პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზეა

ფოტო: IPN საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზეა – დაგაგმილია მისი სიტყვით მიმართვაც. დაბრკოლებების მიუხედავად, სცენა თბილისის კლასიკური გიმნაზიასთან განთავსდა. ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები არაერთხელ გაჟღერდა.

ნატალი ლუაზო – ქართველი „პრემიერი“ ლეგიტიმურ პრეზიდენტს ემუქრება – არ დავუშვებთ, მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას

ქართველი „პრემიერი“ (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას“, – აცხადებს ფრანგი ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს […]

მიხეილ სააკაშვილი – პანიკაში ჩავარდნილმა ქოსატყუილების ბრიგადამ დღეს მორიგი პრეზიდენტის დაპატიმრება დააანონსა – შეტევაზე გადასვლის და უკანონოდ დაპატიმრებული შენობების დაცლის დროა

შეტევაზე გადასვლის და უკანონოდ დაპატიმრებული შენობების დაცლის დროა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „პანიკაში ჩავარდნილმა ქოსატყუილების ბრიგადამ დღეს მორიგი პრეზიდენტის დაპატიმრება დააანონსა. შეტევაზე გადასვლის და უკანონოდ დაპატიმრებული შენობების დაცლის დროა. თუ არადა, ყველას დააპატიმრებენ და ამას ხორუმიც აღარ უშველის”, – წერს სააკაშვილი.

PACE-ის პრეზიდენტი – ირაკლი კობახიძის პირდაპირი მუქარა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიუღებელია – მოვუწოდებ, უკან გაიხმოს განცხადება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირდაპირი მუქარა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიუღებელია და ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „მინდა შევახსენო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპის საბჭოს წევრი. პირდაპირი მუქარა, რომელიც მან დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გააკეთა, რომ დააპატიმრებენ, […]

მუქარა პრეზიდენტზე მიუღებელია – სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას საერთაშორისო საზოგადოება უცხადებს

ქართველი „პრემიერი“ (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას“, – აცხადებს ფრანგი ევროპარლამენტარი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირდაპირი მუქარა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიუღებელია […]

ნარინჯისფერი რთველი სრულდება – ციტრუსის როგორი მოსავალია წელს საქართველოში

ციტრუსის სეზონი დასასრულს უახლოვდება. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მოსავალი წელს რეკორდული არ არის, მაგრამ, როგორც ფერმერთა უმეტესობა ამბობს, ყველა პირობაა იმისთვის, რომ ნარინჯისფერი რთველით ყველა მხარე იყოს კმაყოფილი – სახელმწიფოც, ბიზნესიც და მოსახლეობაც. მოლოდინი დადებითია, რის იმედსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებები იძლევა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. 20-ზე […]

“მომხმარებლების ქცევა შეიცვალა, აღარ ყიდულობენ ძვირიან ნივთებს” – VELI.STORE

მომხმარებელი უფრო მეტს ზოგავს, ვიდრე ხარჯავს – წლის ყველაზე შემოსავლიანმა თვემ ბიზნესის მოლოდინები ვერ გაამართლა. მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და არასტაბილური გარემოა. მომხმარებლის აქტივობა შენელებულია ელექტრონულ კომერციაშიც, სადაც წინასაახალწლო ფასდაკლებები წლების ტრადიცია იყო. VELI.STORE-ში ამბობენ, რომ მომხმარებელი ძირითად პირველადი მოხმარების ნივთებს ყიდულობს, სხვა დანარჩენ პროდუქციაზე აქტივობა დაბალია. კომპანიის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი ბერეჩიკიძე აცხადებს, რომ […]

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. კერძოდ, ტერიტორიაზე განლაგებულია წყლის ჭავლის 3 მანქანა. ასევე, ადგილზეა სახანძრო-სამაშველო მანქანები. უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე სამართალდამცავების მობილიზება ამ დრომდე, არ შეინიშნება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთში აქციაზე სიტყვით გამოვა. პარლამენტთან საპროტესტო აქცია უკვე 25-ე დღეა მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში […]

სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა. პრეზიდენტი რამდენიმე წუთში სიტყვით გამოვა და აქციის მონაწილეებს მიმართავს. მანამდე აქციაზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი, ამ წუთებში კი ევროკავშირის ჰიმნი სრულდება. სცენა თბილისის კლასიკური გიმნაზიასთან არის განთავსებული. მანამდე მანქანას, რომელშიც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო აპარატურა იყო მოთავსებული, რუსთაველის გამზირზე გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა მოგვიანებით ავტომობილი […]

პრეზიდენტს “ოცნება” სპეცრაზმით და წყლის ჭავლის მანქანების ხვდება

საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებს სიტყვით, რამდენიმე წუთში მიმართავს, “ქართული ოცნება” სპეცრაზმით ხვდება. თავისუფლების მოედანზე, წყლის ჭავლის სამი ავტომობილი გამოიყვანეს. მობილიზებულები არიან სპეცრაზმელები და ე.წ. რობოკოპები. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რამდენიმე წუთში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.