იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, „ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ – მაია ბითაძის პასუხი გელა მთივლიშვილს

იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, „ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ – მაია ბითაძის პასუხი გელა მთივლიშვილს ჩვენი, „ქართული ოცნების“ შექმნილ ევროინტეგრაციის გზას ისე იბრალებთ, თითი თითზე არ გაქვთ დადებული ამ გზაზე და იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, „ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის […]
კორძაია: სირცხვილია არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს მეც – სირცხვილია

სირცხვილია არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს მეც – სირცხვილია…
„სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს, სირცხვილია“ – თამარ კორძაია

მოძრაობა „სირცხვილიას“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებას, ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ეხმაურება და აცხადებს, რომ „სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი აქვს, რომ ეს სირცხვილია“. კორძაიას განმარტებით, რეესტრში დაურეგისტრირებელი ორგანიზაციებისათვის ჯარიმების დაკისრება 3 სექტემბერს დაიწყება, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ ვადამდე უნდა გამოაცხადოს. მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის […]
ენათმეცნიერი მარინე ბერიძე – სიტყვებს – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, ქართულ ენაში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური კონოტაცია აქვს

ენათმეცნიერის, მარინე ბერიძის განცხადებით, სიტყვებს – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, ქართულ ენაში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური კონოტაცია აქვს. მისი თქმით, „დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტექსტით არის შესაძლებელი“. აღნიშნულის შესახებ ენათმეცნიერმა საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს განიხილავენ. ის სასამართლოს წარუდგენს […]
მსურს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მოხევეებს სახალხო დღესასწაული – ყაზბეგობა მივულოცო. მოხევეები, დიდი ხნის განმავლობაში ვაჟკაცურად იცავენ საქართველოსა და ამიერკავკასიის კარიბჭეს

მსურს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მოხევეებს სახალხო დღესასწაული – ყაზბეგობა მივულოცო. მოხევეები, დიდი ხნის განმავლობაში ვაჟკაცურად იცავენ საქართველოსა და ამიერკავკასიის კარიბჭეს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს მოსახლეობას ყაზბეგობას ულოცავს. „მსურს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მოხევეებს სახალხო დღესასწაული – ყაზბეგობა მივულოცო.“- წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ხევი მდიდარია წარსულითაც და დღევანდელობით. […]
“გრანადას” მწვრთნელმა წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა – აბასკალმა გიორგისა და სხვა ფეხბურთელების გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

“გრანადას” მწვრთნელმა წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა – აბასკალმა გიორგისა და სხვა ფეხბურთელების გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა “გრანადას” მთავარმა მწვრთნელმა გილერმო აბასკალმა გიორგი წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა. როგორც იცით, სანაკრებო პაუზის დროს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი არ ჩერდება და მატჩები მაინც ტარდება, 35 წლის სპეციალისტს მიაჩნია, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება, […]
ევროკავშირის წარმომადგენლობა კამპანიას „ისტორიები ცვლილებებზე“ იწყებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს კამპანიას „ისტორიები ცვლილებებზე”. ვიდეოების ეს სერია წარმოაჩენს იმ ადამიანების ისტორიებს, რომელთა ცხოვრება და გარემო პირობები ევროკავშირის ინიციატივების შედეგად შეიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ისტორიები ცვლილებებზე” გვიყვება ევროკავშირის პროექტებზე და ამავდროულად, გვაცნობს იმ დადებით გავლენას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. პერსონალური ისტორიების გაზიარებით ვიდეოები აჩვენებს ევროკავშირის მხარდაჭერის რეალურ და […]
აშშ-ში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

TEXSOM-ის სომელიეთა კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ში, ტექსასის შტატის ქალაქ ირვინგში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბურ ღონისძიებაზე ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით გაიმართა. დეგუსტაციაზე სხვადასხვა დასახელების 70-მდე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. უწყების ცნობით, ღონისძიებას ღვინის ინდუსტრიის ექსპერტები […]
პორტუგალიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ეროვნული გვარდიის 4 წევრი დაიღუპა

პორტუგალიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ეროვნული გვარდიის 4 წევრი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Jornal de Noticias-ი ავრცელებს. შემთხვევა პარასკევს პორტუგალიის ჩრდილოეთით მოხდა, როდესაც ვერტმფრენი ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ უკან ბრუნდებოდა. კატასტროფის შედეგად, ვერტმფრენის მფრინავი გადარჩა, ხოლო ბორტზე მყოფ კიდევ ერთ ეროვნული გვარდიის წევრს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მთავრობა მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

მთავრობა მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. პარლამენტში განსახილველად „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებია წარდგენილი, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა 100 000 ლარის ნაცვლად, 200 000 ლარით განისაზღვრება. ამავე პროექტით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის მიკროკრედიტის შესახებ […]