„იარაღის შესახებ“ კანონში ლიცენზიის ნებართვის შეჩერების წესი შემოდის

„იარაღის შესახებ“ კანონში ლიცენზიის ნებართვის შეჩერების წესი შემოდის, რომელიც დაკავშირებული იქნება ნებართვის მფლობელის ფსიქიკურად, ასევე ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებასთან. საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებების ავტორი შს სამინისტროა. კანონპროექტის მიხედვით, რომელიმე ამ გარემოების წარმოშობის მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მიღების შემთხვევაში, ლიცენზიას ან იარაღის შეძენის (შენახვის და ტარების უფლებით) ნებართვას იურიდიული […]

ახალგაზრდულმა ბათუმში პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შემოდგომის სანაკრებო ციკლს, 5 სექტემბერს, მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით დაიწყებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, ბათუმის აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს. რამაზ სვანაძის გუნდმა, დღეს, ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ლეგიონერები – გიორგი კვერნაძე, საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე, გუნდს ხვალ შემოუერთდებიან. ასევე, იტალიური ემოპოლის მცველს – საბა […]

საშემოდგომო სესიის პირველ კვირაში პარლამენტი ამნისტიის, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებს განიხილავს

მთავარი საკითხები მიმდინარე სასესიო კვირას გახლავთ „ამნისტიის შესახებ კანონი“, რომელსაც მეორე მოსმენით განვიხილავთ, ასევე „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი“, რომელსაც ასევე მეორე მოსმენით განვიხილავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ასევე შეირჩევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. „ასევე, იქნება ერთი დაჩქარებული კანონპროექტი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ოთხშაბათი, ხუთშაბათი გვექნება დაჩქარებული […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6896 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6896 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6896 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6911 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9758 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9809 ლარს შეადგენდა. […]

ამ ალქაჯების გაერთიანება, რაც დღეს აქ ხდება, მგონია, რომ ტყუილად დროის და ფულის ხარჯვაა – ირაკლი ზარქუა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“, ისაუბრა, რომელმაც კონფერენციას ალქაჯების გაერთიანება უწოდა. „ამ ალქაჯების გაერთიანება, რაც დღეს აქ ხდება, მგონია, რომ ტყუილად დროის და ფულის ხარჯვაა“-აღნიშნავს ზარქუა. “ყოველწლიურად იკრიბებიან ჩვენი ადგილობრივი უსამშობლოები, აგენტურა და შემდეგ ზოგი ხელმოცარული დიპლომატი, ზოგი ევროპარლამენტს […]

პუტინი უკრაინაში რუსული ძალების სწრაფ წინსვლაზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის ძალები, უკრაინაში წინ სწრაფად მიიწევს. მისი თქმით, 2023 წელს უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ რუსული ძალები სწრაფად არღვევენ მოწინააღმდეგის პოზიციებს და ახალ ტერიტორიებს იკავებენ. პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ ასეთი წინსვლა რუსეთს უკრაინაში დიდი ხანია არ ქონია. ამ დროისთვის, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 18% აქვს ოკუპირებული. „დიდი ხანია არ გვქონია ასეთი […]

6 მძევლის ცხედრის პოვნის შემდეგ, ისრაელში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა

ისრაელის ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. დემონსტრანტები თელ-ავივის, იერუსალიმის და სხვა ქალაქების ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ქვეყნის ჯარმა ღაზაში 7 ოქტომბერს გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი იპოვა. მოქალაქეების ნაწილი პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას ადანაშაულებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო, რათა მძევლები ცოცხლები გაეთავისუფლებინათ და მეტი გაეკეთებინათ ღაზაში დარჩენილი, დაახლოებით, 100 მძევლის გასათავისუფლებლად. […]

“გამოვიდა ინფორმაცია, რომ მკვლელის შვილიც იქ იყო” – ახალი დეტალები ქარელში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

სასტიკი მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში – “ტვ პირველმა” სოფელ ზღუდვერში მომხდარი სახლიანი ანგარიშსწორების შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. ადგილობრივების თქმით, 27 წლის ნიკა ღვინიაშვილი სასტიკად არის ნაწამები. ახალგაზრდა კაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მოკლულის ახლობლების თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, სასტიკ მკვლელობას მესამე თვითმხილველიც ჰყავს. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარს ერთ-ერთი დაკავებულის შვილიც უყურებდა. ოჯახი ანგარიშსწორებით იმუქრება. სოფელში არავინ […]

პომიდვრის, გარგარის, კოწახურისა და სტაფილოს ფერის ყველი – „ჩურუკა“ წარმოებას ამრავალფეროვნებს

ყველის მწარმოებელი კომპანიის „ჩიზუკა“ წარმოებას ამრავალფეროვნებს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ვიკა იობაძემ განაცხადა. „ჩიზუკა“ ყველის წარმოების საოჯახო ბიზნესის შვილობილი კომპანიაა, რომელმაც საქმიანობა წალკის რაიონის, სოფელ სანთაში ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. ქართულ ბაზარზე ახალგაზრდა მეწარმის პროდუქცია “ჩიზუკას” სახელით 1 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი ფერმა აქვს და ასევე, რძეს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. “ჩიზუკას” ყველი […]

დმიტრო კულება – დროა, უკრაინის პარტნიორებმა უარი თქვან უსაფუძვლო შიშებზე და გაუუქმონ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამიზნეებზე დარტყმის შეზღუდვა

დროა, უკრაინის პარტნიორებმა უარი თქვან უსაფუძვლო შიშებზე და გააუქმონ შეზღუდვები ქვეყნის გაერო-ს წესდებით გათვალისწინებულ უფლებაზე, რომელიც მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტზე დარტყმის უფლებას, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას. „რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 35 რაკეტა და 23 დრონი გაუშვა დღეს დილით ადრე, როცა ხალხს ეძინა. […]