თურქმა მებაჟეებმა საზღვარზე მანქანაში დამალული ათეულობით ეგზოტიკური ცხოველი აღმოაჩინეს

თურქმა მებაჟეებმა ქალაქ ედირნეში, საბერძნეთის საზღვარზე ათეულობით ეგზოტიკური ცხოველის უკანონოდ შეყვანის ფაქტი დააფიქსირეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. ინფორმაციის თანახმად სამგზავრო მანქანაში, რომელსაც ბერძნული სანომრე ნიშნები ჰქონდა საბარგულში 3 კენგურუ, 3 ალპაკა და 1 პატაგონური მარა იყო, ხოლო მანქანაში 12 თუთიყუში და 23 მფრინავი ციყვი.
დიდი ცხოველები შეკრული ჰყავდათ, პატარები კი გალიაში.
სამართალდამცავებმა მანქანის მძღოლი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ყველა ცხოველი გადარჩა და გადაყვანილია ბუნების დაცვისა და ეროვნული პარკების სამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ