შამბას თქმით, სოხუმს არჩევნებში “ოცნების” გამარჯვება სურს

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების “ნორმალურად განვითარდება აფხაზეთის [დე ფაქტო] ინტერესებშია”. “არ მჯერა, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა,” – განაცხადა შამბამ. ის მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, საშიშროებას აფხაზეთის [დე ფაქტო] შიგნით ისეთი ვითარება შექმნა წარმოადგენს, რომ ადამიანებს საკუთარი თავის გადარჩენა გაუჭირდეთ. […]

“თელავს” სათავეში კვიპროსის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჩაუდგა

“თელავის” პრესსამსახურის ცნობით, გუნდის მწვრთნელად ხარალამბოს ხრისტოდულუ დანიშნეს: “ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ ჩვენს გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – სკ “თელავს” 56 წლის კვიპროსელი ხარალამბოს ხრისტოდულუ გაწვრთნის. ხარალამბოს ხრისტოდულუ 1967 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა, სამწვრთნელო საქმიანობა კი 2006 წელს დაიწყო, როცა კვიპროსული “დოქსა” ჩაიბარა და სამი წლის მანძილზე წვრთნიდა. უეფას პრო-ლიცენზიის მფლობელი სპეციალისტი “დოქსას” შემდეგ […]

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა ამაღამ ნაწილობრივ შეიზღუდება – თბილისის მერია

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს. სამონტაჟო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. “გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს” – ნათქვამია განცხადებაში.

ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან მხოლოდ ერთის აქციები გაიაფდა

გალტ & თაგარტის 26–30 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიებიდან მხოლოდ ორის აქციები გაძვირდა, Georgia Capital-მა კი კლებით დაასრულა კვირა. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 45.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.48% წინა კვირასთან შედარებით და -0.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 286 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.35 – 46.15 […]

შამბამ განაცხადა, რომ მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუწყვიტა

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მოსკოვმა აფხაზეთის [დე ფაქტო] დაფინანსება პირველი სექტემბრიდან შეწყვიტა. “პირველი სექტემბრიდან გარკვეული გადასახადების დაფინანსება შეჩერდა. ეს ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ა.შ. ეს აშკარად პირველი ნაბიჯებია. გარდა ამისა, დგას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადის, რომელსაც ზამთარში ვაწყდებით, კომერციული […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდები მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საგამოცდო პროცესი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა ადგილზე შეაფასეს. სტუ-ის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტი აქტიურად ემზადებოდა შიდა სამაგისტრო გამოცდებისთვის. დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტში აპლიკანტებს განახლებული სამეცნიერო-კვლევითი ბაზა და […]

სახალხო დამცველი ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავს

2024 წლის 3-5 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ევრაზიის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელ პირებთან. დაგეგმილია შეხვედრები ასევე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთან. ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს

სანქციების მიუხედავად ინდოეთთან ვაჭრობა შეუფერხებლად მიმდინარეობს – Sberbank

ბოლო პერიოდში რუსეთსა და ინდოეთს შორის სავაჭრო კავშირები კიდევ უფრო გამყარდა. რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ანატოლი პოპოვის განცხადებით, დასავლური სანქციების მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის გადახდები შეუფერხებლად ხორციელდება. რუსული პროდუქციის ინდოეთში ექსპორტის გადახდების 70%-ს სწორედ Sberbank-ი უზრუნველყოფს. 2023 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა თითქმის გაორმაგდა და $65 მილიარდი შეადგინა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის […]

მოძრაობა „დაიტოვე“ აცხადებს, რომ „გირჩთან“ არ თანამშრომლობენ

მოძრაობა „დაიტოვე“ აცხადებს, რომ პარტია „გირჩის“ მიერ გავრცელებული განცხადება არასწორია და ისინი პარტიასთან არ თანამშრომლობენ. მოძრაობის წევრების განცხადებით, პარტიებთან საუბარი პროექტ „დაიცავის“ ფარგლებში მიმდინაროებდა, რომლის ინიციატორიც მათი გუნდის წევრი აღარ არის და „დაიტოვეც“ უკვე თვეზე მეტია გამიჯნულია „დაიცავის“ საქმიანობისგან: „მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ჯგუფი დაიტოვე კონკრეტულ პარტიასთან კოორდინირდება არჩევნებზე რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პროექტი ”დაიცავი” […]

სენაკის სამხედრო ბაზაზე დაშავებული კაპრალი ზურაბ ფისენკო, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედრო, კაპრალი ზურაბ ფისენკო თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა: ,,თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს […]