მამუკა მდინარაძე – ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი იყო ე.წ. პარტიული „ივენთების“ დაფინანსება უცხოური ფულით

ე.წ. დემოკრატიის ფესტივალს დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდა , – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მდინარაძის თქმით, აღნიშნული ფესტივალი, სინამდვილეში, უცხოეთიდან დაფინანსებული პარტიული ღონისძიება იყო. „ე.წ. დემოკრატიის ფესტივალს დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ეს იყო ე.წ. პარტიული „ივენთების“ დაფინანსება უცხოური ფულით და როდესაც ამის […]

ფინეთი რუსებისთვის ქონების შესყიდვის აკრძალვას გეგმავს

ფინეთის მთავრობას ახალი ინიციატივა აქვს, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობას ქვეყანაში ქონების შეძენა უნდა აეკრძალოს. ამის მიზეზად კი, თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი, ეროვნული ინტერესის დაცვას ასახელებს. ფინეთსა და მის მეზობელ რუსეთს შორის ურთიერთობა 2022 წლის 24 თებერვლის მერე განსაკუთრებით დაიძაბა, ტრადიციულად ნეიტრალურმა ფინეთმა ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტა. შემოთავაზებული აკრძალვა უძრავი ქონების შესყიდვებს ეხება და მხოლოდ ორმაგი […]

აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტის თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა

აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტის თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა. „სი-ენ-ენის“ ცნობით, ამერიკულმა მხარემ თვითმფრინავის კონფისკაცია ჩაატარა დომინიკის რესპუბლიკაში, სადაც ხომალდი უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება. კონფისკაციის მიზეზი, გამოცემის წყაროების ცნობით, ისაა, რომ ვაშინგტონმა თვითმფრინავი ამერიკული სანქციების დარღვევით შეძენილად მიიჩნია. თვითმფრინავი „Dassault Falcon 900“ დაახლოებით 13 მილიონი დოლარი ღირს. „ეს ნათელი გზავნილია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, ვერავინ გაექცევა ამერიკულ […]

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ გასვლითი სხდომა გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ გასვლითი სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომის ფარგლებში დასუფთავების აქციაც გაიმართა. „სხდომაზე საბჭოს წევრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, თემურ შუბითიძესთან, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსთან, ნინო დეკანოიძესთან და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელთან, ელგუჯა კუპატაძესთან ერთად განიხილეს ადგილობრივი […]

CNN – აშშ-მა ნიკოლას მადუროს თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა

აშშ-მა ნიკოლას მადუროს თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. CNN-ის ცნობით, ვაშინგტონმა თვითმფრინავის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაადგინა, რომ თვითმფრინავის შეძენა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევით მოხდა. ნიკოლას მადუროს თვითმფრინავის კონფისკაცია, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 13 მილიონი დოლარია, დომინიკის რესპუბლიკაში მოხდა, ხოლო შემდეგ აშშ-მა თვითმფრინავი ფლორიდაში გადააფრინა. […]

გიორგი ვაშაძე – ხაზავ 41-ს, ნიშნავს სიღარიბეს, სიღატაკეს იზოლაციაში, ხაზავ 5 ნომერს, ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში – ვფიქრობ, ასეთი დიდი შანსი არ მოგვცემია უახლოესი პერიოდის მანძილზე

რა მოიტანეს 12 წლის მანძილზე? მოიტანეს მეტი უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, მილიონზე მეტი ადამიანი, რომელმაც დატოვა საქართველო, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” გზა არის გზა, რომლითაც მათ უნდათ, რომ მხოლოდ თავად ცხოვრობდნენ კარგად ამ ქვეყანაში. “არჩევანი მართლაც ძალიან ადვილია, კეთილდღეობა ევროპაში ან სიღატაკე იზოლაციაში. ივანიშვილის და […]

ბრაზილიაში 1981 წლის შემდეგ ყველაზე დიდი გვალვაა – გაძვირდება თუ არა ყავა?

არაბიკას ჯიშის ყავა მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებელ ბრაზილიაში ბოლო 43 წლის ყველაზე ძლიერი გვალვის გამო გაძვირდება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. ბუნებრივი კატასტროფების მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების ეროვნული ცენტრის (CEMADEN) მონაცემებით, მაისიდან აგვისტომდე ბრაზილიის ძირითად სასოფლო-სამეურნეო რაიონებში 1981 წლის შემდეგ ყველაზე მშრალი ამინდი დაფიქსირდა. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გვალვა ყავის ისტორიაში,“ – აცხადებს კომპანია RR Consultoria Rural-ის […]

ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ჩამოვიდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გაფართოებულ შეხვედრაზე […]

რეგისტრაციის შემთხვევაში ორგანიზაციებს არ ემუქრებათ არავითარი საფრთხე, არავითარი ზიანი, არ ფერხდება მათი საქმიანობა, არ ფერხდება მათი დაფინანსება. კანონის შესრულება არავითარ საფრთხეს და ზიანს ორგანიზაციებისთვის არ წარმოშობს“

რეგისტრაციის შემთხვევაში ორგანიზაციებს არ ემუქრებათ არავითარი საფრთხე, არავითარი ზიანი, არ ფერხდება მათი საქმიანობა, არ ფერხდება მათი დაფინანსება. კანონის შესრულება არავითარ საფრთხეს და ზიანს ორგანიზაციებისთვის არ წარმოშობს“ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა ,,იმედის“ ეთერში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაცია არ ზღუდავს არც ერთი ორგანიზაციის საქმიანობას. ,,პირველ რიგში, […]

“ბუნდოვანება ამ კანონის სტრატეგიაა” – რა ნაწილში ეხება”რუსული კანონი” ბანკებს?

“ბუნდოვანება ამ კანონის სტრატეგიაა”, – ასე უპასუხა იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ კითხვას, რა ნაწილში ეხება”რუსული კანონი” ბანკებს? საქმე ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში “რუსული კანონის” განხილვაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანონი ბანკებს საჯარო რეესტრის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას აკისრებს.