პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 2 სექტემბრის სხდომაზე, „ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 2 სექტემბრის სხდომაზე, „ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავს. საკომიტეტო განხილვა მეორე მოსმენით, მუხლობრივად გაიმართება. პროექტი იმავე კვირას განსახილველად სესიაზე გავა. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. მასში გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: – პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის […]
ვინ არიან ირანელი ძმები, რომლებსაც ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა სურთ

ვინ არიან ირანელი ძმები, რომლებსაც ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა სურთ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით აშშ-ში ემიგრირებული ირანული უძრავი ქონებისა და IT ტექნოლოგიების ჯგუფი, Amidi Group დაინტერესდა, რომლის თანადამფუძნებელიც, საიდ ამიდი საქართველოში იმყოფება. ის აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც შეხვდა. ვინ არიან Amidi Group-ის თანადამფუძნებელი ძმები ამიდები და რას წარმოადგენს […]
ვრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში – „ეკო ცენტრი“

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკო ცენტრის“ განცხადებით, რუსული კანონის გამო შექმნილ რეესტრში რეგისტრირდებიან, რადგან რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში ჯარიმის მიღება სამომავლოდ მათი ბევრი ქმედების შეზღუდვას ნიშნავს. თუმცა ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ რუსული კანონი არ გაუქმდა, მაშინ მუშაობას აღარ გააგრძელებენ და დაიხურებიან. „რადგან რუსული კანონის გაწვევის საკითხი ჯერ ბუნდოვანია, იურისტებთან კონსულტაციის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ჯარიმის მიღება სამომავლოდ […]
ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი დასაჯა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ტედი რინერთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ორთაბრძოლის დასასრულს რინერმა თუშიშვილი იპონზე დააგდო. 35 წლის ფრანგსა და 29 წლის ქართველს შორის სიტუაცია დაიძაბა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, რინერის პროვოკაციული ქმედება გახდა. გურამს იპონით წაგება ჩაეთვალა, მაგრამ მოგვიანებით მისი ქმედება არასპორტულადაც შეფასდა და თუშიშვილი […]
მანქანის ფანჯარა ჩაუმსხვრიეს და იარაღი დაადეს – ნერეშს “პარმასთან” მატჩის შემდეგ მძარცველებმა საათი წაართვეს [VIDEO]

სერია A-ს მესამე ტურში “ნაპოლისა” და “პარმას” (2:1) მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” შემტევი დავიდ ნერეში დააყაჩაღეს. შეხვედრის შემდეგ ბრაზილიელი მანქანით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მძარცველებმა მანქანის შუშა ჩაამსხვრიეს და იარაღის მუქარით საათის მოხსნა მოსთხოვეს, რაც ნერეშმა უმალვე გააკეთა და მძარცველებს გადასცა. ნერეშმა ინციდენტის შესახებ პოლიციას აცნობა და თავის სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც ბრაზილიელს გულშემატკივრები დახვდნენ, რომლებმაც მომხდარის შესახებ […]
Ford 90 ათასზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს

Ford 90 ათასზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს აშშ-ის მაგისტრალის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკული ავტომწარმოებელი Ford გაყიდულ 90 736 ავტომობილს უკან გაიწვევს – მიზეზი ძრავის დაზიანებული სარქველებია, რომლებიც შესაძლოა, მანქანის მართვისას გატყდეს. პრობლემა რამდენიმე მოდელში გამოიკვეთა, მათ შორისაა 2021-2022 წლების Bronco, F-150, Edge, Explorer, Lincoln Nautilus, და Lincoln Aviator 2.7ლ და 3.0ლ Nano EcoBoost ძრავის […]
საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა

საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა. მხარეებმა სხდომის ბოლო დღეს პლენუმს შემაჯამებელი სიტყვით მიმართეს. ოპოზიცია ისევ ცდილობს მტკიცებას, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამობაშია, თუმცა არგუმენტების გარეშე. პარლამენტის წარმომადგენლებმა, კი დეტალურად განმარტეს, რომ კანონის ერთადერთი მიზანია არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა. გარდა ამისა, მათ დასკვნით სიტყვაში დეტალურად ისაუბრეს რუსეთში მოქმედ კანონსა და ქართულ კანონმდებლობას შორის […]
თინა ბოკუჩავა – სიღატაკე, გაჭირვება, უპერსპექტივობა, უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, კორუფცია, კლანური მმართველობა – ეს მოიტანა ივანიშვილმა 12 წლის განმავლობაში

სიღატაკე, გაჭირვება, უპერსპექტივობა, უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, კორუფცია, კლანური მმართველობა – ეს მოიტანა ივანიშვილმა 12 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჯვარში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „სამეგრელო არჩევანს გააკეთებს ევროპულ კეთილდღეობაზე და უარს ეტყვის იზოლაციას და სიღატაკეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა“. „თქვენ ხართ გამარჯვების სიმბოლო სამეგრელოსთვის და […]
Coldplay-ის პირველი როკ-ტურნეს შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა

ბრიტანული როკბენდი Coldplay თავისი მუსიკალური ტურნეთი – Music of the Spheres – რეკორდების მოხსნას აგრძელებს. ბენდმა ყველაზე მაღალშემოსავლიანი როკ-ტურნეს ტიტული ჯერ ელტონ ჯონს ჩამოართვა, შემდეგ კი, ისტორიაში პირველი როკჯგუფი გახდა, რომლის გასტროლების შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა. შესაბამისად, Music of the Spheres მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიანი ტურნეა, ტეილორ სვიფტის The Eras Tour-ის შემდეგ. Billboard-ის ინფორმაციით, […]
ხორვატიამ უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის საჭირო რობოტული სისტემები გადასცა

ხორვატიამ უკრაინას „Dok-ING MV-4“-ის ტიპის განაღმვის რობოტული სისტემები გადასცა. შესაბამისი სერტიფიკატი უკრაინის წარმომადგენლებს ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა, ივან ანუშიჩმა და მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელებმა პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გადასცეს. ხორვატიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინის განაღმვის პროცესს ბევრი დრო და ფინანსები დასჭირდება. „განაღმვა უზარმაზარი ამოცანაა და აქ საერთაშორისო მხარდაჭერა ძალიან საჭიროა. უკრაინა მარტო არ არის, ჩვენ ვიმუშავებთ […]