შალვა პაპუაშვილი ანა ბუჩუკურს – ორი სიტყვა, რომელზეც ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ თქვენმა პარტიამ არ გამოიყენოს, ეს არის სიყალბე და ღალატი – ეს ორი სიტყვა, თქვენს პარტიასთან ასოცირდება, ამიტომ შეეშვით ამ ტერმინოლოგიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ანა ბუჩუკურს მიმართა, არ გამოიყენოს სიტყვა სიყალბე, „ვინაიდან სიყალბე და ღალატი ასოცირდება” პარტიასთან „გახარია – საქართველოსთვის“. “ეჭვი მაქვს, სიტყვა სიყალბე არის თქვენი პიარტექნოლოგის რჩევა. შესაძლოა, იგივე ამერიკელი ტექნოლოგი გყავთ, ვინც – სხვას. იცით, სიყალბე რა იყო, ქალბატონო ანა? თქვენი პარტიის თავმჯდომარე, უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც თქვენც ესწრებოდით, ყველას რომ […]
ანა ბუჩუკური უმრავლესობას – გამოდით შუშის კოლბებიდან და შედით ოჯახებში!

„დღეს „ოცნება“ მთლიანად სიყალბეზე არის დაფუძნებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყალბია თქვენი რიტორიკა მშვიდობასთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყალბია თქვენი რიტორიკა, როდესაც ადამიანებს კეთილდღეობაზე ესაუბრებით,-ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ შუშის კოლბა გახდა ხელისუფლების დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო. „ეს არის ქვეყანა, სადაც […]
ბექა დავითულიანი – სალომე ზურაბიშვილისთვის დღეს, როდესაც ცდილობს შეუთამაშდეს ისეთ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას დაღუპვას უქადიან, კოშმარი ნამდვილად ვიქნებით

კი, სალომე ზურაბიშვილისთვის დღეს, როდესაც ცდილობს შეუთამაშდეს ისეთ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას დაღუპვას უქადიან, კოშმარი ნამდვილად ვიქნებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დღეს გადარჩენა სჭირდება და ვინც ქვეყნის გადარჩენაში და ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ხელს უშლის, მათთვის „ქართული ოცნება“ სწორედ „კოშმარი“ […]
თამარ კორძაია – ვეთანხმები ალუდა ღუდუშაურს – მეფეები მიდიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც წავა და ეკლესია იქნება

მინდა, ალუდა ღუდუშაურის ნათქვამი გავიხსენო, როცა მან თქვა, რომ მეფეები მიდიან და მოდიან, ხოლო ეკლესია იქნება – მე მას ვეთანხმები, მეფეები მიდიან და მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც წავა და ეკლესია იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსთვის შეთავაზებულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. გარდა ამისა, კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული […]
ფრიდონ ინჯია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კანონებზე ვეტოს დადების უფლების მინიჭების ინიციატივით გამოდის

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი, ფრიდონ ინჯია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კანონებზე ვეტოს დადების უფლების მინიჭების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. „ნება, რომ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესია უფრო მედგრად იდგას, სჭირდება საქართველოს, მთლიანად ჩვენს ხალხს. გაჟღერდა, რომ ეკლესიას მიეცეს ვეტოს უფლება. გახსოვთ, წლების განმავლობაში ისეთი კანონები მიიღებოდა, რომელიც სრულად არ ასახავდა ქართველი ხალხის […]
გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი გაიხსნა

გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალი დასასვენებელი სივრცე ძველი ხიდიდან „ახალბაღამდე“ მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები. „სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო გარეგანათება, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები, ველობილიკები, გამწვანების ზოლი, ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილები, სკამები და ურნები. ბულვარის მშენებლობამდე „ახალბაღიდან“ […]
ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მეოთხე ჩიხში, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მეოთხე ჩიხში, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაოები 1 050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება. „პროექტის ფარგლებში, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 307 703 […]
„თუ მსოფლიოს რუკას გადავხედავთ, ეს წელი მხოლოდ ჩვენთვის არ არის გადამწყვეტი“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის, „გარდამტეხი წლის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. „მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ორბელიანების სასახლეში მაშინ, როდესაც თქვენი კონფერენცია უკვე მერვედ ტარდება თბილისში. ყოველ ჯერზე თქვენ თბილისში ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდიხართ. ნამდვილად, ყოველ ჯერზე ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო ამ ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ ვფიქრობ, […]
შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას – როგორც იმოძრავეთ ზიგზაგებით ოპოზიციაში, ერთი ჯგუფიდან მეორეში, ეს არის სიყალბე – გილოცავთ, „კარგ საზოგადოებაში“ ზიხართ, ზუსტად შეარჩიეთ ადგილი

როგორც იმოძრავეთ ზიგზაგებით ოპოზიციაში, ერთი ჯგუფიდან მეორეში, ეს არის სიყალბე – გილოცავთ, „კარგ საზოგადოებაში“ ზიხართ, სიყალბეს რაც შეეხება, ზუსტად შეარჩიეთ ადგილი, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ, თეონა აქუბარდიას, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპაზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ლოზუნგები ყალბია. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, სიყალბე ფროიდისეული წამოცდენა იყო. […]
მამუკა მდინარაძე – კრამერის განცხადებები იმ სერიიდანაა, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა რომ არის და ივანიშვილი რომ უნდა დაისაჯოს – ომის პარტიის წარმომადგენლები შეეცდებიან საარჩევნო პროცესებზე მოახდინონ გავლენა

კრამერის განცხადებები იმ სერიიდან არის, მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა რომ არის და ბიძინა ივანიშვილი რომ უნდა დაისაჯოს – ომის პარტიის წარმომადგენლები, შიგნით თუ გარეთ, შეეცდებიან საარჩევნო პროცესებზე მოახდინონ გავლენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებას საქართველოს არასწორი მიმართულებით სვლასა და ბიძინა […]