ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატიდან ქართველი სპორტსმენები სამშობლოში ხუთი მედლით დაბრუნდნენ

მალტა ძალისმიერ სამჭიდში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 53 კგ წონით კატეგორიაში ჭაბუკებს შორის გიორგი გელაშვილმა ჩაჯდომში 160 კგ, წოლჭიმში 130კგ და ამოწევაში 190 კგ დააფიქსირა. მან ჩაჯდომში ვერცხლის მედალი მოიპოვა, წოლჭიმში სამი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და აქაც ვერცხლის მედალი […]

ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებლებმა აგვისტოში მიწოდება გაზარდეს

ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებლებმა – Nio-მ, Li Auto–მ, XPeng–მა და BYD–მ, აგვისტოში, ელექტრომობილების მიწოდება გაზარდეს. ვრცლად interfax

„დღეის მდგომარეობით, უკვე გადამუშავდა 13 000 ტონამდე ყურძენი“ – როგორია ფასები?

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რთველი, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, თუმცა მცირე რაოდენობით ყურძენი კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. „დღეის მდგომარეობით, უკვე გადამუშავდა 13 ათას ტონამდე ყურძენი, საიდანაც 7.5 ათას ტონამდე რქაწითელია, 2.3 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე […]

სახალხო დამცველი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრთან დაკავშირებულ ბრძანების საკითხზე იუსტიციის მინისტრს მიმართავს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მიმართავს, ცვლილებები შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ დამტკიცებას ეხება. როგორც სახალხო დამცველის მიმართვაშია აღნიშნული, მინისტრის ბრძანებით დადგენილი არსებული მონიტორინგის მექანიზმი, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. „2024 წლის 30 […]

რამაზ ნიკოლეიშვილი აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო მისიას ხელმძღვანელობდა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- პრეზიდენტი რამაზ ნიკოლეიშვილი აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო მისიას ხელმძღვანელობდა. რამაზ ნიკოლეიშვილის განცხადებით, დღეს პირველი არჩევნები იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, ამიტომ მას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. „დავესწარით საპარლამენტო არჩევნებს აზერბაიჯანში, წარმოვადგენ საქართველოს და ორგანიზაციას, რომლის ვიცე პრეზიდენტი ვარ. ჩემს მეგობრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი […]

მდინარე დიღმურაზე მდებარე, გრიგორი თოფჩიშვილის სახელობის ხიდზე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, თეთრი დუქნის ქუჩასა და მდინარე დიღმურაზე მდებარე, გრიგორი თოფჩიშვილის სახელობის ხიდზე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე, ამ ეტაპზე, მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილი არ არის. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება მსუბუქ ავტომობილებს. „ხიდზე […]

სოფელ ზემო ნიქოზში, ადგილობრივ მოსახლეობას იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, სოფელ ზემო ნიქოზში, რომელიც ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფელია, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია ადგილობრივ მოსახლეობას. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. მათივე ინფორმაციით, ამ დღეს ნიქოზში იმყოფებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის UNDP წარმომადგენლები. „იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მიხეილ ხურციძემ გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა […]

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. მათივე ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): […]

სომხეთის თავდაცვის მინისტრი ირაკლი კობახიძეს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით იმყოფება სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, მას პირისპირ შეხვდა ქართველი კოლეგა ირაკლი ჩიქოვანი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც სამინისტრო მიუთითებს, გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. ირაკლი […]

გაათავისუფლეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუჯარიმებლად გათავისუფლების შესახებ. დე ფაქტო უწყების ცნობით, 17 წლის გოგო 31 აგვისტოს დააკავეს „საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ლენინგორის (ახალგორის) რაიონის დასახლებულ პუნქტ ამძარინთან”. უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული 1 სექტემბერს გაათავისუფლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფება […]