ბრიტანული სტარტაპი ხელოვნურ ინტელექტს წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის იყენებს

მდინარე ეივონზე აგებული უორლის კაშხლის მიმდებარე ტერიტორია დიდი ბრიტანეთის სამხრეთში პოპულარული საზაფხულო საცურაო ადგილია. ეს იმის მიუხედავად, რომ მდინარე ხშირად სავსეა ბაქტერიებითა და სხვა დამაბინძურებლებით. წყლის ხარისხს იქ ახლა ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს, რომელიც წყლის ზედაპირთან სენსორების საშუალებით არის დააკვშირებული. ხელოვნური ინტელექტი სენსორების მონაცემებს უმალ აანალიზებს. რამდენიმე დაწკაპუნება მობილურ ტელეფონზე და… ყველაფერი ნათელია – წყალი უსაფრთხოა. […]

„8-წლიანი ძიება დასრულებულია“ – თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ ბიოლოგიური მშობელი იპოვა

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, – ავტორი პროექტისა „ვეძებ“, რომელმაც დაარსების დღიდან ასობით ბიოლოგიური ოჯახი დააკავშირა ერთმანეთს, – ამბობს, რომ რვაწლიანი ძებნის შემდეგ, მან საკუთარი ბიოლოგიური მშობელი იპოვა. „რვაწლიანი ძიება დასრულებულია. მე ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე“, – ამბობს თამუნა მუსერიძემ პირველ სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. მისი ვიდეოს 12 საათში უკვე 600 000-ზე მეტჯერ ნახეს. „ამ ეტაპზე ვერ ვამბობ სხვა […]

პარლამენტი „პენიტენციურ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილავს, რომლითაც ტერორიზმში, კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს პაემნის, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის და სხვა უფლებები შეეზღუდებათ

პარლამენტი „პენიტენციურ კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების განხილავს, რომლის მიხედვით, ტერორიზმში, კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს პაემნის, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის და სხვა უფლებები შეეზღუდებათ. “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ ინიცირებული პროექტს, 2 სექტემბრის სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა. განხილვა მეორე მოსმენით – მუხლობრივად გაიმართება. “პენიტენციურ […]

რომი – ქუთაისის ავიარეისზე მგზავრი გარდაიცვალა

რომი – ქუთაისის ავიარეისზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, ქალი შეუძლოდ გახდა, მას ბორტზევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. ბორტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველივე შესაძლო მიმღებ აეროპორტში, ბულგარეთში დაშვებულიყო, თუმცა მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბორტის სხვა მგზავრებს ბულგარეთის აეროპორტში 4-5 საათი ლოდინი მოუწიათ და რეისი საქართველოში დილით ჩამოფრინდა.

პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება

პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება. პროექტს 2 სექტემბერს, მუხლობრივად – მეორე მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ”, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და […]

აშშ-ში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

აშშ-ში, ტექსასის შტატის ქალაქ ირვინგში, TEXSOM-ის სომელიეთა კონფერენციის ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა. მასშტაბურ ღონისძიებაზე ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით გაიმართა. დეგუსტაციაზე სხვადასხვა დასახელების 70-მდე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. „ღონისძიებას ღვინის ინდუსტრიის ექსპერტები და პროფესიონალები ესწრებოდნენ, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროფესიულ წრეებში […]

ისრაელმა ღაზაში კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით რაფაჰში მდებარე გვირაბში იპოვეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა. მათივე ინფორმაციით, მძევლების ცხედრები იმ გვირაბიდან დაახლოებით 1 კილომეტრში აღმოაჩინეს, სადაც, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გატაცებული მძევალი გადაარჩინეს. „პირველადი შეფასებით, ისინი სასტიკად დახოცეს „ჰამასის“ ტერორისტებმა ცოტა ხნის წინ მანამ, სანამ ჩვენ მათ […]

იუსტიციის სახლი კვირასაც მუშაობს „აგენტების რეესტრში“ ორგანიზაციების დასამატებლად

იუსტიციის სახლი კვირასაც მუშაობს, რათა „აგენტების რეესტრში“ დამატებითი რეგისტრაციები მიიღოს. პარასკევს, 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ დაახლოებით 1%-მა მიმართა საჯარო რეესტრს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ დასარეგისტრირებლად. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესზე თქვა, რომ იმ დროისთვის რეესტრში დარეგისტრირების მიზნით განცხადება 233-მა ორგანიზაციამ წარადგინა; ხოლო იმავე საღამოსთვის ორგანიზაციათა რიცხვი 322-მდე […]

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყველა ორგანოში მონაწილეობა გაყინა

სომხეთმა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყველა ორგანოში გაყინა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „თქვენ იცით, რომ სომხეთმა ОДКБ-ში ყველა დონეზე მონაწილეობა გაყინა და ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება საკმარისად მიგვაჩნია. სხვა გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას არ ვხედავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავინახავთ სხვა გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას სხვა მომენტში“, – აღნიშნა ფაშინიანმა. […]

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები შიმშილობას იწყებენ

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები შიმშილობას იწყებენ. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებულები პროტესტის ნიშნად პირის ამოკერვასაც გეგმავენ. სოფლის მცხოვრებლების განცხადებით, უკვე წლებია რაც კომპანია მათ საცხოვრებელ სახლებთან მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც შენობები დაიბზარა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. სახნავ-სათესი მიწები და ეზოები კი ორმოებად არის ქცეული და დამეწყრილია. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი წლებია დახმარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ […]