აშშ-მა ნიკოლას მადუროს თვითმფრინავი დააყადაღა

აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს თვითმფრინავი დააყადაღა. როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-მა დაადგინა, რომ თვითმფრინავი აშშ-ის სანქციების დარღვევით იყო შეძენილი. აშშ-ის ორი ოფიციალური პირის განცხადებით, თვითმფრინავი ორშაბათს ფლორიდაში გადაიყვანეს. ოფიციალური პირების განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტი აღნიშნული თვითმფრინავით სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო ვიზიტებისას სარგებლობდა. „უცხო ქვეყნის მეთაურის თვითმფრინავის დაკავება უპრეცედენტოა სისხლის სამართლის საქმეებისთვის. ჩვენ ნათელ გზავნილს ვაგზავნით, რომ არავინ […]

კამალა ჰარისი – მძევლები სახლში უნდა დავაბრუნოთ და ღაზაში ტანჯვა დავასრულოთ

მძევლები სახლში უნდა დავაბრუნოთ და ღაზაში ტანჯვა დავასრულოთ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. „ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დროა. მძევლები სახლში უნდა დავაბრუნოთ და ღაზაში ტანჯვა დავასრულოთ“, – წერს კამალა ჰარისი სოციალურ ქსელში. კამალა ჰარისის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების აშშ-ის […]

პრეზიდენტი – „ოცნების” საპატიო თავმჯდომარე პრაქტიკულად ომს უცხადებს პარტნიორებს, მოსახლეობას, პოლიტიკურ ძალებს – ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუ როგორ ცდილობს გაამართლოს, რომ „რუსული კანონი“ არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს

ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუ როგორ ცდილობს რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის “გარდამტეხი წელი” ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა. მისი თქმით, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება”, მმართველი პარტია, ნამდვილად მიიწევს ჯერ, ნაბიჯ-ნაბიჯ, შემდეგ […]

ანალიტიკოსები, საქართველოს, ჩინეთისა და რუსეთის არჩევნებში ჩარევის შესახებ აფრთხილებენ

2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი, ამერიკელი ანალიტიკოსები კი ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან, საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებში ჩარევაზე საუბრობენ. ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები, რომლებიც საქართველოს წლებია აკვირდებიან ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” ქმედებები და რიტორიკა, “არადემოკრატიული” და “ფაშისტურია”. “დიქტატორი პეკინში და დიქტატორი მოსკოვში, თბილისში პატარა დიქტატორის დასაწინაურებლად ძალებს აერთიანებენ”, – ამბობს “ატლანტიკური საბჭოს” ევრაზიის […]

პრეზიდენტი: “ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა

სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, მან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა შეაფასა და თქვა, რომ წელს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტი და საქართველოსთვის “ეგზისტენციალური მომენტია”. “დარწმუნებული არ ვარ, რომ ბოლო პერიოდში გვქონია ისეთი გადამწყვეტი მომენტები, როგორიც 26 ოქტომბერს გვექნება. საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, […]

Reuters – თურქეთში, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ – დაკავებულია 15 პირი

თურქეთში, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ , – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ გუბერნატორის ოფისსა და თურქეთში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. იზმირის გუბერნატორის განცხადებით, „თურქეთის ახალგაზრდული ასოციაციის“ წევრები კონაკის რაიონში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ ამერიკელ ჯარისკაცს „თავს ფიზიკურად დაესხნენ“. ინციდენტს კიდევ 5 ამერიკელი ჯარისკაცი შეესწრო, რომლებიც თავდამსხმელებს დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ, პოლიცია […]

„ჩასაბარებელი ყურძნის ფასი უცვლელია, რაც ფერმერებში პროტესტს იწვევს“ – მევენახე

„ჩასაბარებელი ყურძნის ფასი უცვლელია, რაც ფერმერებში პროტესტს იწვევს“ – მევენახე თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მევენახე, ლაშა ხიზანიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ყოველ წლიურად ყურძნის თვითღირებულების ფასის ზრდის მიუხედავად, მისი ჩასაბარებელი ფასი კვლავ უცვლელია. აღსანიშნავია, რომ მთავრობა რთველის სუბსიდირების პრაქტიკას აგრძელებს. მიმდინარე წელს, ამ მიმართულებითბიუჯეტიდან ჯამში 85 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. აქედან 35 მილიონი ლარი კერძო კომპანიების მიერ […]

ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს

ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. პროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. კანონპროექტის მიხედვით, ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვები იქნება […]

ანა წითლიძე – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დარჩელის შტაბში შეურაცხყოფით შემოგვივარდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის ანა წითლიძის ინფორმაციით, პარტიის დარჩელის შტაბში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეურაცხყოფას მიმართავდნენ. “ამ წუთას დარჩელის შტაბში ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შტაბში შემოგვივარდნენ შეურაცხყოფებით. ერთი ერთი იყო მამუკა ქორთუშვილი, „ოცნების“ აქტივისტი. პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა, დათო კოდუას მამა, […]

ალუდა ღუდუშაური – ჩვენ ვართ ერი, რომელიც ტოლერანტობის სანიმუშო მაგალითია მსოფლიოში, მაგრამ ის, რაც მართლმადიდებლობას, ჩვენი დედა ეკლესიის როლს ეხება, აქ ბუნებრივია, ორი აზრი არ უნდა არსებობდეს

ჩვენ ვართ ერი, რომელიც ტოლერანტობის სანიმუშო მაგალითია მთელს მსოფლიოში, მაგრამ ის, რაც მართლმადიდებლობას, ჩვენი დედა ეკლესიის როლს ეხება, აქ ბუნებრივია სხვაგვარად ორი აზრი არ უნდა არსებობდეს , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ღუდუშაურმა „ქართული ოცნების“ მიერ საპატრიარქოსთვის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას სათანადო გამყარება და […]