„არავინ გარისკავს, გაწიროს საკუთარი კაპიტალი“ – „რუსული კანონის“ გავლენა ბიზნესის გეგმებზე

ბიზნეს & საკონსულტაციო კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორის ირაკლი ჟვანიას შეფასებით, „რუსული კანონის“ ამოქმედებით საქართველოს საგარეო კურსთან მიმართებით გაჩენილი კითხვები ბიზნესისთვის სერიოზული გამოწვევაა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. “ქუდოს ჯორჯია“ აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის Kudos International Network-ის სრულუფლებიანი წევრია, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 45 ქვეყანაში და ბიზნეს არაერთ სერვისს სთავაზობს. ირაკლი ჟვანიამ […]

Marathon Digital-მა $300 მილიონის ბიტკოინი შეისყიდა

ამერიკულმა კრიპტომაინინგ კომპანია Marathon Digital-მა კორპორაციული ობლიგაციების გამოშვების და ინვესტორების მხრიდან მოზიდული 300 მილიონი დოლარით 4,100 ბიტკოინის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა განმარტავს, Marathon-ის ანგარიშზე ამჟამად 25,000-მდე ბიტკოინია, მათი უდიდესი ნაწილი კი თავად კომპანიის მიერ განხორციელებული მაინინგის შედეგადაა მოპოვებული. ბიტკოინის შესყიდვის მიზეზს რაც შეეხება, კომპანიის ხელმძღვანელობის შეფასებით, უახლოეს მომავალში ბიტკოინს უფრო მაღალი საინვესტიციო ამონაგები […]

“საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია”- პრეზიდენტის მიმართვა კონფერენციის მონაწილეებს

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქართული ოცნების საგარეო კურსის ცვლილებაზე და არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. “მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ორბელიანების სასახლეში მაშინ, როდესაც თქვენი კონფერენცია უკვე მერვედ ტარდება თბილისში. ყოველ ჯერზე, თქვენ თბილისში, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდიხართ. ნამდვილად, ყოველ ჯერზე ეს […]

მამუკა მდინარაძე “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა” რეესტრზე – ერთმა პროცენტმა გაიარა მხოლოდ რეგისტრაციაო, ამაზე უფრო ბინძური ტყუილი არ არსებობს

[საკონტიტუციო სასამართლოში] იყო უსამშობლოთა სარჩელი და საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირწმინდად მოიგეს ახალგაზრდა თაობის პროფესიონალმა იურისტებმა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვაზე საუბრისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალგაზრდა იურისტებმა ყველას, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ„ კანონს „რუსულს“ ეძახდა […]

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაიღუპა 6 და დაშავდა 13 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დაშავებულები საავადმყოფოებში დროულად გადაიყვანეს და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა ქაბულის პოლიციის სპიკერმა, ხალიდ ზადრანმა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მამუკა მდინარაძე – “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო ნეგატიური კამპანია – ყველა დამკვირვებელს ვთხოვ, კარგად დააფიქსირონ, არავის დაავიწყდეს ანგარიშში იმის შეტანა, როდის და რა ფორმით დაიწყო ამის კეთება “ნაციონალურმა მოძრაობამ”

არსებობს ლეგენდა “ნაცმოძრაობის” შესახებ, რომ ისინი „პიარში“ მაგრები არიან და პირველი ზიზღის კამპანია და ანტირეკლამა დაიწყეს იმით, რომ საკუთარი ბანერის, “ნაცმოძრაობის” ისარი მიმართეს წარსულისკენ, მარცხენა მხარეს და მარჯვნივ – “ქართული ოცნების”. ეს სწორი მიდგომა იყო, ქვეცნობიერმა თავისი ქნა , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა. მისი თქმით, […]

პრეზიდენტი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს – „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა – მჯერა, მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის არჩევნებზე – თქვენ უნდა იყოთ ყურადღებით და წარმომადგენლობითად

საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის “გარდამტეხი წელი” ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, […]

საბა კვირკველია თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი გახდა

საქართველოს ნაკრების 32 წლის ცენტრლური მცველი საბა კვირკველია კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს, – ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის პრესსამსახური იტყობინება: “საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა დინამო თბილისთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა”. კვირკველია ბოლოს საუდის არაბეთის “ალ ახდუდში” თამაშობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით ზაფხულში დატოვა. მას ეროვნულ გუნდში 59 მატჩი აქვს ჩატარებული.

რუსეთში კორუფციის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის სფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 2 სექტემბერს გამოაცხადა, რომ 20 მილონი რუბლის ($224,000) ქრთამად აღების ეჭვის საფუძველზე დაკავებულია ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაურის მიადგილე. გამომძიებელთა ვერსიით, გენერალ-მაიორი ვალერი მუმინჯანოვი რამდენიმე კომპანიას დაეხმარა არმიის სამოსით მომარაგების კონტრაქტების მოპოვებაში, თანხის მიღების სანაცვლოდ. რუსეთში კორუფციის ბრალდებით არმიის და თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ოფიციალური პირი დააპატიმრეს მას მერე, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მაისში […]

მამუკა მდინარაძე – „ამნისტიის კანონის“ ძალაში შესვლისთანავე საპატიმროს 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტაპობრივად

„ამნისტიის კანონის“ ძალაში შესვლისთანავე 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტაპობრივად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, კანონი სხვადასხვა დროს და ფორმით 6 000-მდე პატიმარს შეეხება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია. „დღეს, ტრადიციულად, გაიმართა უმრავლესობის სხდომა. ძირითადად, ჩვენ ვისაუბრეთ […]