“მინდა შეგახსენო” – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტი კობახიძეს

მინდა, შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპის საბჭოს წევრი. მიუღებელია მის მიერ განხორციელებული პირდაპირი მუქარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, დააპატიმროს ის, როდესაც ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა ამოიწურება 29 დეკემბერს. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს”- წერს მაღალჩინოსანი.
რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი იერიში მიიტანა დრონებით, პუტინმა ყაზანზე თავდასხმის გამო შურისძიების პირობა დადო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ შურს იძიებს კიევის თავდასხმის გამო ყაზანზე, რუსეთის ნავთობით მდიდარი რესპუბლიკის თათრეთის დედაქალაქზე. უკრაინის სამხედროების ცნობით, 100-ზე მეტი დრონი, რომელიც რუსეთმა 22 დეკემბრის იერიშის დროს გაუშვა, ჩამოაგდეს. რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანდა საოფისე და საცხოვრებელი შენობები, თუმცა ამ ეტაპზე, სამხედროების თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა. პუტინმა პირობა დადო, რომ უკრაინას უფრო […]
ირანის უზენაესი ლიდერი სირიელებს მოუწოდებს, წინააღმდეგობა გაუწიონ მეამბოხეთა მთავრობას

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მოუწოდა სირიელებს, წინააღმდეგობა გაუწიონ ამბოხებულთა ხელმძღვანელობით შექმნილ მთავრობას, ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდების შემდეგ და განაცხადა, რომ ამბოხება დასავლეთის მიერ იყო ორგანიზებული. 22 დეკემბერს სიტყვით გამოსვლისას, ხამენეიმ განაცხადა, რომ სირიელები, განსაკუთრებით ქვეყნის ახალგაზრდობა, “მტკიცედ უნდა დადგეს მათ წინააღმდეგ, ვინც შეიმუშავა და ვინც განახორციელა ეს დაუცველობა”. ასადმა ქვეყანა 8 დეკემბერს, […]
“მთების გადამდგმელი “კამანდა” ვართ და იმ @ლექოცებისთვისაც, მათი შვილებისთვისაც გადავდგამთ მთებს” – ლუკა ბაქანიძე

ფსევდოპატრიოტულ სენტიმენტებად არ ჩამითვალოთ, არც ალკოჰოლისმიერ პათეტიკურ გულის გადაფურჩქვნად – ფხიზელი ვარ ვით ასთვალა არგუსი, და გულწრფელი, ყოველთვის, ყველგან, ხოდა: აქამდე რო მიყვარდა ეს წყეული ქვეყანა, მის ყველა კენჭს, ყოველი მდინარის მორევს, ყველა ტბას და ტყეს რო ვეფერები ეს უამრავი წელია, და მთელი ცხოვრება რო სვითჰეფიჰოუმის განცდა მაქვს მარტო მაშინ როცა ქალაქები და ადამიანები შორსაა […]
“20 ლარზე ერთი ღამე თუ არ მეძინა, 40 მილიონზე 5 მილიონ 600 ათასი ღამე არ დამეძინება, არ გინდათ გადამოწმება, მე უკვე გადავამოწმე” – ალეკო შუღლაძე

იმ დღეს მსხალი უნდა მეყიდა, 120 ლარი ღირდა კილოგრამი. მე სულ 20 ლარი მედო ჯიბეში, მეთქი ჯანდაბას, ნახევარს მაინც ვიყიდი… ნახევარ კილოს კი არა, ნახევარ მსხალს და სახლში არ წავიღებ, აქვე შევჭამ-მეთქი… ჩავიყავი ხელი – არ არის ოცლარიანი. მეორეში ჩავიყავი – არ არის. უკან ჩავიყავი, ისევ წინ ჩავიყავი, ისევ უკან, მერე ზემოთ ჩავიყავი, ძირს დავიხედე […]
“არ მივცემთ უფლებას ხელყოს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება” – ლუაზო

“ქართველი “პრემიერმინისტრი” (ბრჭყალები გვახსენებს იმას, რომ [კობახიძე] ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგია) ემუქრება ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა. ჩვენ არ მივცემთ უფლებას მმართველი პარტიას ხელყოს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება”.
ზუგდიდში, ბაზრის ყოფილ შენობაში, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, ხანძარი იყო

ზუგდიდში ხანძარი იყო. ცეცხლი ე. წ. ფაიფურის დასახლებაში ყოფილი ბაზრის ორსართულიან შენობას გაუჩნდა, რომელშიც რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივის ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ მეორე სართულს მოედო. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. შენობაში მცხოვრებთა ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა არის ძლიერი დაკვამლიანება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მსოფლიოში ყველაზე ძვირი/იაფი ქვეყნები საცხოვრებლად – რომელ ადგილზეა საქართველო

Numbeo-ს 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყანა შვეიცარია, ხოლო ყველაზე იაფი პაკისტანია. ცხოვრების ღირებულების ინდექსში საქართველომ 121 ქვეყანას შორის 81-ე ადგილი დაიკავა. სამეზობლოს ქვეყნებს შორის საქართველოზე ძვირი ცხოვრება სომხეთსა (58-ე ადგილი) და თურქეთში (70-ე ადგილი) ჯდება. ამასთანავე, მონაცემების თანახმად, ჩამოთვლილ ქვეყნებზე იაფია ცხოვრება აზერბაიჯანსა (87-ე ადგილი) და რუსეთში (89-ე ადგილი). […]
“ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში” – მართა კოსი

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მართა კოსი X-ზე, წერს: “ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რათა ნდობა, აღიარება დაიბრუნოს, და ევროპული მომავალი უზრუნველყოს – ის [ევროპული მომავალი], რომელმაც ასობით ათასი ქართველი ქუჩებში გამოიყვანა”
მარტა კოსი – ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სერიოზულ ხარვეზებს ადასტურებს

ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რათა დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი – ის, რამაც ასობით ათასი ქართველი ქუჩებში გამოიყვანა“, – წერს კოსი.