ამერიკელი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ბიულეტენების გაგზავნა დაიწყო

შეერთებულ შტატებში საყოველთაო არჩევნები 5 ნოემბერსაა დანიშნული, მაგრამ მათთვის, ვისაც ხმის მიცემა ნაადრევად სურს, ბიულეტენების გაგზავნა უკვე იწყება. პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატების ნომინანტია ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რესპუბლიკელებმა კი ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შეარჩიეს. 47-ე პრეზიდენტის გარდა, ამერიკელები 5 ნოემბერს ასევე ირჩევენ წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435-ივე წევრს, სენატში – 33 სენატორს, ჯამში – ქვეყნის 468 კანონმდებელს. ბიულეტენზე […]
41 დაღუპული და 180-ზე მეტი დაშავებული – რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშაბათს, ქალაქ პოლტავაში მდებარე სამხედრო ინსტიტუტზე განხორციელებულ რუსეთის ორ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 41 ადამიანი ემსხვერპლა, 180-ზე მეტი კი დაშავდა. ზელენსკის თქმით, მიმდინარე წელს ეს რუსეთის ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმაა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კომუნიკაციების სამხედრო ინსტიტუტზე დარტყმა რუსულმა ძალებმა ორი ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს. „რუსი ნაძირლები აუცილებლად აგებენ პასუხს ამ დარტყმაზე“, – […]
პუტინი მონღოლეთში ჩავიდა, სადაც ის არ დააკავეს

სავარაუდო სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკავშირდება ვლადიმირ პუტინი მონღოლეთში არ დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ დააახლოებით 18 თვის წინ გასცა, მონღოლეთი, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანაა მზად არ აღმოჩნდა ნაკისრი პასუხისმგებლობის შესასრულებლად. მონღოლეთმა არც უკრაინის ხელისუფლების წინმსწრები განცხადება გაითვალისწინა, სადაც კიევი ვლადიმირ პუტინის დაკავებას და […]
გარდაიცვალა კაპრალი, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამწვრობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზურაბ ფისენკო გარდაიცვალა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კაპრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. „მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ვკითხულობთ განცხადებაში. სამხედრო მოსამსახურის დაშავების […]
შუქრუთის აქციის მონაწილეებს კომპენსაციები სრულად აქვთ აღებული – „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს, რომლებსაც 6 თვეა მაღარო გადაკეტილი აქვთ და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, საკომპენსაციო თანხები აღებული აქვთ, – ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ხელმძღვანელობამ დაუდასტურა. როგორც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში“ განმარტავენ, კომპანიას პროტესტის მონაწილეებზე და არა მხოლოდ მათზე, კომპენსაციები გაცემული აქვთ. ამის დასტურად კომპანიამ BM.GE-ს მიაწოდა აქციის ორგანიზატორებთან გაფორმებული […]
15 წლამდე „დინამო“ იტალიაში მიმდინარე Youth Cup-ის გამარჯვებულია

15 წლამდე დინამო ნოვარას ტურნირის გამარჯვებულია დინამოელებმა 16 გუნდიანი გათამაშების ნახევარფინალში ჯენოას, რეზო გაზდელიანის და სანდრო მიქაუტაძის გოლებით 2-0 აჯობეს. გადამწყვეტ, ფინალურ მატჩში დინამო ბელგიურ გენკს შეხვდა. შალვა კვარაცხელიას გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და დამატებით ტაიმში, შეცვლაზე შემოსული მეკარის – სანდრო ფოლადაშვილოს გოლით ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. ნოვარას თასის საუკეთესო მეკარე მათე ჭელიძე გახდა.
საქართველოს სახალხო დამცველი ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევრაზიის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელ პირებთან იგეგმება. „2024 წლის 3-5 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავენ აშშ-ის სახელმწიფო […]
პროკურატურამ ქარელში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ძმებს ბრალდება წარუდგინა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წაუყენა. საქმე ეხება ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობას, რომელსაც ძმებმა ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს. როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული სასჯელის ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქართველოს პროკურატურამ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში მომხდარი ჯგუფურად […]
ბიუროკრატია იზრდება, რაც სავალალო სიგნალია ინვესტორებისთვის – გიორგი აბრამიშვილი

“საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი აბრამიშვილის შეფასებით, ენერგეტიკის სექტორის ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მზარდი ბიუროკრატიაა. როგორც აბრამიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ერთი მხრივ, არის არასტაბილური გარემო, რაც ენერგეტიკაში გრძელვადიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავებას აფერხებს. მეორე მხრივ კი, მზარდი ბიუროკრატია. „სამწუხაროდ, გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ყველა მხრივ არასტაბილურ გარემოსი ვცხოვრობთ. ეს არასტაბილურობა იწვევს […]
კობა კობალაძემ TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _ TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელს, თუბა ოზუთოკს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან და უწყების ხელმძღვანელთან გამომშვიდობება იყო, რადგან თუბა ოზუთოკმა, TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელის […]