ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მეოთხე ჩიხში, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მეოთხე ჩიხში, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაოები 1 050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.
„პროექტის ფარგლებში, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 307 703 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა ლიკლიკაძე აგვისტოს ომის დროს, გორის ჰოსპიტლის შესახებ განცხადებაზე – არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა – ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია – დამნაშავე ვარ

ლაშა ფარულავა – „ოცნების“ რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია – საქართველოს რეპუტაციის შებღალვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ნათია თურნავას