერზე არ შევთანხმდით

[მართლმადიდებლობის]სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელ დათუაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდგომ განუცხადა. მისი განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე არაფერზე შეთანხმებულან და მსჯელობა გაგრძელდება. „ყველაფერი კარგად იქნება! პოზიცია არის დადებითი. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება. იქნება მსჯელობა შემდეგში, ახლა, არაფერზე არ შევთანხმდით. გადაწყვეტილება ერთადერთი არის ის, რომ […]

Politico – რობერტა მეცოლამ შტაბის უფროსად თავისი სიძე დანიშნა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ შტაბის უფროსად თავისი სიძე, მეთიუ ტაბონე დანიშნა. ამის შესახებ Politico წერს. ევროპარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტაბონე მეცოლასთან ევროპარლამენტში 2013 წლიდან მუშაობს, რის შემდეგაც 2015 წელს მეცოლას და მოიყვანა ცოლად, მანამდე, სანამ მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებდა. ის ამ თანამდებობაზე ლეტიცია ზულეტა დე რეალეს ანსალდოს ჩაანაცვლებს, რომელიც, თავის მხრივ, ევროპარლამენტში ეროვნულ პარლამენტებთან ურთიერთობების […]

“ჯიგრებმა დაგეგმეს მარტივი ამბავი და ჩვენც სისულელეს ავყევით – ნუ ყვებით ქოცებს ერთსვლიან კომბინაციებში” – ლევან ყურაშვილი

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი: ქართულ ოცნებას, ისეთივე წარმატებით, როგორც ახლა ამტკიცებს რაღაც სიგიჟეებს, შეუძლია ამტკიცოს, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს, მოახდენს მარსის კოლონიზაციას, მკვდრეთით აღადგენს დიეგო არმანდო მარადონას და 2028 წელს ირაკლი კობახიძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდება ბადროს ტყორცნაში. მე იმაზე მეშლება ნერვები, ამდენი ადამიანი სერიოზულად რომ არჩევთ, თუ რას იზამენ ქოცები, საკონსტიტუციო რომ აიღონ. სპეციალურად ლაპარაკობენ […]

რუსეთს უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიის დასაბრუნებლად “ძნელი ბრძოლა” ელის

ოთხშაბათს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის მოადგილე დევიდ კოენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კურსკის რეგიონში უკრაინული ჯარის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრიერიშს დაიწყებს, მაგრამ რუსულ ძალებს „ძნელი ბრძოლა“ ელის. კოენმა ეროვნული უსაფრთხოების ინდუსტრიის კონფერენციას უთხრა, რომ უკრაინის შეჭრის მნიშვნელობა, რომლის დროსაც რუსეთის პროვინციის 777 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, ჯერ კიდევ სრულად ცნობილი არ არის. უკრაინულმა […]

სტარმერი ევროპას ულტრამემარჯვენე ჯგუფების წინააღმდეგ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, გაერთიანებულ სამეფოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების მზარდი საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. კირ სტარმერი მთელი ევროპის მასშტაბიათ, პროგრესულ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, გამოწვევის დასაძლევად ერთად იმუშაონ. ბრიტანეთში იმიგრანტების საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა მიმდინარე თვის დასაწყისში აგორდა. ბავშვთა ცეკვის კლასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი თავშესაფრის მაძიებელი მუსლიმი იყო. გერმანიაში ვიზიტისას სიტყვით გამოსვლისას, სტარმერმა განაცხადა, რომ […]