უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით მოვახერხეთ საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და ამ ყველაფერს ვერავინ შეარყევს

შესაძლოა, ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებების მიზანია საარჩევნო შედეგებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ყველას ვპირდები, რომ ასეთი განცხადებები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაზე ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებებს შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერით მოახერხა საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და ამ ყველაფერს ვერავინ შეარყევს.
„საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ყველაფრის გაანალიზება. ამ საზოგადოებას აქვს უკვე 35 წლიანი გამოცდილება, ეს საზოგადოება გამოცდილია უკვე ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყნის გამოცდილება. ჩვენ ისეთი სირთულეები, ისეთი პრობლემები გამოვიარეთ ამ 35 წლის მანძილზე, რომ ყველაფერთან ერთად დავაგროვეთ საზოგადოების გამოცდილება და სწორედ, საზოგადოების გამოცდილების დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მაშინ, როდესაც საქართველო, უკრაინასთან ერთად იყო პირველი რისკის მქონე ქვეყანა მთელ ამ რეგიონში. ამის მიუხედავად, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, გახსოვთ, როგორი კოორდინირებული ზეწოლა იყო, სანქციებთან მიერთება, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, კულისებში რა ხდებოდა ამაზე აღარაფერს ვამბობ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ, სწორედ, საზოგადოების მხარდაჭერით მოვახერხეთ საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და, არა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერავინ შეარყევს,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია