,, პერსონალური სანქციები ძალიან ახლოსაა” – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისს სამდღიანი ვიზიტით ეწვია. ხვალ ის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კონფერენციას გახსნის, რომელსაც “გადამწყვეტი წელი” ჰქვია.
ანა ფოტიგა დღეს ლეხ კაჩინსკის მემორიალთან მივიდა და ავიაკატსტროფაში ტრაგიკულად დაღუპულ პოლონეთის პრეზიდენტს პატივი მიაგო, სადაც ჟურნალისტებთან განაცხადა:
,,ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. რა თქმა უნდა, ჩემს ვიზიტებს ლეხ კაჩისნკის ხსოვნის პატივისცემით ვიწყებ, რადგან ის თავისუფლებისთვის მებრძოლი იყო. მე ვიცი მისი შეხედულება სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიები დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გარანტია, მათი მუშაობის შეზღუდვა მიუღებელია. ძალიან სამწუხაროა, რაც ახლა საქართველოში ხდება. ხალხი ამას ხედავს საქართველოს გარეთაც. პერსონალური სანქციები ძალიან ახლოსაა. ჩვენ ვცდილობთ, ქართველ ხალხს დავეხმაროთ, მაგრამ არჩევნებამდე თუ არაფერი შეიცვალა, სანქციებს ვნახავთ. ჩანს, რომ „ოცნება“ ევროპის წინააღმდეგია, დანარჩენი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს