პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 2 სექტემბრის სხდომაზე, „ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 2 სექტემბრის სხდომაზე, „ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავს. საკომიტეტო განხილვა მეორე მოსმენით, მუხლობრივად გაიმართება. პროექტი იმავე კვირას განსახილველად სესიაზე გავა. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. მასში გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: – პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის […]

სალომე სამადაშვილი – გაჭირვებული კაცი ხავსს ეჭიდება და არჩევნების წაგებით შეშინებული რუსი ოლიგარქი ეკლესიის კალთას – ჩამოწერილი „ქოცები“ მონასტერში არ გაამწესოს, ვშიშობ, მეტი დამაჯერებლობისთვის

გაჭირვებული კაცი ხავსს ეჭიდება და არჩევნების წაგებით შეშინებული რუსი ოლიგარქი ეკლესიის კალთას – ჩამოწერილი „ქოცები“ მონასტერში არ გაამწესოს, ვშიშობ, მეტი დამაჯერებლობისთვის, – ამის შესახებ გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ჯობია იძინა ივანიშვილი ისევ 100 ქარხნის დაპირებას დაუბრუნდეს. „გაჭირვებული კაცი ხავსს ეჭიდება და არჩევნების წაგებით შეშინებული რუსი ოლიგარქი-ეკლესიის კალთას. […]

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთმა ОДКБ-ში ყველა დონეზე მონაწილეობა გაყინა და ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება საკმარისად მიგვაჩნია

სომხეთმა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყველა ორგანოში გაყინა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „თქვენ იცით, რომ სომხეთმა ОДКБ-ში ყველა დონეზე მონაწილეობა გაყინა და ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება საკმარისად მიგვაჩნია. სხვა გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას არ ვხედავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავინახავთ სხვა გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას სხვა მომენტში“, – აღნიშნა ფაშინიანმა. […]

რომი-ქუთაისის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა

კომპანია Wizz Air-ის რომი-ქუთაისის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი შეუძლოდ ფრენის დროს გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, თუმცა მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის გამო რეისი ბულგარეთის ქალაქ ვარნაში დაეშვა და ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა. წყარო: ტაბულა

წესით, კეთილსინდისიერი დონორი მოვიდოდა და თავისი ხელით გაწმენდდა პარლამენტის კედელს, თუმცა ამას ევროპელობა სჭირდება – პარლამენტის თავმჯდომარე

რახან სიტყვამ მოიტანა, ჩემსასაც ვიტყვი. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის შენობაზე საღებავით გაკეთებული წარწერა “სირცხვილიას” მორიგი, “ევროპული ღირებულებებით” გამსჭვალული აქტი ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროპაში, ამ ფაქტს ვანდალიზმი ჰქვია, „ამ ვანდალიზმის მიზეზი კი ის წაყრუებაა, რომელიც “სირცხვილიას” ძალადობაზე და ტერორზე მისი ევროპელი და ამერიკელი დონორებისგან უკვე წლებია […]

პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება

პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება. პროექტს 2 სექტემბერს, მუხლობრივად – მეორე მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ”, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და […]

ისრაელმა ღაზის სექტორში ახალი დერეფანი შექმნა

ისრაელმა ღაზის სექტორში ახალი დერეფანი შექმნა, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ისრაელს რეგიონში ჯარების დატოვება გრძელვადიან პერსპექტივაში სურს. „სქაი ნიუსის“ცნობით, დერეფნის შესაქმნელად ისრაელის არმიამ რამდენიმე საცხოვრებელი შენობაც დაანგრია, რათა ჯავშან ტექნიკის თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყოს. წყარო: იმედინიუსი

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 125-ადგილიან პარლამენტში სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად 990 კანდიდატი იბრძვის. საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ამავე პერიოდში ბაქოში კლიმატის ცვლილების საკითხებზე გაეროს 29-ე კონფერენციის ჩატარება იგეგმება, რის გამოც მმართველი პარტიის დეპუტატებმა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ინიციატივით მიმართეს. აზერბაიჯანმა მინი მეჯლისი ივლისის ბოლოს […]

ეს დღეც დადგა, ორგანიზაცია „სირცხვილია“-ს ლიბერალების საცეცებისგან ვიცავ – დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე „კანვას საქართველოს“ დირექტორის გიორგი მელაძის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ-პოსტს ეხმიანება, სადაც ის ორგანიზაცია „სირცხვილია“-ს „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” დარეგისტრირების გამო მშიშარებს უწოდებს. ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ მელაძის პოსტი, არის ნათელი დასტური იმისა, თუ როგორ ებრძვიან თავისუფალ აზრს, ე.წ. ლიბერალები, მათთვის მიუღებელია ნებისმიერი, განსხვავებული პოზიცია, მათთვის მიუღებელია არგუმენტები და შინაარსში შესვლა. „ეს დღეც დადგა, ორგანიზაცია […]

რომი-ქუთაისის რეისზე ქალი გარდაიცვალა

Wizz air-ის ბორტზე რომი-ქუთაისის რეისზე ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალი ფრენის დროს შეუძლოდ გახდა, მას პირველადი დახმარება გაეწია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის გამო რომიდან ქუთაისისკენ მომავალი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში და ქუთაისის აეროპორტში დაგვაინებით ჩამოფრინდა.