ლეჩხუმელები რუსთაველის გამზირზე აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ

ლეჩხუმელები რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს რესპუბლიკის მოედნიდან აქცია-მსვლელობით შეუერთდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოში საჭიროა ხელახალი არჩევნების ჩატარება. მათივე თქმით, საზოგადოების ამჟამინდელი განწყობები ნიშნავს იმას, რომ „ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია“. „ჩვენი მოთხოვნაა იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც აქციის მიმდინარეობისას დააკავეს. ჩვენ, ასევე, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რომელიც ამ ქვეყანაში დაასრულებს ერთპიროვნულ მმართველობას, ერთპარტიულ მმართველობას და მიტაცებულ სახელმწიფოს“, – […]
დღეიდან საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის „ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი იწყებს მოგზაურობას

„ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი თბილისში ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ლერი ხაბელოვმა, „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა და სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი შალვა გოგოლაძემ ჩამოიტანეს. მშვიდობის ცეცხლი ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს გადაეცა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მშვიდობის ცეცხლი იტალიის დედაქალაქში, რომში სიმბოლურ ცერემონიაზე აინთო. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი – 2025“ 9-16 თებერვალს გაიმართება […]
დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო, შესაძლოა, დაბალი ინფლაციის შენარჩუნება გაჭირდეს

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა თავი დაიზღვია და რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა. ფასების ინდექსის კუთხით 2024 წელი, წინა წლების მსგავსად, პოზიტიურად სრულდება, თუმცა დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო, მომავალი გაურკვეველია და შესაძლოა, დაბალი ინფლაციის შენარჩუნება გაჭირდეს. 2024 წელს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ინფლაცია არასოდეს 2%-ს არ გასცილებია და სებ-ის მიერ დადგენილ […]
კახელებმა “ოცნებას” ქელეხი გადაუხადეს

კახელებმა “ოცნებას” ქელეხი გადაუხადეს ფოტოები კახელების აქციიდან, სოციალურ ქსელში ვრცელდება. პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე – რამდენიმე წუთის წინ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოსულმა კახელებმა “ოცნებას” ქელეხი გადაუხადეს. “დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!”- ეს არის კახელების მთავარი სათქმელი. აქციის მონაწილეები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც იმყოფებოდნენ და სალომე ზურაბიშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ პრეზიდენტი საქართველოს გვერდით იდგება.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა, მიიტანეს სცენის ასაწყობი კონსტრუქცია

22 დეკემბერს ათზე მეტი მარშის მონაწილეები შეუერთდნენ აქციას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. ამ დღეს მსვლელობა მოაწყვეს კახელებმა, ვეტერანებმა, ფრანკოფონებმა, ლეჩხუმლებმა, მემარჯვენე ლიბერალებმა, ინგლისური ენის სპეციალისტებმა და სხვებმა. კახელების აქციას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეებს ორბელიანების სასახლესთან მოწყობილი საახალწლო სცენიდან მიმართა. „ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანიც, სასახლე, […]
სიტყვიერი დანაბარები არასწორად „დაპოსტეს“ და გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს – მიხეილ სააკაშვილი

სიტყვიერი დანაბარები არასწორად „დაპოსტეს“ და გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი „ფეისბუქ პოსტი“ შინაარსით – „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“, არასწორად გავრცელდა და შესაბამისად, “დამსახურებული რეაქცია გამოიწვია”. სააკაშვილმა მოგვიანებით, აღნიშნული განცხადება დაარედაქტირა და […]
“ეს უკანონო პრაქტიკა არღვევს შეკრების უფლებას და ადასტურებს, რომ საპოლიციო ძალები ატარებენ პარტიულ ინტერესებს” – საია პრეზიდენტისთვის განკუთვნილი სცენის გატაცებაზე

“ეს უკანონო პრაქტიკა არღვევს შეკრების უფლებას და ადასტურებს, რომ საპოლიციო ძალები ატარებენ პარტიულ ინტერესებს” – საია პრეზიდენტისთვის განკუთვნილი სცენის გატაცებაზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ოლიგარქიის პოლიციის მიერ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის განკუთვნილი სცენის გატაცებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ადასტურებს საპოლიციო ძალების მიერ პარტიული ინტერესების გატარებას. “ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 დეკემბრის საღამოს აქციისთვის, რომელზეც საქართველოს […]
სააკაშვილი: ჩემი დანაბარები არასწორად დაწერეს, ხალხი თავისი ნებით გამოდის ქუჩაში

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუკზე” დაწერა, რომ მისი განცხადება არასწორად გავრცელდა და, შესაბამისად, დამსახურებული კრიტიკა მოჰყვა. თავდაპირველად “ფეისბუკის” მის გვერდზე ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“, მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა განცხადებას პოსტ-სკრიპტუმი დაამატა: “სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია. რა თქმა უნდა, ხალხი […]
რუსეთის, ბელარუსის და ჩინეთის მოქალაქეებს ლიეტუვას შეიარაღებულ ძალებში სამსახური ეკრძალებათ

19 დეკემბერს, ლიეტუვას პარლამენტის გადაწყვეტილებით, რუსეთის, ბელარუსის ან ჩინეთის მოქალაქეობის მქონე პირებს არ ექნებათ უფლება, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და ლიეტუვას მსროლელთა კავშირში იმსახურონ. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რუსეთის, ბელარუსისა და ჩინეთის მოქალაქეები არ მიიღებენ პროფესიულ სამხედრო სამსახურში, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში, სხვა ნებაყოფლობით არამუდმივ სამხედრო სამსახურებში, ასევე სამხედრო სავალდებულო სამსახურში. თუ პირი, რომელიც უკვე მსახურობს ლიეტუვას […]
გოგლიჩიძე “ატალანტასთან” მატჩის სასტარტოშია

სერია A-ს მეჩვიდმეტე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „ატალანტას“ დაუპირისპირდება. სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაშია მცველი საბა გოგლიჩიძე. ის ქვეყნის ჩემპიონატზე მეთოთხმეტე მატჩს ჩაატარებს. “ემპოლი” მეათე ადგილზეა, “ატალანტა”კი მეორეზე და ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება. შეხვედრა ბერგამოს „ატლეტი აძური დ’იტალიზე“ თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.