თურქეთში ვერტმფრენი საავადმყოფოს შეეჯახა, დაიღუპა 4 ადამიანი

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი მუღლას სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს ტერიტორიიდან აფრინდა და მასში ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო მუშაკი იმყოფებოდნენ. მუგლას რეგიონის გუბერნატორმა, იდრის აკბიიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერტმფრენი […]

ხალხი აღარ დადის აქციებზე, მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხალხი აქციებზე აღარ დადის. “გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, გუშინ დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში. „ხედავთ, ხალხი აღარ მონაწილეობს […]

აშშ-ის არმიამ დაარტყა იემენის დედაქალაქ სანაში ჰუთიტების ობიექტებს

Reuters-ის სააგენტომ გაავრცელა ცნობა აშშ-ის სამხედროებზე დაყრდნობით, რომ 21 დეკემბერს საჰაერო იერიში მიიტანეს იემენის დედაქალაქ სანაზე. ცნობით, მისი სამიზნე იყო იემენი მეამბოხეების – ჰუთიტების სარაკეტო საწყობი და სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი. აშშ-ს სამხედრო ცენტრალური სარდლობამ განაცხადა, რომ დარტყმები მიზნად ისახავს “ჰუთიტების იმ ოპერაციების ჩაშლას და დასუსტებას, როგორიცაა თავდასხმები აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო გემებსა და სავაჭრო გემებზე სამხრეთ […]

ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაიღუპა

ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაიღუპა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, 42 წლის, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, გიორ­გი ლე­ლაშ­ვი­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი – 2029-2030 წლისთვის პუტინმა შეიძლება ისე გააძლიეროს თავისი არმია, რომ რუსეთს ნატო-ზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ნატო-ს ტერიტორიას რამდენიმე წელიწადში დაესხას თავს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ”თუ ჩვენ უგულებელვყოფთ საფრთხეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის დისკომფორტს გვიქმნის, ეს საფრთხე არ შემცირდება, არამედ მხოლოდ გაიზრდება”, – განაცხადა პისტორიუსმა. მისი თქმით, ამ დროისთვის, ნატო-ზე რუსეთის სამხედრო თავდასხმა მოსალოდნელი არ არის. ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის […]

ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს, აზიარებდნენ გასული წლის აქციის ფოტომასალას – ხალხი აღარ დადის აქციებზე

გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, გუშინ დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მძიმე ემოციური ფონია – ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში. „ხედავთ, ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც […]

პრემიერ-მინისტრი მეხანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს გიორგი ლელაშვილის ოჯახს და ახლობლებს. „გუშინ, ხანძრის ჩაქრობის დროს, თბილისში, ვაკის რაიონში, დაიღუპა მეხანძრე-მაშველი, გიორგი ლელაშვილი, მე მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, ახლობლებს, მინდა სამძიმარი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა.

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს, მოგონილი “რუსეთუმეობით” და “მოსასხამად ქცეული ევროპელობით” ქვეყანას არყევენ

„როცა ჩქარობ, ე.ი. დრო ცოტა გაქვს. ეჩქარება ოპოზიციას და მათ პატრონებს, ე.ი. სწორედ მათ ეწურებათ დრო. ამიტომ ჩვენც ცოტა მოთმინებაღა გვინდა და ყველაფერი უკეთ იქნება“, – ამის შესახებ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს, მოგონილი “რუსეთუმეობით” და “მოსასხამად ქცეული ევროპელობით” ქვეყანას არყევენ. „სამწუხაროა, მაგრამ ეს “ხალხი”, ქვეყნის შიგნიდან და […]

ევროკავშირი მხოლოდ ფასადად სჭირდებათ რომ კვლავ გამეფდნენ საქართველოში, როგორც მიშას “დემოკრატიის შუქურად” შეფუთულ აზიატურ სახანოში იყვნენ

ოპოზიცია თავის დროზე წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების, მერე წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მოეცათ, მერე უხაროდათ რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ მოგვცეს და როცა მაინც მოგვცეს, ყვიროდნენ არ ვართ ღირსიო, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ლოგიკურია, რომ ოპოზიცია კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, პრემიერის 28 ნოემბრის […]

ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს ბრიუსელიდან მართული უწოდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს ბრიუსელიდან მართული უწოდა. ეს განცხადება უნგრეთის მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ორბანმა უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდი შეაფასა. „არასდროს ვიკამათებ ადამიანებთან, რომელთა პატრონებიც ბრიუსელში არიან, რადგან მე მათ პატრონებთან ვიკამათებ. წლების განმავლობაში ბრიუსელი ერეოდა ჩვენს არჩევნებში რეჟიმის შეცვლის მიზნით. ოპოზიციონერი პეტერ მადიარი უბრალოდ ამ ჯგუფის უახლესი წევრია. უნგრეთის გზა […]