ქორწინება ასაკოვანი კაცების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება

კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქორწინება ასაკოვანი კაცების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. მათ კვლევაზე US News-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა 7 641 ადამიანის (3 926 კაცის და 3 715 ქალის) მონაცემები შეისწავლეს და ფიზიკური, ფსიქოემოციური, სოციალური და სუბიექტური კეთილდღეობის მაჩვენებლების საფუძველზე დაადგინეს, რომ ისინი „ოპტიმალურად ბერდებიან“. განმეორებითი შეფასება 3 წლის შემდეგ ჩატარდა. შედეგების მიხედვით, ასაკოვანი კაცები, რომლებიც […]

დაიმსახურა და საქართველოს ნაკრებშიც უხმეს – გამოძახებულთა სიას გოგლიჩიზე დაემატა

“ემპოლის” 20 წლის მცველმა საბა გოგლიჩიძემ “ბოლონიასთან” სტუმრად, სერია A-ს მესამე ტურის მატჩი (1:1), შესანიშნავად ჩაატარა და საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახეს. ამის შესახებ nakrebi.ge იტყობინება: “საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებისთვის მზადებას 24 ფეხბურთელი დაიწყებს. ეროვნულ გუნდში სექტემბრის მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური ემპოლის და 21-წლამდე ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე დაემატა. 20 წლის […]

,, ვერ დავუშვებ, რომ ივანიშვილ–კობახიძე–ოხანაშვილ–ზარქუების მეშინოდეს” – ნინო ჯანგირაშვილი

,,კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი: ,,თუ რეჟიმის დამარცხება გვინდა, უკან დასახევი ხიდები უნდა დავწვათ. მე დამწვარი მაქვს. და როცა ძალიან ჭკვიანები, თადარიგიანები, განსწავლულები და საქმეში ჩახედულები ბოლო დროს ხშირად გვაფრთხილებენ, რომ სათადარიგო გეგმა უნდა გვქონდეს, მაგალითად როგორ გავიქცეთ ქვეყნიდან, სამ ასოზე ვუშვებ. განა იმიტომ, რომ გიჟი ვარ და ვერ ვხედავ იმ უმძიმეს სცენარებს, რაც ივანიშვილის […]

ტაბახმელაში სახელმწიფო ქონება 10 მილიონად იყიდება

ქალაქ თბილისში სოფელ ტაბახმელაში გიორგი კვინიტაძის ქუჩა #22 ში მდებარე 84 926 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფომ აუქციონზე მეხუთედ გამოიტანა. პირველ აუქციონზე, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა ქონების საწყისი ფასი 13 675 000 ლარი იყო, მომდევნო აუქციონებზე კი ფასმა დაიკლო და ახლა მეხუთედ გამოცხადებულ აუქციონზე ის 10 256 250 ლარად იყიდება. აუქციონი […]

ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება 4.3%-ით გაიზარდა

2024 წლის ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 1.1%-ით შემცირდა. „თიბისი კაპიტალის“ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, წელს ივლისში საქართველოში 1 525 გვტ/სთ ელექტროენერგია გამომუშავდა. ამავე კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში 13.6%-ით არის ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, ივლისში მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 1 252 გვტ/სთ შეადგინა. „საცალო სექტორის მოხმარების წლიურმა ზრდამ 12.9% შეადგინა, ხოლო მომხმარებლების […]

“სერიოზული დარღვევები არ ყოფილა” – ოცნების დელეგაცია აზერბაიჯანში არჩევნებს დააკვირდა

ქართული ოცნების დეპუტატები დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ირაკლი ქადაგიშვილი და ზაურ დარგალი აზერბაიჯანში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ. დელეგაციის წევრის დავით მათიკაშვილის თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, მნიშვნელოვანი დარღვევები კი არ დაფიქსირებულა. “დაახლოებით 5-6 საარჩევნო უბანს ვეწვიეთ და შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მიღებული ინფორმაციით, სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა. წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის მოძმე ხალხს […]

თურქმა მებაჟეებმა საზღვარზე მანქანაში დამალული ათეულობით ეგზოტიკური ცხოველი აღმოაჩინეს

თურქმა მებაჟეებმა ქალაქ ედირნეში, საბერძნეთის საზღვარზე ათეულობით ეგზოტიკური ცხოველის უკანონოდ შეყვანის ფაქტი დააფიქსირეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. ინფორმაციის თანახმად სამგზავრო მანქანაში, რომელსაც ბერძნული სანომრე ნისნები ჰქონდა საბარგულში 3 კენგურუ, 3 ალპაკა და 1 პატაგონური მარა იყო, ხოლო მანქანაში 12 თუთიყუში და 23 მფრინავი ციყვი. დიდი ცხოველები შეკრული ჰყავდათ, პატარები კი გალიაში. სამართალდამცავებმა მანქანის მძღოლი […]

,, პერსონალური სანქციები ძალიან ახლოსაა” – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისს სამდღიანი ვიზიტით ეწვია. ხვალ ის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კონფერენციას გახსნის, რომელსაც “გადამწყვეტი წელი” ჰქვია. ანა ფოტიგა დღეს ლეხ კაჩინსკის მემორიალთან მივიდა და ავიაკატსტროფაში ტრაგიკულად დაღუპულ პოლონეთის პრეზიდენტს პატივი მიაგო, სადაც ჟურნალისტებთან განაცხადა: ,,ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. რა თქმა უნდა, ჩემს ვიზიტებს ლეხ კაჩისნკის ხსოვნის პატივისცემით ვიწყებ, რადგან […]

რაზე შეთანხმდნენ კობახიძე და საპატრიარქოს წარმომადგენლები – რას ამბობს პროტოპრესვიტერი

“მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ დავთანხმდით არის ის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი, განმსაზღვრელი ან საფუძველი – ასეთი ჩანაწერი იქნება, მაგრამ საბოლოო ვერსიაზე კიდევ შევთანხმდებით ერთმანეთთან” – პრემიერმინისტრთან საპატრიარქოს წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ფორმულასთან ისაუბრა. “აბსოლუტური თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაიწეროს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში და მართლმადიდებლობაში” – ამბობს პროტოპრესვიტერი. ზვიადაძის თქმით, 30 აგვისტოს […]

პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიით საქართველო მსოფლიოში მეორეა

საქართველო პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ამერიკული ტელეკომპანია CNBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პარაოლიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოს მოცულობით საქართველოს მხოლოდ სინგაპური უსწრებს. სტატიაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისგან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ სინგაპური პარაოლიმპიურ ჩემპიონებს 380 000 აშშ დოლარს გადასცემს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემია კი მილიონი ლარია. […]