ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ნიკოლაი ოლეშჩუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურის თანამდებობას 2021 წლის აგვისტოდან იკავებდა. როგორც წესი, პრეზიდენტის ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზები მითითებული არ არის. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უკრაინისთვის და შედეგებისთვის მებრძოლ ყველა მფრინავს, ინჟინერს, სახანძრო ჯგუფებისა […]

უცხოური გრანტის გულისთვის ორ შაურად გაწირა საია-მ გმირი მეომრები

გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ და ჩვენ სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში წერს და საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან ერთ-ერთ ეპიზოდს აქვეყნებს, სადაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი სასამართლოში, გიორგი ბურჯანაძე, […]

არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ წააგებთ არჩევნებს ,,მეათასეჯერ”. იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, ,,ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ

არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ წააგებთ არჩევნებს ,,მეათასეჯერ”. იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, ,,ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ ჩვენი, “ქართული ოცნების” შექმნილ ევროინტეგრაციის გზას ისე იბრალებთ, თითი თითზე არ გაქვთ დადებული ამ გზაზე და იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, ,,ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ, – ასე ეხმიანება საპარლამენტო […]

“სირცხვილიას” დირექტორის სკანდალური აღიარება: აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ რეგისტრაცია არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია

“სირცხვილიას” დირექტორის სკანდალური აღიარება: აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ რეგისტრაცია არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია “გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მოძრაობის, “სირცხვილიას” დირექტორი, გიორგი მჟავანაძე, აღიარებს, რომ ორგანიზაციის რეგისტრაცია არ განაპირობებს მისთვის აგენტის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან, კანონის ახალ რედაქციაში აგენტის სტატუსი გათვალისწინებული არ არის. ვიდეოში, სადაც საუბარია იმაზე, თუ […]

საკონსტიტუციო სასამართლოში ქართული ენა მოწმედ გამოდის – ენათმეცნიერი მარინა ბერიძე

შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს, ქართული ენა მოწმედ გამოდის, – ამის შესახებ ენათმეცნიერმა, მარინა ბერიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გაუქმების მოთხოვნით სხდომა გაიმართება. მან განმარტება გააკეთა პარლამენტის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე სიტყვა „უცხოს“ ახსნის საკითხზე. „შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს, ქართული ენა მოწმედ გამოდის. ამაში ვგულისხმობ იმას, […]

“გამჭვირვალობის კანონი” ბანკებს საჯარო რეესტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს

„რუსული კანონი“ ბანკებს საჯარო რეესტრის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას აკისრებს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შეჩერება-გაუქმებაზე სარჩელების განხილვა გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, გიორგი ბურჯანაძემ დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა რეესტრს ამ კანონმდებლობის საფუძველზე ბანკიდან ინფორმაციის მიღება. კითხვაზე პასუხად, საჯარო რეესტრის უფროსი, […]

პარლამენტის შენობა საღებავით დააზიანეს – წარწერის ავტორები, „სირცხვილიას“ აქტივისტები ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი დაჯარიმდნენ

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარლამენტის შენობაზე წარწერების ავტორები, ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი დააჯარიმა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სამხარაძეს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ტატიაშვილს – 2000 ლარის ოდენობით დაეკისრა. ლექსო სამხარაძემ, პარლამენტის შენობაზე წარწერის გაკეთების შემდეგ, სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ფაქტის ამსახველი ფოტო და დაწერა: „100 წლის თავზე, ქართველი ხალხის უმეტესობა ისევ აჯანყებულია და ამ აჯანყების […]

კვარაცხელიასა და ოსიმენის ძალიან კარგი წყვილი დაიშალა – განსხვავებული კულტურების ურთიერთგაგება, ნიგერიელთა პრობლემები და დღესასწაული..

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი მოედანზე ერთმანეთს მშვენივრად უგებდნენ. ნიგერიელი ფორვარდი ახლა გაურკვევლობაშია, საუდის არაბეთსა ან კატარში უნდა გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ნაპოლიში” დარჩება და არ ათამაშებენ… ზამთარში ვიქტორისა და “კვარას” აგენტის “გადალაპარაკება” ვნახეთ. საქმე იმას ეხებოდა, მამუკა ჯუღელმა თქვა, ვიქტორი სათამაშოდ არაბეთში წავა და ხვიჩა – არაო… კარგად მოგეხსენებათ იმ გამოხმაურებების შესახებ, რაც სერია “ა”-ს […]

იენს სტოლტენბერგი – რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია

რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა. „რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების […]

ენათმეცნიერი: კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები, ტერმინები ნეგატიური კონოტაციის არის

ენათმეცნიერ მარინა ბერიძის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები “ცალსახად” ნეგატიური კონოტაციისაა. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ის სპეციალისტის სახითაა მიწვეული და კანონში გამოყენებულ ტერმინოლოგიაზე საუბრობს. ენათმეცნიერი მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიწვიეს. როგორც ბერიძემ აღნიშნა, ჩატარდა კვლევა, სადაც სამი სხვადასხვა მეთოდით იკვლიევს სიტყვები და შესიტყვებები: უცხოური, უცხო, ძალა, გავლენა, ინტერესი, […]