დღეიდან მოტოციკლებისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება ნებადართულია

დღეიდან მოტოციკლებისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება ნებადართულია მოტოციკლებისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება პირველი სექტემბრიდან ნებადართული ხდება. ახალი ცვლილების მიხედვით, მათთვის ავტობუსისთვის განკუთვნილ მხოლოდ იმ ზოლში იქნება გადაადგილება ნებადართული, სადაც ავტობუსი სხვა ტრანსპორტის მიმართულებით მოძრაობს. „თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მოტოციკლეტების და მოპედების ე.წ. ბასლაინზე დაშვებას. აღნიშნული ცვლილება მიღებულია […]

“კარგი იქნებოდა ოსიმენი რომ გაგვეყიდა… ლუკაკუს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს მოვთხოვე, რომ…” – რა თქვა კონტემ “პარმასთან” შეხვედრის შემდეგ

სერია A-ს მესამე ტურში “ნაპოლიმ” “პარმა” დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ჩემმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა, ლუკაკუს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს მოვთხოვე, რომ ნახევარდაცვაში დაბრუნებულიყვნენ და შეტევები გაეგრძელებინათ. მეტოქე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, რომლებმაც ზეწოლის ქვეშ თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს. მიუხედავად გამარჯვებისა, ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეგვეძლო. […]

ჩეხმა მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონის ხრტილის უნიკალური 3D ატლასი შექმნეს – გაეცანით ფოტომასალას

ჩეხმა მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონის ხრტილის უნიკალური 3D ატლასი შექმნეს – გაეცანით ფოტომასალას ცენტრალური ევროპის ბრნოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (CEITEC) მკვლევარებმა, წარსულში, შეძლეს ზუსტად აღეწერათ ხრტილოვანი ქსოვილის განვითარება თაგვებში. ახლა მათ ეს გამოცდილება კიდევ უფრო ამბიციურ ამოცანის გადასაჭრელად გამოიყენეს – იგივე გააკეთეს ადამიანის ემბრიონებში. მეცნიერები ადვილად სწავლობენ ცხოველთა ემბრიონებს, მაგრამ ადამიანის ემბრიონების შემთხვევაში, ყველაფერი არც ისე მარტივია, […]

ხორვატიამ უკრაინას განაღმვის რობოტული სისტემა გადასცა

ხორვატიამ უკრაინისთვის DOK-ING MV-4 ტიპის განაღმვის რობოტული სისტემის გადაცემის შესახებ განაცხადა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი სერტიფიკატი უკრაინის წარმომადგენლებს ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა, ივან ანუშიჩმა და მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობამ Globsec-ის საერთაშორისო კონფერენციაზე გადასცა, რომელიც პრაღაში იმართება. ანუშიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინის განაღმვის პროცესი დიდ დროს და ფინანსებს მოითხოვს. „ნაღმების გაწმენდა უზარმაზარი ამოცანაა და საერთაშორისო […]

რუსეთის თავდაცვის უწყება – საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ტერიტორიაზე 158 დრონი ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათმა საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონებში 158 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათგან 2 – დედაქალაქ მოსკოვის თავზე და 7 – მოსკოვის ოლქის თავზე. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, 46 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 34 – ბრიანსკის ოლქში, 28 ვორონეჟის ოლქში, 14 ბელგოროდის ოლქში და 8 – რიაზანის ოლქში. აღსანიშნავია, […]

ორშაბათს ისანში წყალმომარაგება 10-დან 21:00 საათამდე შეწყდება – GWP

წყალმომარაგის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს, რომ ორშაბათს, ორ სექტემბერს, ისანში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო 20-ზე მეტ ქუჩაზე 11 საათით შეწყდება წყალმომარაგება. ტექნიკური სამუშაოები, რასაც GWP წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელს უწოდებს, დაგეგმილია მეტეხის ხიდის მიმდებარედ. სამუშაოები 10 საათზე დაიწყება, ამავე დროს შეწყდება წყალმომარაგებაც და იმავე დღეს, საღამოს ცხრა საათზე აღდგება. ამ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება: […]

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში (26 აგვისტო – 1 სექტემბერი)

გთავაზობთ გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში (26 აგვისტო – 1 სექტემბერი) ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13%-ით გაიზარდა საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7 პროცენტით განისაზღვრა. სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია […]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 2 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 2 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. „აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 სექტემბერს, […]

იგორ ნარმანია – საქართველო უნდა იყოს გამარჯვების ზენიტში თქვენთან ერთად – დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება სწორედ 26 ოქტომბერს დაიწყება და დაიწყება აუცილებლად სამეგრელოდან

საქართველო უნდა იყოს გამარჯვების ზენიტში თქვენთან ერთად – დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება სწორედ 26 ოქტომბერს დაიწყება და დაიწყება აუცილებლად სამეგრელოდან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ზუგდიდი და სამეგრელო იტყვის გადამწყვეტ სიტყვას და იქნება მთავარი ფლაგმანი 26 ოქტომბრის გამარჯვებაში.“ „მე წარმოვადგენ ამ კუთხეს და ზოგადად, რომ ვთქვა ეს […]

ჩემთვისაც დაუფინანსებია კვლევა GIZ-ის, თუმცა ვმუშაობდით სრულად დამოუკიდებლად – მოსამართლე

ჩემთვისაც დაუფინანსებია კვლევა GIZ-ის, თუმცა ვმუშაობდით სრულად დამოუკიდებლად – მოსამართლე “რა თქმა უნდა, GIZ-ი არის უცხოური ორგანიზაცია, თუმცა იმთავითვე პრეზუმფცია, რომ რადგან GIZ-გან კვლევაში მიიღე თანხა ე.ი. ატარებ მის ინტერესებს?” – ასეთი კითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მანანა კობახიძემ მოპასუხე მხარეს “გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო სარჩელების განხილვის სხდომაზე. “ტაბულას” ცნობით, მანანა კობახიძემ ღიად აღიარა, რომ, არასამთავრობო […]