გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი გაიხსნა

გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი დასასვენებელი სივრცე ძველი ხიდიდან „ახალბაღამდე“ მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები.
„სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო გარეგანათება, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები, ველობილიკები, გამწვანების ზოლი, ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილები, სკამები და ურნები.
ბულვარის მშენებლობამდე „ახალბაღიდან“ ძველ ხიდამდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოეწყო რკინა – ბეტონის საყრდენი კედელი, გურამიშვილის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე კი რეაბილიტირდა საგზაო ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა ლიკლიკაძე აგვისტოს ომის დროს, გორის ჰოსპიტლის შესახებ განცხადებაზე – არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა – ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია – დამნაშავე ვარ

ლაშა ფარულავა – „ოცნების“ რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია – საქართველოს რეპუტაციის შებღალვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ნათია თურნავას