ნიდერლანდები უკრაინას 28 ჯავშანმანქანას გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 28 ჯავშანმანქანას გადასცემს ნიდერლანდები უკრაინას 28 ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რუბელ ბრეკელმანსი, სოციალურ ქსელში ავრცელებს. “უკრაინას, რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება. ნიდერლანდები მას ახლა 28 ჯავშანმანქანას აწვდის. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავაც გრძელდება”, – იუწყება მინისტრი და იმასაც აზუსტებს, რომ ამისთვის უკრაინელი სამხედროები ნიდერლანდელმა […]

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ კონსტანტინე პეტრიაშვილი აგვისტოს საუკეთესო თავისუფალ სტილით მოჭიდავედ დაასახელა

კონსტანტინე პეტრიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ აგვისტოს საუკეთესო თავისუფალ სტილით მოჭიდავედ დაასახელა. „თავისუფალი ჭიდაობა: კონსტანტინე პეტრიაშვილმა 🇬🇪 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ, ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებული ჭიდაობა აჩვენა 92კგ წონით კატეგორიაში და პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. გასულ წელს, მან მოიპოვა ბრინჯაოს მედლები 80კგ წონით კატეგორიაში, მაგრამ წელს ავიდა ზედა წონაში(92კგ), […]

მამუკა ხაზარაძე – თუ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების” დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით

თუ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების” დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ისინი ემხრობიან კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიაჩნიათ, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს. […]

თინა ბოკუჩავა – მინდა, რომ განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმოთ სამეგრელოდან პრეზიდენტ სააკაშვილს, ვუსურვოთ თავისუფლება და გამარჯვება – მას განსაკუთრებული იმედი აქვს სწორედ სამეგრელოსი

დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზეც სამეგრელო კვლავ იტყვის თავის განსაკუთრებულ სიტყვას – ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას და არა სიღატაკეს იზოლაციაში – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სამეგრელოში, სოფელ დარჩელში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გახსნისას განაცხადა. მისივე თქმით, რეგიონებში ადამიანები წუხან იმის გამო, რომ არ არის სამუშაო ადგილები, მაგრამ ფასები კატასტროფულად […]

პეტრე ცისკარიშვილი – არანაირი დასავლეთი აქ აღარ იქნება, დასავლეთმა ივანიშვილს და „ოცნებას“ უკვე წერტილი დაუსვა – ყველა ელოდება 26 ოქტომბრის არჩევნებს

თუ ქართველ ხალხს ისევ სურს ივანიშვილის რეჟიმი, გაგრძელებენ ცხოვრებას იზოლაციაში, სიღატაკეში და თუ უნდა ევროპა, კეთილდღეობა, განვითარებული ქვეყანა, აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა, მაშინ უნდა აირჩიოს პროდასავლური ოპოზიცია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არჩევანი საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მარტივი როგორც არასდროს – კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე და იზოლაცია. „მოგესალმებით […]

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება – ჩამონათვალი და აღდგენის დრო

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, 2 სექტემბერს 10:00 საათიდან 21:00 საათამდე, ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდებათ. “2 სექტემბერს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის […]

დღეიდან მოტოციკლეტების და მოპედებისთვის ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება ნებადართული ხდება

პირველი სექტემბრიდან მოტოციკლეტების და მოპედებისთვის ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება ნებადართული ხდება. ცვლილების მიხედვით, მოტოციკლეტების და მოპედების მძღოლებისთვის ავტობუსისთვის განკუთვნილ მხოლოდ იმ ზოლში იქნება გადაადგილება ნებადართული, სადაც ავტობუსი სხვა ტრანსპორტის მიმართულებით მოძრაობს. „თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მოტოციკლეტების და მოპედების ე.წ. ბასლაინზე დაშვებას. აღნიშნული ცვლილება მიღებულია საქართველოს პარლამენტში და, მისგან გამომდინარე, შესაბამისი […]

რომი-ქუთაისის რეისზე ქალი გარდაიცვალა

რომი-ქუთაისის რეისზე 75 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ბორტზე, ფრენის დროს მოხდა. ქალბატონი თვითმფრინავში ცუდად გახდა, მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ შემთხვევის გამო თვითმფრინავი უახლოეს აეროპორტში დაჯდა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა.

დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი პარასპორტსმენი იასპარეზებს

· მსოფლიო ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძე – პარამძლეოსნობა, ბირთვის კვრა · ვლადიმერ ჭინჭარაული – არასროლა, პნევმატური შაშხანიდან სროლა 10 მეტრზე

ისრაელმა ღაზაში კიდევ 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით რაფაჰში მდებარე გვირაბში იპოვეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა. მათივე ინფორმაციით, მძევლების ცხედრები იმ გვირაბიდან დაახლოებით 1 კილომეტრში აღმოაჩინეს, სადაც, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გატაცებული მძევალი გადაარჩინეს. „პირველადი შეფასებით, ისინი სასტიკად დახოცეს „ჰამასის“ ტერორისტებმა ცოტა ხნის წინ მანამ, სანამ ჩვენ მათ […]