მაია ომიაძე – „გემო ფესტი“ სამეგრელო შედგა! 2 დღის განმავლობაში ფესტივალს უამრავი ვიზიტორი სტუმრობდა

7-8 სექტემბერს, სამეგრელომ გემო ფესტს პირველად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, გემო ფესტს ტურისტული პროდუქტის, გასტრო ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „გემო ფესტი პირველად ჩატარდა სამეგრელოში. ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა 2 დღის განმავლობაში უმასპინძლა. გემო […]
თინა ბოკუჩავა არასამთავრობოებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივაზე – ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა

ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა, – ამის შესახებ „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა. ბოკუჩავა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, რომ ე.წ. გონგოს განმარტებას გაეცნოს. „ირაკლი კობახიძეს ვურჩევდი ელემენტარულად ე.წ. გონგოს განმარტებას გაეცნოს. ეს არის […]
„გემო ფესტი სამეგრელოსთვის ეს არის ახალი ვიზიტორების მოზიდვა, ტურისტული და ეკონომიკური ინტერესის გაძლიერება“ – ეკატერინე ფარულავა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს, სამეგრელოში, პირველად, გემო ფესტი გაიმართა. რეგიონისთვის გემო ფესტის გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ფესტივალის მონაწილე და კოპეშონის წარმომადგენელი ეკატერინე ფარულავა. „გემო ფესტი ძალიან სასურველი ფესტივალია სამეგრელოსთვის. საინტერესო გამოცდილება მივიღე, როგორც მონაწილემ და მეწარმემ. ეს ჩემთვის პირველი დიდი ღონისძიებაა, სადაც სულ სხვა კუთხით ვიყავი წარმოდგენილი. გემო ფესტი სამეგრელოსთვის ეს არის ახალი ვიზიტორების […]
„ვფიქრობ გემო ფესტი იდეალურად ჩატარდა, ხალხი გაეცნო ზუგდიდს, ჩვენს კერძებს, მეგრულ კულინარიას“ – სალომე ფაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში, პირველად, 7-8 სექტემბერს გემო ფესტი გაიმართა. ფესტივალში ადგილობრივმა მზარეულებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალის შესახებ საუბრობს გემო ფესტის მონაწილე სალომე ფაცია. „ვფიქრობ გემო ფესტი იდეალურად ჩატარდა. ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი სტუმრებიც, მათი ბედნიერი სახეებით ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ. გემო ფესტის ჩატარება მნიშვნელოვანია რეგიონებში. მე თვითონ მეგრელი ვარ და მეგრული გასტრონომია იმდენად მრავალფეროვანია, […]
,, ოჯახები ფაქტობრივად ფინანსურ ბომბზე სხედან, სიმართლეს არ ეუბნებიან არჩევნების გამო..” – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე: “ქართულმა ოცნებამ” კვლავ მოატყუა ჩვენი მოქალაქეები. 20 წლის წინ მიღებული, მაშინ კარგი, მაგრამ დღეისათვის მოძველებული (ფასების ზრდის გამო) ფიზიკური პირის ქონების გადასახის წესით მისი გადახდა უწვევს თითქმის მეორე ოჯახს, ისე რომ მან ეს არც კი იცის და არც ეუბნებიან. არ ეუბნებიან არჩევნების გამო. ოჯახები ფაქტობრივად ფინანსურ ბომბზე სხედან. არჩევნების შემდეგ ასეულ […]
ლიმიტური დავალება: საქართველოს ბანკის მობილბანკში ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა

საინვესტიციო სამყაროში სწორი ინსტრუმენტების ქონა წარმატების მიღწევისათვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მობილბანკში ინვესტორებისა და ტრეიდერებისთვის ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ლიმიტირებული დავალების (Limit Order) სახელითაა ცნობილი. ეს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელსაც პროფესიონალი ინვესტორები მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იყენებენ, ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე პირველად გამოჩნდა და ის მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. რა არის ლიმიტირებული დავალება? ლიმიტირებული დავალება ინვესტორს […]
თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების პირობებში აღდგება საქართველო – ამერიკის ურთიერთობები, არის მტკნარი სიცრუე

ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების პირობებში აღდგება საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე, – ამის შესახებ „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის აღდგენის ერთადერთი შანსი არის 26 ოქტომბერს პროევროპული, პროდასავლური არჩევანის გაკეთება. „როდესაც რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე ვიმყოფებოდი, სადაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან მოხდა, […]
ნიგერიაში ნავთობმზიდისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ნავთობმზიდისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 52 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ნიგერის შტატში მოხდა და ერთმანეთს ნავთობმზიდი სატვირთო მანქანა შეეჯახა, რომელსაც მგზავრები და პირუტყვი გადაჰყავდა. შეჯახებამ აფეთქება გამოიწვია, რის გამოც ორივე სატრანსპორტო საშუალება დაიწვა. აფეთქების შედეგად ცეცხლი სხვა ავტომობილებსაც მოედო. BBC-ი […]
„შემოდგომა – ზამთრის პერიოდში ძალიან აქტუალურია აზიის მიმართულება“ – რა ღირს დასვენება შრი-ლანკაზე, ტაილანდსა და მალდივებზე

ტურისტული კომპანია Travelfy-ს გაყიდვების ხელმძღვანელი, მარიამ დგებუაძე BM.GE-სთან შემოდგომა-ზამთრის პერიოდს აფასებს და აღნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებლებში ძალიან არის გააქტიურებული აზიის მიმართულებები. „შემოდგომა – ზამთრის პერიოდში ძალიან აქტუალურია აზიის მიმართულება. აზიის ტურებიდან ყველაზე მოთხოვნადია ტაილანდი. სამი ჯგუფური ტური გვაქვს იანვარ-თებერვალში ამ მიმართულებით და სამივე შევსებულია. ამასთან, მალდივებია მოთხოვნადი, ასევე შრი-ლანკა და ჩინეთი. თუმცა, ევროპა სეზონის ნებისმიერ […]
ნებისმიერ ძალადობას თუ მიმსგავსებულ აქტს კატეგორიულად ვემიჯნები, საარჩევნო კამპანიამ უნდა ჩაიაროს მშვიდ გარემოში – პრემიერი

ნებისმიერ ძალადობას თუ მიმსგავსებულ აქტს კატეგორიულად ვემიჯნები, მაქსიმალურად მშვიდად უნდა წარიმართოს საარჩევნო აგიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარია, სამართალდამცავმა ორგანოებმა გააკეთონ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული ინციდენტები და თუ სადმე არის ან დანაშაული, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მოახდინონ სათანადო რეაგირება. „რაც შეეხება გუშინდელ ქარელის შემთხვევას, რა ინფორმაციაც […]