მაია ბითაძე ოპოზიციას – არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ წააგებთ არჩევნებს „მეათასეჯერ“ – იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, „ვიღაც უცხოელს“ სამშობლო ალანძღვინეთ

ჩვენი, „ქართული ოცნების“ შექმნილ ევროინტეგრაციის გზას ისე იბრალებთ, თითი თითზე არ გაქვთ დადებული ამ გზაზე და იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, „ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე “მთის ამბების” რედაქტორის გელა მთივლიშვილის ძველ და ახალ განცხადებებს, სადაც წარსულში ის ამბობს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ საჭიროება […]

ირაკლი ფავლენიშვილი – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გასვლისთვის ემზადება, შესაბამისად, პარტიის გაძლიერება და ახალი ადამიანების შემომატება აუცილებლად გაგრძელდება

„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გასვლისთვის ემზადება, შესაბამისად, პარტიის გაძლიერება გაგრძელდება. „ჩვენ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ვემზადებით პირველ ადგილზე გასვლისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ერთობა, ძალიან ბევრი სუბიექტი არის, გარდა ამისა არიან ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ პოლიტიკური კუთვნილება. ჩვენ ვაგრძელებთ მოზიდვას უფრო და უფრო მეტი […]

ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები – რომელ ადგილზეა კვარაცხელია?

ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ნაპოლის ფეხბურთელია და წარმატებით აგრძელებს გოლების გატანას. კვარას ანგარიშზე ამჟამად 26 გოლია და ამ მაჩვენებლით 50-ე ადგილზეა. თუ კვარაცხელია ნაპოლიში კიდევ დიდხანს დარჩება, დიდი შანსია საუკეთესო ათეულშიც შევიდეს. ათეულთან ახლოსაა ვიქტორ ოსიმენი 76 გოლით, თუმცა ნიგერიელი ფორვარდი ნაპოლის ტოვებს. ნახეთ ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების ათეული. 10 – ხოსე ალტაფინი 89 გოლი […]

კახეთში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ორი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კამჩატკაზე გაუჩინარდა ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 22 ადამიანი იმყოფებოდა

რუსეთში, კამჩატკაზე, გაუჩინარდა ვერტმფრენი MI-8, რომლის ბორტზეც 22 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 19 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი. ინფორმაციას „როსავიაცია“ ავრცელებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენში, სავარაუდოდ, ტურისტები იმყოფებოდნენ. ეს მონაცემები, ამ ეტაპზე, მოწმდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერტმფრენი იმ დროს გაუჩინარდა, როდესაც ის სოფელ ნიკოლაევკა ელიზოვსკის მიმართულებით მიფრინავდა. „ვერტმფრენი ასრულებდა ფრენას ვულკან ვაჩკაჟეცის რაიონის მოედნიდან ნიკოლაევკის […]

სალომე სამადაშვილი – რუსული კანონით რომელიმე ორგანიზაციის დარეგისტრირება კი არაა პრობლემა, ამ გადაწყვეტილების ტრაგიზმი ისაა, რომ „შემგუებლობის“ დანერგვის პოლიტიკას, ხელისუფლებას ეხმარება

რუსული კანონით რომელიმე ცალკეული ორგანიზაციის დარეგისტრირება კი არაა პრობლემა, ამ გადაწყვეტილების ტრაგიზმი სწორედ ისაა, რომ „შემგუებლობის“ დანერგვის პოლიტიკას ეხმარება, ეხმარება ხელისუფლებას, ის რაც არაა ნორმალური, აქციოს ნორმალურად, – ამის შესახებ საარჩევნო გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, 26 ოქტომბერს გადაწყდება, თუ რას აპირებს საზოგადოება. „საზოგადოების მხრიდან შეგუება – […]

ნიკა ობოლაძე – ჩვენი მიზანია გავიდეთ პირველ ადგილზე, გავაკეთოთ ყველაზე უფრო მეტი ოპოზიციიდან იმისთვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და ეს აუცილებლად ასე იქნება 26 ოქტომბერს

საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია გავიდეთ პირველ ადგილზე, გავაკეთოთ ყველაზე უფრო მეტი ოპოზიციიდან იმისთვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და ეს აუცილებლად ასე იქნება 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური საკითხების მდივანმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტიაში ბევრ სხვა ადამიანს ელოდებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს ყველაზე უფრო მეტს, ყველაზე უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერას დაიმსახურებს, იმისთვის, რომ […]

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

TEXSOM-ის სომელიეთა კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ში, ტექსასის შტატის ქალაქ ირვინგში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბურ ღონისძიებაზე ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით გაიმართა. დეგუსტაციაზე სხვადასხვა დასახელების 70-მდე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას ღვინის ინდუსტრიის ექსპერტები და პროფესიონალები […]

რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია – სტოლტენბერგი

რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია, – თქვა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში. მისივე შეფასებით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია ის, თუ როგორ დაიცავს თავს და აღნიშნა, რომ ოპერაცია უკრაინის თავდაცვის უფლებას შეესაბამება. „რუსი ჯარისკაცები, ტანკები და […]

ქალი ავტობუსის მგზავრებს დანით დაესხა თავს, დაშავდა ხუთი ადამიანი

„ბილდის“ ცნობით, გერმანიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ზიგენში ქალი დანით დაესხა თავს ავტობუსის მგზავრებს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა. გამოცემის ინფორმაციით, სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. ყველა დაზარალებული გადაყვანილია საავადმყოფოებში. პოლიციის ცნობით, ავტობუსს მგზავრები ზიგენში, ქალაქის ფესტივალზე გადაჰყავდა. დანაშაულის დროს ავტობუსში, სულ მცირე, 40 მგზავრი იმყოფებოდა. სამართალდამცავები ტერორისტული აქტს გამორიცხავენ. თავდამსხმელი ქალი დაკავებულია. სამართალდამცავი […]