საქსტატის წინასწარი მონაცემით, 2024-ის II კვარტალში უცხოური ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისიტკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2023 წლის კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 10.3 პროცენტით გაიზარდა და 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, აღნიშნულში 78.6 პროცენტიანი წილი რეინვესტიციას აქვს. სტატისტიკის სამსახურში ამბობენ, რომ ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების […]
კობახიძის თქმით, უკრაინის დროებითი რწმუნებულის გაწვევა სარეცხი მანქანების შეძენის საკითხს უკავშირდება

საქართველოში უკრაინის საელჩოდან დროებით რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინს გაწვევას 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი განმარტებით, ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. პრემიერმა აღნიშნა, რომ გაწვევა დაკავშირებულია საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენის საკითხთან. „მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ, იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის […]
კამპანია „ჩემი ხმა”, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება, უხეშად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპებს, რეალურად, ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია
კამპანია „ჩემი ხმა”, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება, უხეშად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპებს, რეალურად, ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია კამპანია „ჩემი ხმა”, არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია, ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კონკრეტული ძალების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად. მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად, სამწუხაროა, რომ 26 […]
საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო კამპანიებს ვერ ატარებენ, აქვთ ხან კულინარიული შოუ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები

საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო კამპანიებს ვერ ატარებენ, აქვთ ხან კულინარიული შოუ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი, სინამდვილეში ისინი საარჩევნო კამპანიას მართავენ ქვეყნის გარეთ, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან პოლიტიკური ძალები, […]
ვერავითარი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ და აქ სასწორზე დგას მთავარი – მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის

ვერავითარი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ და აქ სასწორზე დგას მთავარი – მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არავითარი სანქციების და შანტაჟის ფონზეც არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს მეორე ფრონტს, ომს და ისეთ სცენარის განვითარებას, რომელიც სამწუხაროდ განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში – […]
უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით მოვახერხეთ საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და ამ ყველაფერს ვერავინ შეარყევს

შესაძლოა, ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებების მიზანია საარჩევნო შედეგებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ყველას ვპირდები, რომ ასეთი განცხადებები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაზე ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებებს შეეხებოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერით მოახერხა საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და ამ ყველაფერს […]
ქართულ საზოგადოებას კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს

ქართულ საზოგადოებას კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის […]
პრემიერი – მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური იმისთვის დავაფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დამეხმაროს სამთავრობო, სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში

მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური იმისთვის დავაფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დამეხმაროს სამთავრობო, სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში – საუბარია რეალურად მრავალ მილიონიან დაფინანსებაზე, რაც იქნება გათვალისწინებული კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო ფონდისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის დაფუძნების ინიციატივის შესახებ განაცხადა. კითხვაზე, რამდენად შეიძლება ეწოდოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო […]
ბექა ლილუაშვილი – „ქართული ოცნება“ მშვიდობის თემით მოსახლეობის დაშანტაჟებას ახდენს – მას მშვიდობა რეალურად რომ აინტერესებდეს, ასეთი რადიკალური ნაბიჯებით არ დააპირისპირებდა საზოგადოებას ერთმანეთთან

„ქართულ ოცნებას“ მშვიდობა რეალურად რომ აინტერესებდეს, ასეთი რადიკალური ნაბიჯებით არ დააპირისპირებდა საზოგადოებას ერთმანეთთან – რაც შეეხება ტრადიციულ ღირებულებებს, ტრადიციული ღირებულებების დაცვა საქართველოს მოქალაქეებს და ეკლესიას არავისგან, მითუმეტეს, “ქართული ოცნების“ მესვეურებისგან არ ესწავლება, – ასეთია პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის“ დეპუტატის ბექა ლილუაშვილის პოზიცია მმართველი პარტიის საარჩევნო გზავნილებზე. როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, “ქართული ოცნება“ გადასულია იმ შიშებით ზემოქმედებასა […]
მიხეილ თამარაშვილის გამზირის და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო

მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა. „დავამთავრეთ ამირეჯიბის ე.წ. ახალი გზისა და თამარაშვილის გამზირის კვანძის პროექტი. შედეგად, მოგვეცემა შესაძლებლობა, გავზარდოთ გამტარუნარიანობა, ასევე, მოხსნილი იქნება ის პრობლემა, რომ ავტომობილები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან. […]