„მოქალაქისთვის კანონმორჩილება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მისი დაუმორჩილებლობა“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მოქალაქისთვის კანონმორჩილება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მისი დაუმორჩილებლობა.“
თიბისის შეთავაზება Gemo Fest Zugdidi 2024-ზე 7 და 8 სექტემბერს ზუგდიდში გემო ფესტი გაიმართება

თიბისის შეთავაზება Gemo Fest Zugdidi 2024-ზე 7 და 8 სექტემბერს ზუგდიდში გემო ფესტი გაიმართება. ფესტივალის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რეგიონებში ახალი ტურისტული პროდუქტისა და შეთავაზებების განვითარება და პოპულარიზაცია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ტერიტორიაზე დახვდებათ ადგილობრივი კვების სივრცეები, გასართობი ზონები ბავშვებისთვის, მუსიკალური სივრცე და ბევრი სხვა გასართობი აქტივობები. […]
რამაზ ნიკოლაიშვილი აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო მისიას ხელმძღვანელობდა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- პრეზიდენტი რამაზ ნიკოლაიშვილი აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო მისიას ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან პირველად ჩატარდა არჩევნები აზერბაიჯანის ტერიტორიული აღდგენის შემდეგ. „დავესწარით საპარლამენტო არჩევნებს აზერბაიჯანში, წარმოვადგენ საქართველოს და ორგანიზაციას, რომლის […]
ბექა ბასილაია – მოწმემ დაადასტურა, რომ ანზორ ჩუბინიძეც ხარჯავდა ზუსტად იმას, რაზეც თემურ ჯანაშიას აქვს ბრალდება წაყენებული

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლოში ჩვენება სდსს-ის ყოფილი უფროსის, ჯანაშიას ყოფილმა მოადგილემ, დავით ბესტავაშვილმა მისცა. ბესტავაშვილი ანზორ ჩუბუნიძის მოადგილეც იყო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, აღნიშნული მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ შერჩევით მართლმსაჯულებას აქვს ადგილი. […]
„თბილისი ენერჯი“ – გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება 12000-მდე აბონენტს შეუწყდება

გაზმომარაგების ქსელის სარებილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბრის 13:00 საათიდან 4 სექტემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება 12 000 -მდე აბონენტს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: მეველის ქ. 11, 13, 17, სერგი წულაძის ქ. 32-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, წულაძის ქ. 15, 23, წულაძის 1 გას. 2, წულაძის ქ. 28-30, […]
ელისაშვილმა გაამხილა ერთ-ერთი პოლიციელის ვინაობა, რომელმაც მისი მტკიცებით, მასზე იძალადა

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ის ერთ-ერთი პოლიციელი დაასახელა, ვინც, მისი მტკიცებით, კანცელარიასთან მასზე ფიზიკურად იძალადა. ელისაშვილის თქმით, ის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი, ზაქრო ჩოხელია. “მე ერთ-ერთი მათგანი გავარკვიე და მინდა, წარმოგიდგინოთ – ეს არის ზაქრო ჩოხელი, ხაშურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. სწორედ ზაქრო ჩოხელი იყო მათ შორის, ვინც […]
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში 28 წლის ბიჭი წამებით მოკლეს (ვიდეო)

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში 28 წლის ბიჭი წამებით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, შუახნის ასაკის ძმებმა ბიჭი თოკებით დააბეს სკამზე და გაგუდეს. სამართალდამცველებმა დამნაშავეები უკვე დააკავეს. არსებული ინფორმაციით მკვლელობამდე ისინი ერთად ქეიფობდნენ, რა დროსაც მათ შორის ჩხუბი მოხდა, რაც სასტიკი მკვლელობით დასრულდა.
„სახალხო დამცველი მიმართავს იუსტიციის მინისტრს, ცვლილებები შეიტანოს ზემოაღნიშნულ ბრძანებაში“ – ომბუდსმენი მინისტრს

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს: „30 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების დისკრიმინაციული ხელყოფის თავიდან აცილების თაობაზე ზოგადი წინადადებით მიმართა.
საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. 3 030 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. დანარჩენ 27 270 წევრს კი უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაცნობებთ, რომ […]
„დუშკაბინიდან ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში არც ისე სასაცილოა“ – სააკაშვილი
სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვლისას აცხადებს: „დუშკაბინიდან ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში არც ისე სასაცილოა, იმიტომ რომ შეიცავს ძალიან დიდი საფრთხეებს. თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენ მთავარ თავისუფლებებს, პირველი სიტყვის თავისუფლებას – რუსული კანონი დახურავს ყველა დამოუკიდებელ ტელევიზიას, მედიას და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. პოლიტიკურ თავისუფლებას – ის აპირებს პოლიტიკური ოპოზიციის გაუქმებას, ამის შესახებ ღიად […]