კორძაია საკონსტიტუციოში რუსული კანონის განხილვაზე: საქართველომ დაინახა – სიმართლე ჩვენკენაა

სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს ვარწმუნებდით იმაში, რომ კანონის შეჩერება, საქმის წარმოებაში მიღება, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის და ვეცადეთ, ყველა სამართლებრივი არგუმენტი გვეჩვენებინა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში იყო ის, რომ მთელმა საქართველომ დაინახა, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, იმ ადამიანების მხარეს, ვისაც უნდა ევროკავშირი და ეს არის სამართლებრივადაც გამყარებული.

უკრაინელებმა კიევის თავზე 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და ათამდე ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა კიევს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტით, ათამდე ბალისტიკური რაკეტით და დრონებით დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს. „წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები! ქალაქში სარაკეტო დარტყმის შედეგად ნამსხვრევები ჩამოვარდა გოლოშეევსკის, სვიატოშინსკის, დნეპრისა და შევჩენკოვსკის რაიონებში. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა და არასაცხოვრებელი ფართები დაზიანდა“, – აღნიშნა პოპკომ. მისი […]

თორნტონი: “ქართული ოცნება” არჩევნების დამკვირვებლების დისკრედიტაციას ცდილობს

საქართველოში “ენ-დი-აის” ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების დამკვირვებლების დისკრედიტაციას ცდილობს. ლორა თორნტონი ახლა “მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორია. მას ვკითხეთ, რა გამოწვევებს ხედავს საქართველოში წინასაარჩევნოდ.

7 თვეში საქართველოში 924 ტონა წიგნი შემოვიდა

2024 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით საქართველოში ნაბეჭდი წიგნების, ბროშურების, ფურცლებისა და სხვა ნაბეჭდი მასალების იმპორტი გაიზარდა. შესაბამისად ქვეყანამ 924 ტონა წიგნები 4 მილიონ 638 ათას დოლარად შეიძინა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იმპორტის მოცულობა 10.3%-ით, ხოლო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა. სტატისტიკიდან ჩანს, რომ წლების განმავლობაში საქართველოსთვის წიგნების ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანა მეზობელი თურქეთი იყო. იანვარ-ივლისის იმპორტის მაჩვენებლით, […]

ვლადიმერ პუტინი – დასავლეთი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად განიხილავს – ჩვენ ამას ვხედავთ და განვაგრძობთ ყველა დასახული ამოცანის შესრულებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში

უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის მთავარი მიზეზი კოლექტიური დასავლეთის მიზანმიმართული ანტირუსული პოლიტიკაა, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მონღოლურ გაზეთ „ონოდორთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ათწლეულების განმავლობაში ისინი ცდილობდნენ სრულ კონტროლს უკრაინაზე, აფინანსებდნენ იქ ნაციონალისტურ და ანტირუსულ ორგანიზაციებს, სისტემატურად ნერგავდნენ კონცეფციას, რომ რუსეთი, თითქოს, უკრაინის მარადიული მტერია, მისი არსებობის მთავარი საფრთხეა,“ – განაცხადა პუტინმა. […]

გლობალური მარშრუტების დაახლოებით 20% ავიაციისთვის ახალია

მომდევნო 20 წლის განმავლობაში ვიწრო ფუჟელაჟის მქონე თვითმფრინავები, სავარაუდოდ, მიწოდების 76%-ი იქნება, ხოლო ფართო ფუჟელაჟის მქონე თვითმფრინავების გლობალური ფლოტი სავარაუდოდ გაორმაგდება. თუმცა, Boeing-ში აღნიშნავს, რომ გლობალური კომერციული ფლოტის პროგნოზირებული წლიური ზრდა 3.2%-ით ჩამორჩება საჰაერო მიმოსვლის ზრდას „რადგან ავიაკომპანიები აგრძელებენ პროდუქტიულობის გაუმჯობესებას დატვირთვის ფაქტორებისა და ფრენის საათების გაზრდით“. პროგნოზირებულია, რომ საჰაერო სამგზავრო გადაზიდვები, მომდევნო ორი ათწლეულის […]

ლოიდ ოსტინი იოავ გალანტს – „ჰამასის“ ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი დანაშაულებისთვის

აშშ-სა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ტელეფონით ისაუბრეს. პენტაგონის ინფორმაციით, გალანტმა და ოსტინმა ისაუბრეს „ჰამასის“ მიერ მოკლულ ექვს მძევალზე, რომლის ცხედრებიც ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში, ერთ-ერთ გვირაბში შაბათს საღამოს აღმოაჩინეს და რომელთა შორის ამერიკის 23 წლის მოქალაქე, ჰერშ გოლდბერგ-პოლინიც იყო. „ოსტინმა თანაგრძნობა გამოუცხადა ყველა მოკლული მძევლის ოჯახს და აღშფოთება გამოხატა „ჰამასის“ მიერ […]

ისრაელში ათობით ათასმა ადამიანმა, მძევლების გათავისუფლების შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გამართა

თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში ასიათასობით ადამიანმა, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გამართა. The Time of Israel-ი წერს, რომ ორგანიზატორების შეფასებით, თელ-ავივში 300 000 ადამიანი შეიკრიბა, ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართულ აქციებში კი კიდევ 200 000-მა დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა. თელ-ავივის საპროტესტო აქცია დიზენგოფის ქუჩიდან დაიწყო და თავდაცვის ძალების შტაბ-ბინის ბეგინის კარიბჭისკენ მსვლელობით გაგრძელდა. […]

რუსებმა სუმის ოლქში ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრსა და ბავშვთა სახლს დაარტყეს, დაშავებულია 13 ადამიანი

რუსული ძალების მიერ უკრაინის სუმის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის ოლქის პოლიციის კომუნიკაციის განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად განადგურდა საგანმანათლებლო დაწესებულება და სულ მცირე 5 მაღალსართულიანი შენობა. ეროვნულ პოლიციაში განმარტავენ, რომ გამომძიებლები აღრიცხავენ ზარალს და აგროვებენ მტკიცებულებებს აგრესორი სახელმწიფოს არმიის მიერ […]

საქსონიასა და თიურინგიაში გამართულ რეგიონალურ არჩევნებში პოპულისტები იმარჯვებენ

კვირას გერმანიის ორ მხარეში- საქსონიასა და თიურინგიაში გამართულ რეგიონულ არჩევნებში მემარცხენე და მემარჯვენე პოპულისტები იმარჯვებენ. პირველი პროგნოზების თანახმად, გერმანიის მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD) პირველად ლიდერობს თიურინგიაში, ხოლო ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი საქსონიაში პირველ ადგილზეა და მცირედით უსწრებს AfD-ს. საერთო ჯამში, ხმის მისაცემად საქსონიაში 3.3 მილიონი, ხოლო თურინგიაში და 1.7 მილიონი ამომრჩეველი მიიწვიეს. სამაუწყებლო კომპანია ARD-ს […]