თეონა აქუბარდია უმრავლესობას – აქ ვისმენდით იმ განსხვავებული საქართველოს შესახებ, რომელიც არ არსებობს და ისეთივე ყალბია, როგორიც თქვენი ლოზუნგები საარჩევნოდ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ევროპაზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ლოზუნგები ყალბია. როგორც მანდ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ ეს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობაში ყოფნის ბოლო საშემოდგომო სესიაა. „აქ ვისმენდით იმ განსხვავებული საქართველოს შესახებ, რომელიც არ არსებობს და ისეთივე ყალბია, როგორიც თქვენი ლოზუნგები საარჩევნოდ. არჩილ თალაკვაძე, რომელიც საუბრობდა ღირსებით […]
ნინო წილოსანი – „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა 2024 წლის არჩევნების შემდეგ რეალობად იქცევა

ამ დაჯგუფების გასამართლება ლეგიტიმური მიზანი და ქართველი ხალხის დაკვეთაა. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა 2024 წლის არჩევნების შემდეგ რეალობად იქცევა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია ის, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ემსახურება. „დღეს ბიუროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წერილი გამოგვიგზავნა, რომ ბოიკოტს უცხადებს […]
კურტ ვოლკერი – „ქართული ოცნება“ ცდილობს ხელისუფლებაში ოპოზიციის დემონიზების გზით დარჩეს – ეს საქართველოს ძალიან შორს წაიყვანს ევროკავშირისგან

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ცდილობს უზრუნველყოს თავისთვის ხელისუფლებაში დარჩენა ოპოზიციის დემონიზების გზით, აცხადებს რა, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება და კვლავ დარჩენა ევროკავშირის გზაზე. რაც სიმართლე არ არის, ეს საქართველოს ძალიან შორს წაიყვანს ევროკავშირისგან, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის […]
ირაკლი ზარქუა – „ბოკუ-ჭიჭეა“ „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლოა – ჩემი „ხაბე“ დამიჩაგრეს, „ხაბე“, ახია შენზე!

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა პარტიაში არის განფენილი, „ლუზერები“ არიან. ჩემი „ხაბე“ დამიჩაგრეს – „ხაბე“, ახია შენზე, მაგრამ ვაფრთხილებდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა. ზარქუას თქმით, მათი მიდგომა სიძულვილის ენაა. „კოლექტიური„ნაცმოძრაობა“ განფენილია სხვადასხვა პარტიაში. იმდენად „ლუზერები“ არიან, რომ ძმა ძმას არ უჭერს მხარს და სხვა პარტიაში […]
დაბა ურეკში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მოინახულა. სამსართულიან შენობაში მოეწყო: 24 საკლასო ოთახი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, სასადილო, […]
გირჩი: არჩევნებზე დასაკვირვებლად ენმ-სა და დაიტოვე-სთან ოლქებში კოორდინაციაზე შევთანხმდით

პარტია გირჩის განცხადებით, არჩევნებზე უკეთ დასაკვირვებლად ნაციონალურ მოძრაობასა და ფეისბუქჯგუფ დაიტოვესთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, ამ მიმართულებით სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვისაც მზად არიან. “არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად. ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს. ჩვენ […]
ბუჩუკური ოცნებას: დღეს შუშის კოლბა გახდა თქვენი დღევანდელი სახისა და ფორმის სიმბოლო

ეს არის ქვეყანა, სადაც ბავშვები შიმშილობენ. რომელ კეთილდღეობაზე ელაპარაკებით ადამიანებს? დღეს შუშის კოლბა გახდა თქვენი დღევანდელი სახისა და ფორმის სიმბოლო. გამოდით შუშის კოლბებიდან, შედით რეგიონებში, ოჯახებში, ოჯახი აღარ დარჩა, სადაც მშობელი იძულებული არ რის, დატოვოს საკუთარი შვილი, წავიდეს ევროპაში ან ამერიკაში იმისთვის, რომ თავის შვილს ჰქონდეს ელემენტარულად საჭმლის საშუალება და ამ ხალხს თქვენ ელაპარაკებით გლობალური […]
ბრიტანეთი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართ მხარდაჭერა “ურყევია”, იარაღის ექსპორტზე უთანხმოების ფონზე

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის განცხადებით, ისრაელის უსაფრთხოებას არ დაასუსტებს იარაღის ექსპორტის ნაწილის შეჩერება – მისი განცხადების ფონია თელ-ავივის და ებრაელთა თემის ლიდერების მხრიდან ბრიტანეთის მთავრობის მიმართ 3 სექტემბერს გამოთქმული კრიტიკა. ბრიტანეთმა შეაჩერა სართო ჯამში დაახლოებით 350-დან 30-მდე ლიცენზია, იმ შეშფოთების გამო, რომ იარაღი შესაძლოა გამოყენებული იყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევით, ღაზის ომში. ისრაელის თავდაცვის […]
მთავრობა ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის კანონს თავიდან დააინიცირებს

ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო გახდება. კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტია პარლამენტშია, საშემოდგომო სესიაზე ახალი ფორმით დარეგისტრირდება. საქმე ის არის, რომ მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება, რომლის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს კიდევ ერთხელ წარედგინება. პირველი კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა. კანონის მიღების შემთხვევაში მთავრობას კვლავ იგივე […]
მოპედებს, მოტოციკლებს ტექინსპექტირების გავლის ვალდებულება ექნებათ – რა წერია სამოქმედო გეგმაში?

საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა და გამოაქვეყნა საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობა მუშაობს შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადებაზე, რათა მოპედები და მოტოციკლები სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარონ. კერძოდ, გეგმის თანახმად, საუბარია, რომ სახელმწიფომ L კატეგორიის ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებასთან დაკავშირებით შესაბამისი […]