სომხეთმა გადაწყვიტა, ОДКБ-სთან ურთიერთობები ყველა დონეზე გაყინოს – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ) ურთიერთობები ყველა დონეზე გაყინოს. პრესკონფერენციაზე მან ისაუბრა, რომ სომხეთის პოზიციაა, სრულად დისტანცირდეს პრორუსული ბლოკისგან. “ჩვენ ამ ეტაპზე საკმარისად მიგვაჩნია ეს გადაწყვეტილება”, – თქვა მან. ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ ОДКБ-მ არ გაააქტიურა რეაგირების მექანიზმი 2021 და 2022 წლებში, აზერბაიჯანის მიერ სომხეთის საზღვრების დარღვევის […]

,,არიიიის!… კომისიამ გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალიც დაუბრუნა და მსოფლიოს რეკორდიც” – რატი იონათამიშვილი

კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნა და მსოფლიოს რეკორდიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! დავიცავით გიგას უფლებები! კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! გიგა ოჩხიკიძე, უკვე ორგზის ჩემპიონი ხარ!“ , – წერს რატი […]

BYD ავტომობილების გერმანული დისტრიბუტორის Hedin Electric-ის ყიდვას გეგმავს

ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი BYD ავტომობილების გერმანული დისტრიბუტორის Hedin Electric Mobility-ის შესყიდვას გეგმავს – ამის შესახებ ორივე კომპანიამ განცხადება 30 აგვისტოს გაავრცელა და დაადასტურა, რომ BYD ევროპაში ელექტრომობილების წამყვანი საწარმოს სახელით დამკვიდრებას გეგმავს. გეგმის თანახმად, BYD თავად იქნება პასუხისმგებელი გერმანიაში მათი მარკის ელექტრომობილების გაყიდვებთან დაკავშირებული მარკეტინგული თუ ფინანსური აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე, შტუტგარტსა და ფრანკფურტში […]

ფოტიგა: თუ არაფერი შეიცვლება, სანქციები იქნება

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში ჩამოვიდა. მან ავიაკატასტროფაში დაღუპული ლეხ კაჩინსკის ხსოვნას პატივი მიაგო. ჟურნალისტებთან ფოტიგამ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანაში ვიზიტის მთავარი მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერა და იმის ჩვენებაა, რომ მათ გვერდით დგანან. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას, ფოტიგამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გარანტია, ხოლო მათი მუშაობის შეზღუდვა კი მიუღებელია, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას […]

პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ სენაკის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ სენაკის ოფისი გახსნა. აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნიკა მელიამ ოფისის გახსნისას აღნიშნა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ არის ათიათასობით მოქალაქის იმედი. მისივე თქმით, პოლიტიკური კორუფცია დასამარცხებელია, რომელმაც პოლიტიკური სპექტრი გახრწნა. „დღეს, ჩვენ სენაკში საარჩევნო შტაბს ვხსნით. მთელ სამეგრელოში ყველა ქალაქში გვაქვს შტაბი. გადამწყვეტი არჩევნების წინ ამომრჩევლების […]

მეუფე საბა ინწკირველი: ყველამ, თუ თავისი ქვეყანა უყვარს, არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა

ყველა ადამიანმა, თუ მას თავისი ქვეყანა უყვარს, ყოველთვის უნდა დააფიქსიროს აზრი და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ვის მისცემს ხმას, ეს არის მისი სინდისიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მაშინ მაქვს უფლება, ვისაუბრო ჩემს ქვეყანაზე, როცა ჩემი ხმის უფლებას ვიყენებ, როცა არჩევნებია. თუ თქვენ არ იყენებთ თქვენი ხმის უფლებას, […]

თორნტონი: დიქტატორებსაც კი არ უთქვამთ, რომ ოპოზიციის მოსპობას აპირებენ

საქართველოში “ენ-დი-აის” ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება”, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებლების დისკრედიტაციას ცდილობს. ლორა თორნტონი ახლა “მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორია. მას ვკითხეთ, რა გამოწვევებს ხედავს საქართველოში წინასაარჩევნოდ. ასევე მოვისმინეთ მისი შეფასებები, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით. ქართლოს შარაშენიძე, ამერიკის ხმა: ქალბატონო ლორა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და […]

დავით მათიკაშვილი – ეს არის ისტორიული საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანისთვის

ეს არის ისტორიული საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანისთვის, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველად ტარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა აზერბაიჯანულ გამოცემა Trend -თან განაცხადა, რომელიც ამ არჩევნებზე სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციაშია. „ჩვენ წარმოვადგენთ სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციას, რომელიც 4 ქვეყანას აერთიანებს, ესენია: აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს. ამ საპარლამენტო არჩევნებს აზერბაიჯანისთვის ძალიან დიდი […]

რუსეთის არმიამ ხარკოვი სულ მცირე 10-ჯერ დაბომბა. დაშავდა 40 ადამიანი

1 სექტემბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვს 10-მდე სარაკეტო და საავიაციო დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაშავდა. – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინულმა მედიამა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვსა და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით გაავრცელა. ტერეზოვის თქმით, რომელმაც დაბომბვის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში განათავსა, ერთ-ერთი ბომბი დაეცა საცხოვრებელ კვარტალს, სადაც ხანძარი გაუჩნდა სუპერმარკეტს. უკრაინული […]

წამლების ხარჯი ოჯახების შემოსავლების 20%-ს აღემატება – რას ნიშნავს ეს

მოსახლეობისთვის უფასო მედიკამენტებში მთავრობა ყოველთვიურად მილიონობით ლარს ხარჯავს, მაგრამ შეღავათი რეალურად ნაკლებად იგრძნობა. ამის მიზეზი წამლებზე მაღალი დანახარჯია, რაც კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხალხისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია. როგორც ირკვევა, ყოველთვიურად, სახელმწიფო პაციენტებს 4-დან 6 მილიონამდე ლარის მედიკამენტებს უფინანსებს. იმისთვის, რომ მედიკამენტებზე დამოკიდებულმა მოქალაქეებმა შეღავათი იგრძნონ, სახელმწიფო ხარჯი დაახლოებით 16 000 000 ლარს უნდა შეადგენდეს, ანუ […]