ოკუპირებული აფხაზეთი დენს საქართველოს სთხოვს

აფხაზეთი თბილისს დენის მიწოდების გაზრდას სთხოვს, თანაც პრაქტიკულად უფასოდ, რადგან ოკუპირებულ რეგიონს ფული გამოელია. ამის მიზეზი რუსეთიდან დაფინანსების შემცირება გახდა, რის გამოც სეპარატისტებს ხელფასების დარიგება სწორედ იმ რეზერვიდან მოუწია, რომელიც ელექტროენერგიის შეძენისთვის ჰქონდათ განსაზღვრული. როგორც „რეზონანსისთვის” გახდა ცნობილი ქართული მხარე აფხაზეთისთვის დენის უფასოდ მიწოდებას არ აპირებს. ოკუპირებულ აფხაზეთს დენით მომარაგების ორი წყარო გააჩნია. ერთია ენგურჰესი […]
რუსეთი მეტ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას, ვიდრე მხოლოდ თავდაცვას – ჯორჯია მელონი

რუსეთი იმაზე მეტ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას, ვიდრე მხოლოდ თავდაცვას, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ჩრდილოეთ ლაპლანდიის რეგიონში, ფინეთის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საფრთხე იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვედგინა. ეს ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს საზოგადოებაზე გავლენას ეხება. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელიც წლების განმავლობაში ვიცოდით და გარანტირებულად მიგვაჩნდა, […]
“გმირები თავისუფლებისთვის” – საპროტესტო მარშს ომის ვეტერანებიც მართავენ

“გმირები თავისუფლებისთვის” – ამ სახელწოდებით თბილისში, საპროტესტო მარშს ომის ვეტერანები მართავენ. აქციის მონაწილეების ბოლო გაჩერება რუსთაველის გამზირი იქნება. აქციაში ომის ვეტერანების გარდა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები არიან. მსვლელობის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას ითხოვენ. ვიდრე გეზს დედაქალაქის მთავარ გამზირისკენ აიღებდნენ, მარშის მონაწილეები გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ.
“ქოცები რუსთაველზე გეი-აღლუმებს აანონსებდნენ და “შავლეგო” და ” ხორუმი” მიიღეს” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: ქოცები რუსთაველზე გეი-აღლუმებს აანონსებდნენ და “შავლეგო” და ” ხორუმი” მიიღეს.
“იცით რაზე ბრაზდებიან ყველაზე მეტად ქოცები?” – ლადო სადღობელაშვილი

– იცით რაზე ბრაზდებიან ყველაზე მეტად ქოცები კეთროვანებად გადაქცევას დარდობენ… მართლა განიცდიან… სტკივათ. – ეს ამხელა ფული, ძალაუფლება, გავლენა და პროვინციალური პეროგაყრილობა შერჩათ ოხრადხალისი აღარ აქვთ… – მთელი საქართველო გაერთობა ახალ წელს, მთელი თბილისი მოილხენს, ყველა ჩაეხუტება ერთმანეთს, მიულოცავენ და დაილოცებიან…დიდიც და პატარაც, ქართველიც და უცხოელიც… ერთადერთი ვისაც ყალბი ღიმილიც კი არ დაეტყობა იქნებიან კოლექტიული […]
1996 წლიდან დღემდე შემოსული FDI-ის 55% დასავლეთზე მოდის, 7% – რუსეთსა და ჩინეთზე – გიორგი პაპავა (bm.ge)

1996 წლიდან დღემდე, ევროკავშირის ქვეყნებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან შემოსული უცხოური ინვესტიციების წილი 55%, რუსეთიდან 4%, ხოლო ჩინეთიდან 3%-ია. ამის შესახებ ISET-ის მთავარმა ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ საქართველოში უცხოური ინვესტიციების სტატისტიკური მონაცემების აღწერისას ისაუბრა. მისი შეფასებით, ამგვარი მონაცემების გათვალისწინებით, რუსეთისა და ჩინეთის ჩამნაცვლებელ ალტერნატივად წარმოჩენა წარმოუდგენელი და საღ აზრს მოკლებულია. „საქართველოში უცხოური […]
პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს: ორბელიანების სასახლეც, ეს სცენაც, ყველაფერი თქვენია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან, კახელების მარშის საპროტესტო მონაწილეებს შეხვდა. მან თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ მოწყობილ საახალწლო სოფლის სცენაზე გადაინაცვლა, საიდანაც აქციის მონაწილეებს მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა. ზურაბიშვილს ნიღბიანი პირი სცენაზე ასვლის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ამის მიუხედავად, პრეზიდენტი დადგმულ სცენაზე ავიდა. “მინდა მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილი […]
დავითაშვილის ერთი ტაიმი – “სენტ-ეტიენი” თასზე “მარსელთან” დამარცხდა

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში „სენტ-ეტიენი“ სახლში ლიგა 1-ის მეორეადგილოსან „მარსელთან“ 0:4 განადგურდა და გათამაშებას გამოეთიშა. სტუმრები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მასპინძელთა მდგომარეობა კი თავდამსხმელ სისოკოს გაძევებამ კიდევ უფრო გაართულა, რის შემდეგაც მარსელელები გრინვუდმა დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ მეკარე მობლიუს ბურთის მოგერიება მართებდა. მერე „მწვანეების“ კარი რაბიომაც დალაშქრა და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში […]
ორუელმა გადმოგვხედა და გაოცდა, მანაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება – პრეზიდენტი

“დღეს Orwellმა გადმოგვხედა და გაოცდა, მანაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ცნობისთვის, დღეს 21:00 საათზე პრეზიდენტი რუსთაველზე, პარლამენტის წინ პროევროპული აქციის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს, რისთვისაც მზადდებოდა სცენა. მაგრამ გავრცელებული ცნობებით, სცენა გაიტაცეს. “სატვირთო მანქანა გაიტაცეს რუსთაველზე ასაწყობი სცენით და დინამიკებით. წარმოუდგენელი ისტერიკა აქვთ ქოცებს. დღეს […]
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან “კახელების მარშს” შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “კახელების მარშს” შეუერთდა, რომელიც ორბელიანების სასახლის წინ შეჩერდა. კახელები და ქიზიყელები ერეკლე II-ის მოედნიდან ორბელიანების სასახლემდე აქცია-მსვლელობით ლოზუნგით – „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მივიდნენ. ისინი სასახლის წინ პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ: „საქართველო“. სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლების აქცია-მსვლელობა გრძელდება. აქციის 25-ე დღეს კახელები და ქიზიყელები თბილისში, ერეკლე II-ის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას ლოზუნგით – […]