ცესკოს თავმჯდომარემ გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა. გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს და რეგიონული მრჩეველ მშვიდობისა და განვითარების საკითხებში ოლეჰ პროციკს გიორგი კალანდარიშვილი დღეს გაეროს საქართველოს ოფისში შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა […]
შამბა: მზადაა ხალხი შემოიჭიროს ქამრები და იცხოვროს, როგორც ბლოკადის დროს?

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსკოვში იმყოფება „აფხაზეთის ლიდერი“ ასლან ბჟანია, რომელიც რამდენიმე შეხვედრას გამართავს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის თაობაზე. შამბამ დღეს დაადასტურა, რომ მოსკოვმა 1 სექტემბრიდან შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსება. „თუ სანქციები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ბევრი დაზარალდება, მოვიფიქრებთ, როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან“, – თქვა შამბამ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ საკითხის […]
ევროკომისია უვიზო შესვლისთვის გადახდის სისტემის ამოქმედებას გაზაფხულზე გეგმავს

ევროკავშირი გეგმავს EES და ETIAS სისტემის დანერგვას 2025 წლის გაზაფხულისთვის, რაც მოგზაურებს უვიზო რეჟიმისგან გათავისუფლებული ქვეყნებიდან მოსთხოვს გადაიხადონ 7 ევრო საკომისიო ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მათი მოგზაურობის ავტორიზაციისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა ანიტა ჰიპერმა სამშაბათს, 3 სექტემბერს განაცხადა, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. ჰიპერის განცხადებით, ETIAS (ევროპული სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა) სისტემა 2025 წლის გაზაფხულზე მზად […]
ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

4 სექტემბრის ღამით, ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, იგივე „ახალ გზაზე“. თბილისის მერიის განცხადებით, შეზღუდვა იმოქმედებს 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში, გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლების გამო. „გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
თინა ბოკუჩავა – ახალი კოალიციური მთავრობა აუცილებლად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შემდეგ, ქვეყანას შევიყვანთ ევროკავშირში

26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში და უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში. ეს არის ჩვენი ისტორიული მისია, ეს არის ჩვენი თაობის ისტორიული მისია, რომელსაც გპირდებით, რომ ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას შევიყვანთ ევროკავშირში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. […]
გიორგი ვაშაძე – ჩვენი არჩევანი არის ემიგრანტების სახლში დაბრუნება, ამისთვის სპეციალურ ფონდს შევქმნით ემიგრანტებისთვის, რითაც ისინი უკან დაბრუნდებიან

ჩვენი არჩევანი არის ემიგრანტების სახლში დაბრუნება, ამისთვის სპეციალურ ფონდს შევქმნით ემიგრანტებისთვის, რომლითაც ისინი უკან დაბრუნდებიან, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ოცნებას“ სიღარიბე მოაქვს, რის გამოც ქვეყანა უამრავმა მოქალაქემ დატოვა. „ჩვენი არჩევანი არის ემიგრანტების სახლში დაბრუნება, ამისთვის სპეციალურ ფონდს შევქმნით ემიგრანტებისთვის, რომლითაც ისინი უკან დაბრუნდებიან. „ქართული ოცნება“ […]
მონღოლეთის მთავრობა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო ვერ დააკავეს

ვლადიმერ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო ვერ დავაკავეთ. ამის შესახებ მონღოლეთის მთავრობის სპიკერი გამოცემა Politico-სთვის მიცემულ განცხადებაში საუბრობს. მონღოლეთის მთავრობის სპიკერის თქმით, ქვეყანა ენერგეტიკული დამოკიდებულების ვითარებაში აღმოჩნდა, და ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერით პუტინის დაკავებას ართულებს. “მონღოლეთი თავისი ნავთობპროდუქტების 95%-ისა და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტის იმპორტირებას ჩვენი უშუალო მეზობლებისგან [რუსეთი და ჩინეთი] ახდენს, აქამდე ის ტექნიკური […]
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა დღეს ღამით ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა 00:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს. „ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს. სამონტაჟო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში. გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. გარე […]
ნიდერლანდებმა კომპანია Clearview AI 30,5 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ნიდერლანდებში მონაცემთა დაცვის მარეგულირებელმა 30,5 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა ამერიკულ კომპანია Clearview AI-ს, რომელმაც, როგორც ამტკიცებენ, შეადგინა მილიარდობით ადამიანის ფოტოების უკანონო მონაცემთა ბაზა. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ჰოლანდიური ტელეკომპანია NOS იტყობინება. მონაცემთა დაცვის მარეგულირებლის ხელმძღვანელის ალეიდ ვოლფსენის თქმით, ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ, რომელიც სპეციალიზირებულია სახის ამოცნობაში, შეაგროვა არალეგალური მონაცემთა ბაზა ადამიანების მილიარდობით ფოტოთი. მან […]
კიდევ ხუთი ქართველი ინგლისში

ინგლისურ კოლეჯებთან შარშან დაწყებული მეგობრობა წელსაც გრძელდება და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში კიდევ ხუთი ახალგაზრდა, 2007 წელს დაბადებული მორაგბე გაემგზავრა. პირველი გამოცდილება შარშან ინგლისში 2006 წელს დაბადებული სამი მორაგბე გაემგზავრა. გიგი სირბილაძემ და ლევიკო სალდაძემ სქარბოროუს კოლეჯში 4-4 თვე გაატარეს, გიორგი ტურაშვილი კი “იფსვიჩში” ორი წლით ჩავიდა და იქ კიდევ ერთ წელს დაყოფს. მათ ბრიტანული […]