ლევან შენგელიამ “ოფიში” სადებიუტო მატჩში გაიტანა [VIDEO]

“ოფის” ახალწვეულმა ლევან შენგელიამ პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი. შენგელიამ სტუმრად საბერძნეთის ჩემპიონატის მესამე ტურში “ვოლოსთან” მოგებულ შეხვედრაში (3:1) გარემარბის პოზიციაზე ითამაშა, 50-ე წუთზე გოლი გაიტანა, ანგარიში 2:0 გახადა და 81-ე წუთზე შეცვალეს. ქალაქ ირაკლიონის გუნდი 4 ქულით მეექვსე ადგილზეა და 14 სექტემბერს “არისს” უმასპინძლებს.
“კვარაცხელიას სახით კვლავ დავინახეთ ძველი დროის ტექნიკური ლიდერი” – “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, დარიო მარკოლინმა რადიო Kiss Kiss-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ ტექნიკურ უნარებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გუნდში მისთვის მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მიერ ჩაფიქრებულ ახალ როლზე გაამახვილა: „კარგ ფეხბურთელს ყველგან შეუძლია თამაში. გახსოვთ კვარაცხელია, მხოლოდ საჯარიმოსთან განაპირა შემტევად რომ ირჯებოდა? თუმცა, დიდი ფეხბურთელები თავად ირჩევენ პოზიციას და ამ ახალ როლშიც თავს ჩინებულად წარმოაჩენენ. ქართველის […]
,,საჯარო კომენტარისგან ვიკავებდი, თუმცა…” – ,,სირცხვილიას” დამფუძნებელი

,,სირცხვილიას” დამფუძნებელი, შოთა დიღმელაშვილი პირველ საჯარო განმარტებას აკეთებს: ,,საჯარო კომენტარისგან ვიკავებდი, თუმცა ვინაიდან 2019-22 წლებში მე სირცხვილიას დამფუძნებელი წევრის გარდა, მისი სახე ვიყავი, ალბათ ეს შეფასების პასუხისმგებლობას მაინც მაკისრებს. მიჭირს საუბარი, რადგან ერთი მხრივ, მძიმე შეცდომაა დაშვებული, მეორე მხრივ კი გული შემტკივა ამ ორგანიზაციაში დარჩენილებსა და ახალწვეულებზე, რომლებიც სამართლიან კრიტიკასთან ერთად საშინელი ცილისწამების სამიზნეებად იქცნენ. […]
რამდენს გამოიმუშავებენ პარასპორტსმენები პარიზის პარალიმპიადაში მოპოვებული მედლებისთვის?

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურმა თამაშებმა სტარტი 28 აგვისტოდან აიღო. სხვადასხვა სინჯის მედლების მისაღებად 23 სხვადასხვა დისციპლინაში 4400 პარასპორტსმენი იასპარეზებს, ოლიმპიადის დახურვის ცერემონია კი 8 სექტემბერს გაიმართება. ისევე როგორც ოლიმპიადის შემთხვევაში, პარალიმპიადის საერთაშორისო კომიტეტი შეჯიბრებაში გამარჯვებულ სპორტსმენებს პრიზის სახით თანხას არ გადასცემს, თუმცა სხვადასხვა ქვეყანა მედლის მფლობელ ათლეტებს სხვადასხვანაირად აჯილდოებს. პარალიმპიადის ეროვნულ კომიტეტებზე, სპორტულ ასოციაციებსა და ლოკალურ […]
კურსკში შეჭრით, უკრაინამ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია – ესტონეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი

კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრას, დასახული მიზნის მიღწევის გზაზე, წარმატება ჯერ არ მოუტანია. ეს მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ აიძულოს რუსეთი, გადაისროლოს თავისი სამხედრო დანაყოფები დონეცკის ოლქიდან, სადაც ის კვლავ აგრძელებს წინსვლას. ამ განცხადებას ესტონეთის თავდაცვის ძალების (EDF) გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ტოომას ვიალი აკეთებს. „რუსეთმა ვერ მოახერხა [კურსკის რეგიონში] უკრაინის ჯარების მოქმედებებში ჩარევა და […]
ევროპელი ახალგაზრდები პრეზერვატივებს სულ უფრო ნაკლებად იყენებენ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, ბოლო წლებში ევროპაში ახალგაზრდები პრეზერვატივებს სულ უფრო ნაკლებად იყენებენ. თუმცა, შვეიცარიაში განსხვავებული ტენდენციაა. ჯანმო-ს ევროპულმა ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, უსაფრთხო სექსის დონე „შემაშფოთებლად დაბალია, რაც ახალგაზრდებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და დაუგეგმავი ორსულობის სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“. ეს დასკვნა გამომდინარეობს კვლევის შედეგებიდან, რომელიც რეგიონის 53 ქვეყნიდან (მათ შორის, ცენტრალური […]
,, სკოლის პედაგოგი ვარო; გვითხრეს გუშინ, რომ შესაძლოა სწავლა გადაიდოსო, ოღონდ ჯერ გვთხოვეს არ გაახმაუროთო” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ,,დღეს გაჩერებაზე მე და მაშო ვსაუბრობდით სკოლის დაწყებაზე და გვერდით მჯდომი ქალბატონი გამოგვეცნაურა. ვერ მიცნო, უბრალოდ ჩვენს დიალოგს გამოეხმაურა. სკოლის პედაგოგი ვარო; გვითხრეს გუშინ, რომ შესაძლოა სწავლა გადაიდოსო, ოღონდ ჯერ გვთხოვეს არ გაახმაუროთო. შევყევით ლაპარაკს, მე მთავრობაზე წავუწუწუნე.. და ისიც გაიხსნა. არავინ ჩემს სკოლაში ხმას არ აძლევს ოცნებასო, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობენო. […]
ჩრდილოეთ ოსეთში ბესლანში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლს იხსენებენ

ჩრდილოეთ ოსეთში სამდღიანი გლოვა დაიწყო ბესლანის №1 სკოლაში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის გამო. ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩებში ტერაქტსა და შემდგომ თავდასხმაში დაღუპულთა პორტრეტებით გამოვიდა. შეკრებილებმა ყვავილები სკოლის სპორტდარბაზში მიიტანეს, იქ, სადაც 20 წლის წინ, ტერორისტებს ათასზე მეტი ადამიანი სამი დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ აყვანილი. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. იგი მონღოლეთს 3 სექტემბერს […]
“ქართულ ოცნებას” როგორც ხალხის არჩევანით 2012 წლიდან დღემდე ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალას, გააჩნია მყარი საარჩევნო პოზიციები
დღევანდელი მოცემულობით „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, მაგრამ ის პოლიტიკურ ტონუსს ინარჩუნებს და სურს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია რათა უზრუნველყოს მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და საბოლოოდ დაამარცხოს ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში,- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, „ქართული […]
აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვებას ვარაუდობენ

დღეს, პირველ სექტემბერს აზერბაიჯანში გამართულ საპარლამენტო [მილი მეჯლისის] არჩევნებში მმართველი პარტიის “ენი აზერბაიჯანის” გამარჯვებას ვარაუდობენ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო trend.az საუბრობს ეგზითპოლზე, რომლის შესაბამისად, მმართველი პარტია 125 მანდატიდან 63 მანდატს მიიღებს. ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 28 ივნისს ხელი მოაწერა მილი მეჯლისის დათხოვნას და ხელი მოაწერა პირველ სექტემბერს ახალი არჩევნების ჩატარების განკარგულებას. ოფიციალური ცნობითვე, არჩევნებს აზერბაიჯანში 112 […]