პოლიცია მანქანას სცენისთვის განკუთვნილი აპარატურით რუსთაველის გამზირზე შესვლის საშუალებას არ აძლევდა, რასაც ელენე ხოშტარიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა – საბოლოოდ, ავტომობილი ტერიტორიაზე შევიდა

მანქანას, რომელშიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისთვის სცენისთვის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქცია იყო, რუსთაველის გამზირზე გადასვლის საშუალება მისცეს. აღნიშნულს წინ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება უძღოდა. ხოშტარია პოლიციას მოუწოდებდა, რომ სცენის კონსტრუქციით დატვირთული მანქანებისთვის გადაადგილების საშუალება მიეცათ. ხოშტარია სკანდირებდა: „გაუშვით მანქანა!“. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან გადაინაცვლეს, სადაც იმ […]

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებმა პროტესტი განაახლეს

აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტი განახლდა. აქციის მონაწილეების თქმით, „საქართველო ჩიხში არის მოქცეული“. მათი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან მშვიდობიანი პროტესტი აქვთ და მოითხოვენ, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას. “საქართველო ჩიხში არის მოქცეული, წინ ან უკან უნდა წავიდეს, ჩვენ უკან წასვლას არ დავუშვებთ. მოქალაქეების ხელშია მთავრობა, […]

“მარტო ქოცების რღვევა კი არ მიდის, კოლექტიური ნაცებიც ირღვევიან” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: მარტო ქოცების რღვევა კი არ მიდის. კოლექტიური ნაცებიც ირღვევიან (ხაზარაძის პარტიული სისტემაც თვისებრივად ნაცურია – პოსტ ტოტალიტარულია). ნაცი სპიკერებიც მიხვდნენ სიო საით უბერავს და თუკი ადრე მიშას რხევით გამოწვეული ტალღების შეჩერების შეუძლებლობაზე როშავდნენ და სანამ ადამიანებად ვაგდებდი, მიხსნიდნენ, რომ ქართველებს “ბელადი უნდათ ბიძი”, ახლა უგრძეს პოსტებს აცხობენ, რა დიდებული პროცესი დაიძრა […]

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. რამდენიმე წუთის წინ აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ვეტერანები, პედაგოგები, ლექტორები. ასევე, გაიმართა ქიზიყელების და კახელების მარში. ასევე 21:00 საათზე, პარლამენტის წინ პრეზიდენტი სიტყვით გამოვა და აქციის მონაწილეებს მიმართავს. რუსთაველის გამზირზე სცენა თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან განთავსდება. ამ ეტაპზე, მანქანას, სადაც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქციაა განთავსებული, რუსთაველის […]

მიხეილ სააკაშვილი – სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი „ფეისბუქ პოსტის“ შინაარსით – „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“, დაპოსტვა არასწორად მოხდა. სააკაშვილმა მოგვიანებით, განცხადება ჩაასწორა და დაწერა, რომ ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს. „შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება. პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და […]

გერმანიის თავდაცვის მინისტრი რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის საფრთხეზე ლაპარაკობს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა საინფორმაციო სააგენტო Funke Mediengruppe-ის გამოცემებთან ინტერვიუში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის საფრთხეზე ისაუბრა. მინისტრს ეს სიტყვები კონკრეტულ შემთხვევებთან არ დაუკავშირებია, თუმცა მიუთითა გერმანიის ინფრასტრუქტურის პოტენციურ სისუსტეებზე. როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, გერმანიას კარგად იცნობს და იცის, სად დაარტყას და რომ ეს ქვეყანა მისი ინტერესების სფეროში შედის. მაგალითებად, სადაც შეიძლება […]

“ეს ადგილიც ჩვენია” – პრეზიდენტი მერიის მოწყობილ სცენაზე ავიდა და იქიდან მიესალმა კახელებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე, თბილისის მერიის მიერ საახალწლოდ მოწყობილ სცენაზე ავიდა და იქიდან მიესალმა მოქალაქეებს. კახელები, რომლებმაც მარში ერეკლე მეფის მოედნიდან დაიწყეს და მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებოდნენ, გზად ათონელის რეზიდენციასთან მივიდნენ. სალომე ზურაბიშვილი მათთან მისასალმებლად გამოვიდა და მოინდომა სასახლის წინ, მერიის მიერ მოწყობილი სცენიდან მიემართა მათთვის. თავდაპირველად პრეზიდენტს სცენაზე არ უშვებდნენ, სავარაუდოდ, თბილისი მერიის მუნიციპალური […]

სალომე ზურაბიშვილმა მარშის მონაწილეებს საახალწლო სოფლის სცენიდან მიმართა – ეს სცენა ჩვენია, მოედანი, სასახლე, ყველაფერი ჩვენია, თქვენია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში დამონტაჟებული სცენიდან მიმართა აქცია-მსვლელობის მონაწილეებს. ზურაბიშვილის განცხადებით, ორბელიანების სასახლეც და მოედანიც ეკუთვნის ქართველ ხალხს. „მადლობა მინდა, გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი ყველაფერია ჩვენია, თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ […]

გმირთა მოედანზე ვეტერანთა მარში და მსვლელობა სახელწოდებით – „ანწუხელიძე“ მიმდინარეობს

დედაქალაქში ვეტერანთა მარში და მსვლელობა სახელწოდებით „ანწუხელიძე“ მიმდინარეობს, რომელიც გმირთა მოედნიდან დაიწყო და საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდება. ორივე მარშის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები. ასევე, ბანერი წარწერით:”ევროპულ მომავალს ვერ გადათელავთ”. ისმის შეძახილები: “საქართველოს გაუმარჯოს”. მარშის მსვლელობისაც გაშლილი აქვთ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო. გმირთა მოედანზე მოძრაობა შეფერხებულია. ცნობისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე […]

ვიდეო: “ეს ადგილი ჩვენია, ორბელიანების მოედანი და სასახლე ჩვენია” – სალომე ზურაბიშილის მიმართვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში იმყოფება ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში, საიდანაც მსვლელობის მონაწილეებს მიმართავს. ის “კახელების მარშს” შეუერთდა, რომელიც ორბელიანების სასახლის წინ შეჩერდა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მიმართავს.