Galt&Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8%-მდე გაზარდა

იანვარ-ივლისში დაფიქსირებული მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.0%-მდე გავზარდეთ წინა 7.0%-დან, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაში წერია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ივლისში რეალური მშპ 13.0%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 7.5%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.7%-ით გაიზარდა. ივლისში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, […]
რასა იუკნევიჩიანე – მომავალი არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია, რა დროსაც გადაწყდება, დარჩება საქართველო „Русский мир“-ში თუ აირჩევს ცხოვრების ევროპულ გზას

ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის და მისი ცხოვრებისთვის აქ. სწორედ ამიტომ ქართველები მძევლებივით არიან იმ ადამიანის, რომელიც თავად პროკრემლისტია, ეს თქვენი ტრაგედიაა. ვიმედოვნებ, რომ ეს არ გახდება თქვენი სახელმწიფოებრიობის ტრაგედია მომავალში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში, „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან 26 ოქტომბრის არჩევნებს […]
პირველი მოსმენით დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდება

„ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდება. კანონპროექტში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გააცნო. კანონპროექტით ამნისტია ცივი იარაღის ტარებისათვის მსჯავრდებულ პირებზე გავრცელდება, მხოლოდ გარკვეული დათქმით. როგორც გორდულაძემ განმარტა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც […]
ალეკო ელისაშვილი – კანცელარიასთან 10-15-20 პოლიციელი დამესხა თავს, ამის შემდეგ დაიწყო ფეხათრეული, წელათრეული გამოძიება – ეს კარგი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი ზაქრო ჩოხელია, რომელიც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს

მეხუთე-5 თვეა, რაც ამ საცოდაობა სტრუქტურაში [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] მიმდინარეობს საქმე, ჩემს წინააღმდეგ. 17 აპრილს, სახელმწიფო კანცელარიასთან დაახლოებით 10-15-20 პოლიციელი დამესხა თავს და ადგილი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა. ამის შემდეგ დაიწყო ფეხათრეული, წელათრეული გამოძიება – ეს კარგი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი ზაქრო ჩოხელი გახლავთ, რომელიც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, სპეციალურ […]
100-ზე მეტმა ინფლუენსერმა და ჟურნალისტმა აჭარის რეგიონზე მასალები გამოაქვეყნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 100-ზე მეტმა ინფლუენსერმა და ჟურნალისტმა აჭარის რეგიონზე მასალები გამოაქვეყნა. მათივე ცნობით, რეგიონს უზბეკი ჟურნალისტები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ, რომლებმაც აჭარის ბუნება, ტურისტული ადგილები/ მიმართულებები მოინახულეს. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს უზბეკი ჟურნალისტები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ. მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარის ბუნება, ტურისტული ადგილები/ მიმართულებები მოინახულეს, ადგილზე დაესწრნენ ფოლკლორ შოუსა […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში […]
თინა ბოკუჩავა – რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსულ კანონთან დაკავშირებით“, ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას ხალხი 26 ოქტომბერს გადაარჩენს

„ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის“, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსულ კანონთან დაკავშირებით“, ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს, საკუთარი არჩევანით გადაარჩენს. „უარგუმენტო, არაპროფესიონალური, არაგულწრფელი და მე ვიტყოდი მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები მოვისმინეთ სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან სამწუხაროდ, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანას ჩაუხერგონ გზა ევროპისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ […]
შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც წყალუზრუნველყოფილია „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით. პროექტის მიზანი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაა; შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება […]
ბანკების აქტივები გაიზარდა – სისტემაში „ჰეშ ბანკი“ ჩაერთო

2024 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 86.8 მლრდ ლარს შეადგენს. საბანკო სექტორის კაპიტალი 13.0 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15 პროცენტია. სებ-ის სტატისტიკურ ანგარიშგებაში, ბაზარზე ახლად შესული ციფრული ბანკებიდან, „პეისერასთან“ ერთად უკვე მონაწილეობს „პეივიც“, 5.6 მლნ ლარამდე აქტივით. სისტემაში ახლახან ჩაერთო „ჰეშ ბანკიც“, რომლის აქტივები 13 მლნ ლარია. 2024 წლის […]
თინა ბოკუჩავა – როგორც ყოველთვის, მაკკეინის სახელობის კონფერენციას „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს, რაც კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ ცდილობენ ქვეყანა მოაქციონ საერთაშორისო იზოლაციაში

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ტრადიციულად არ მონაწილეობს სენატორ მაკკეინის კონფერენციაში, რაც კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ ქვეყანას აქცევენ სრულ იზოლაციაში. „სენატორი მაკკეინი იყო საქართველოს დიდი მეგობარი, სხვათა შორის პრეზიდენტი სააკაშვილის პერსონალური მეგობარი. მაკკეინის სახელობის კონფერენცია იქცა მნიშვნელოვან ტრადიციად საქართველოსთვის, მაგრამ მასში ტრადიციულად არ იღებს მონაწილეობას „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის პარტიის არცერთი […]