საზმაუს თანამშრომლების ნაწილი ხვალ, 13:00-ზე, ტელევიზიასთან პრესკონფერენციას გამართავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამმშროომლების ნაწილის განცხადებით, ისინი ორშაბათს, 23 დეკემბერს , 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ პრესკონფერენციას გამართავენ. პირველი არხის თანამშრომლების ნაწილი ითხოვს, რომ საქართველოს პირველმა არხმა დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის გახსნას. “28 ნოემბერს ბატონმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ამცნო, რომ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ინიციატივით ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადავადდა. ამ […]

ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს ბრიუსელიდან მართული უწოდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს ბრიუსელიდან მართული უწოდა. ეს განცხადება უნგრეთის მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ორბანმა უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდი შეაფასა. „არასდროს ვიკამათებ ადამიანებთან, რომელთა პატრონებიც ბრიუსელში არიან, რადგან მე მათ პატრონებთან ვიკამათებ. წლების განმავლობაში ბრიუსელი ერეოდა ჩვენს არჩევნებში რეჟიმის შეცვლის მიზნით. ოპოზიციონერი პეტერ მადიარი უბრალოდ ამ ჯგუფის უახლესი წევრია. უნგრეთის გზა […]

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის მიღებას გეგმავს – გერმანული მედია

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა წერს. მაღალჩინოსნები გამოცემასთან საუბრისას ამბობენ, რომ ეს პაკეტი უნდა იყოს მკაფიო სიგნალი რუსეთისთვის და მოიცავს ზომებს რუსული ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ, რომლებსაც აქამდე სანქციები ან საერთოდ არ შეხებია, ან სანახევროდ შეეხო. გარდა ამისა, სანქციების მე-16 პაკეტი მოიცავს დამატებით სანქციებს იმ პირებისა და ორგანიზაციების […]

Freebusiness.ge-ზე დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა

პლატფორმა Freebusiness.ge-ზე დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. რეგისტრაციაზე 850-ზე მეტი მოთხოვნა კი მუშავდება. ათასობით კომპანია ახალი არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს. პლატფორმაზე აღნიშნულია, რომ არსებული კრიზისი პარტიული პოლიტიკის საზღვრებს გასცდა, რაც ქვეყანას გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს. ბიზნესების თქმით, აუცილებელია ვითარების, რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია.

თამთა მეგრელიშვილი – ევროკავშირი მხოლოდ ფასადად სჭირდებათ, რომ კვლავ გამეფდნენ საქართველოში, როგორც მიშას “დემოკრატიის შუქურად” შეფუთულ აზიატურ სახანოში იყვნენ

ოპოზიცია თავის დროზე წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების, მერე წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მოეცათ, მერე უხაროდათ, რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ მოგვცეს და როცა მაინც მოგვცეს, ყვიროდნენ არ ვართ ღირსიო, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში. “გავაანალიზოთ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები: ოპოზიცია თავის დროზე წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის ევროპასთან […]

თურქეთში ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა, დაიღუპა 4 ადამიანი

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი მუღლას სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს ტერიტორიიდან აფრინდა და მასში ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო მუშაკი იმყოფებოდნენ. მუგლას რეგიონის გუბერნატორმა, იდრის აკბიიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერტმფრენი […]

ანა დოლიძე ნათია თურნავას დასანქცირებასაც ითხოვს

ანა დოლიძე ნათია თურნავას დასანქცირებასაც ითხოვს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე, “ოცნების” სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას, დასანქცირებასაც ითხოვს. მისი აზრით, საქართველოს პარტნიორებმა თურნავა უნდა დაასანქციროს იმის გამო, რომ მან სანქცირებულთათვის ცალკე წესი შემოიღო. „მე მოვითხოვ ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრაზე, რომ დასანქცირდეს ნათია თურნავა, რომელმაც სანქცირებულთათვის ცალკე წესი […]

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ითხოვს, რომ საქართველოს პირველმა არხმა დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის გახსნას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ითხოვს, რომ საქართველოს პირველმა არხმა დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის გახსნას. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ითხოვს, რომ საქართველოს პირველმა არხმა დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის გახსნას. მათი ინფორმაციით, ორშაბათს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ პრესკონფერენცია გაიმართება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე მოვლენები მათ ავალდებულებს, სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ „სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს […]

ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ! – მამუკა ხაზარაძე

ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ! – მამუკა ხაზარაძე ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ! – ამის შესასახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მამუკა ხაზარაძე პარტია „ლელოს“ დაფუძნებიდან ხუთ წელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ხაზარაძის თქმით, ახლა უკვე მისი პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის ძლიერი საქართველოსთვის, მისი ეროვნული ინტერესებისთვის, ევროპული მომავლისთვის, რადგან ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია! “5 წლის წინ, 22 დეკემბერს, […]

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინისადმი გამოცხადებულ სრულმასშტაბიან ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. „თავისუფალი საქართველოს“ დანაყოფის მეთაური, ჯაბა კვარაცხელია კურსკის ოლქში კონტაქტურ ბრძოლაში დაპირისპირებისას დაიღუპა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა […]