მოსკოვი აცხადებს, რომ დუროვი „ზედმეტი თავისუფლების” მსხვერპლია

„ზედმეტი თავისუფლების მსხვერპლი“, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთში, რუსეთში დაბადებული პაველ დუროვის დაკავების ფაქტს, რომელიც პოპულარული სოციალური ქსელის, „ტელეგრამის“ დამფუძნებელია. „პაველ დუროვი ზედმეტად თავისუფალი იყო. მან არ მოუსმინა დასავლურ რჩევებს მისი გონების მოდერაციის შესახებ“, – ამბობს ლავროვი მაშინ, როცა საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები ამბობენ, რომ დუროვის მიერ შექმნილი „ტელეგრამით“ თაღლითობა, ბავშვთა […]

საქართველოში ნათესი ფართობები ბოლო 6 წლის მინიმუმამდე შემცირდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, წელს საქართველოში ნათესი ფართობები 3.2%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ნათესმა ფართობებმა 137.1 ჰა. შეადგინა, მიმდინარე წელს კი 132.7 ჰა, ანუ 4.4 ჰექტარით ნაკლები. კონკრეტულ კულტურებთან მიმართებით მაჩვენებლები 2024 წელს შემდეგია: · მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურები (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები) – 92.2 ჰა (1.3%-ით ნაკლები გასულ […]

ნიდერლანდებში, დაწყებით სკოლებში მობილური ტელეფონები აიკრძალა

ნიდერლანდებმა აკრძალა მობილური ტელეფონები ყველა სკოლაში: ადრე ეს მხოლოდ საშუალო სკოლებს ეხებოდა, ახლა კი აკრძალვა ვრცელდება დაწყებით სკოლებზე. „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჰააგაში კულტურის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ამავდროულად, მობილური ტელეფონების გამოყენება შესაძლებელია საკლასო ოთახებში, თუ ისინი საჭიროა გაკვეთილის შინაარსისთვის, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება მედიაწიგნიერებას.

უფლებადამცველები მონღოლეთს პუტინის დაპატიმრებისკენ მოუწოდებენ

მონღოლეთმა ქვეყანაში შესვლაზე უარი უნდა უთხრას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ან, შესვლის შემთხვევაში, იგი უნდა დააპატიმროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე – ამბობს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Human Rights Watch-ი. პუტინი მონღოლეთში 3 სექტემბერს უნდა ჩავიდეს, რათა მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებებში, რომლებითაც აღინიშნება 85-ე წლისთავი საბჭოთა და მონღოლეთის მეომრების მხრიდან იაპონიის შეიარაღებული ძალების დამარცხებისა. პუტინი […]

მარკეტა გრეგოროვა – მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ არსებულ პირობებში მისი გათავისუფლება კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდო მგონია, ვიდრე აქამდე

კი, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ის [მიხეილ სააკაშვილი] პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ არსებულ პირობებში მისი გათავისუფლება კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდო მგონია, ვიდრე აქამდე , – ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ჟურნალისტის კითხვას, ჯერ კიდევ ითხოვენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად. როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ” ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” […]

არჩილ გორდულაძე – არსებობდა ინფორმაციები, რომ გარკვეული პირები მსჯავრდებულებთან, მათი ოჯახის წევრებთან ამყარებდნენ კომუნიკაციას და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს უზრუნველყოფდნენ, რომ ამნისტიის პროექტი გაფართოვდებოდა

არსებობდა ინფორმაციები, რომ გარკვეული პირები როგორც მსჯავრდებულებთან, ასევე, მათი ოჯახის წევრებთან ამყარებდნენ კომუნიკაციას და ცდილობდნენ, ეს ადამიანები შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს ისინი უზრუნველყოფდნენ, რომ ამნისტიის პროექტი გაფართოვდებოდა და მუხლებსა და მუხლების ნაწილებზე დამატებით გავრცელდებოდა , – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კომპრომისი და […]

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ზაპოროჟიეში ჩავიდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოფი ზაპოროჟიეში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში პირველ თემატურ გაკვეთილს დავესწარით“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოფმა მოსწავლეებს სასწავლო წლის პირველი დღე მიულოცეს. ცნობისთვის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ეს უკრაინაში დიკ სხოფის პირველი ვიზიტია.

„მარტო ერთ კოდში ცვლილება, დიდ ეფექტს ვერ გამოიწვევს“ – რა სქემით დაფინანსდება რეანიმაციული სერვისები?

სექტემბრიდან მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსება იზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის საპილოტე ეტაპზე ინიციატივა ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის მართვას შეეხება. ახალი ტარიფები რეანიმაციულ მომსახურებაზე ჯერ ძალაში არ შესულა, თუმცა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში bm.ge-ს განუცხადეს, ხანგრძლივი დაყოვნების პაციენტების მომსახურებაზე გაზრდილი ანაზღაურება თვის ბოლომდე ამოქმედდება. სამედიცინო სექტორს იმედი აქვს, რომ სამომავლოდ სატარიფო ცვლილებები ყველა რეანიმაციულ შემთხვევაზე გავრცელდება. […]

„ამნისტიის შესახებ“ კანონი ცივი იარაღის ტარებისთვის მსჯავრდებულებზეც გავრცელდება

„ამნისტიის შესახებ“ კანონი ცივი იარაღის ტარებისთვის მსჯავრდებულ პირებზეც გავრცელდება და ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდებიან, ამის მიუხედავად ყველას მაინც არ შეეხება. ახალი ჩანაწერი გამონაკლის შემთხვევებს განსაზღვრავს. თუ, პირს ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი აქვს დაკისრებული ან მის მიმართ დამცავი ან შემაკავებელი ორდერია გამოცემული, მას ამნისტია არ შეეხება. ეს საგამონაკლისო წესი არ ეხებათ ცივი იარაღის ტარებაზე […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6896 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6896 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6896 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6911 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9758 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9809 ლარს შეადგენდა. […]