ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს

ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს, – ამის შესახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც […]
ნებისმიერ ძალადობას თუ მიმსგავსებულ აქტს კატეგორიულად ვემიჯნები, საარჩევნო კამპანიამ უნდა ჩაიაროს მშვიდ გარემოში

ნებისმიერ ძალადობას თუ მიმსგავსებულ აქტს კატეგორიულად ვემიჯნები, მაქსიმალურად მშვიდად უნდა წარიმართოს საარჩევნო აგიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარია, სამართალდამცავმა ორგანოებმა გააკეთონ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული ინციდენტები და თუ სადმე არის ან დანაშაული, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მოახდინონ სათანადო რეაგირება. „რაც შეეხება გუშინდელ ქარელის შემთხვევას, რა ინფორმაციაც […]
ევროკომისიაში კოსმოსის საკითხებში კომისრის თანამდებობას, სავარაუდოდ, ანდრიუს კუბილიუსი დაიკავებს

ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, სავარაუდოდ, ევროკომისიაში უსაფრთხოების, თავდაცვის მრეწველობისა და კოსმოსის საკითხებში კომისრის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იტყობინება. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს ინფორმაცია გამოცემის ჟურნალისტებმა ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს ოფიციალურ პირებთან, ასევე სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქებში მოღვაწე მაღალჩინოსნებთან საუბრების საფუძველზე მოიპოვეს. მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ თავდაცვის საკითხებში კომისრის ახლად შექმნილ […]
სენატში საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ

12 სექტემბერს აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა გაიმართება „ანტი არასამთავრობო ორგანიზაციების კანონებსა და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტების“ შესახებ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე. სენატში მომხსენებლებს შორის იქნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური მოძრაობის დირექტორთა საბჭოს წევრიცაა. ეკა გიგაურთან ერთად, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმენენ არაკომერციული […]
საარჩევნო ადმინისტრაცია თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა პროცესი არის ღია და საჯარო ჩართული მხარეებისთვის. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია მაინც ხდება უსაფუძვლო ბრალდებების და ზეწოლის ობიექტი. „ამჯერად საუბარია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებაზე. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ჩვენს კოლეგებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, […]
სოფო ბერიშვილის ფილმმა “ილუზია” American Golden Picture International Film Festival-ზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა

GAFA-ს კურსდამთავრებულის სოფო ბერიშვილის ფილმმა “ილუზია” American Golden Picture International Film Festival-ზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა. ინფორმაციას ქართულ-ამერიკული კინოაკადემია ავრცელებს. ფილმი „ილუზია“ არის სურეალისტური დრამა, რომელიც მთავარი გმირის პიროვნულ ტრაგედიაზე მოგვითხრობს. ფილმში მონაწილეობენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები: ცისია მეტრეველი, ალექსანდრე ბეგალიშვილი და პატარა ნენე ეპიტაშვილი. მუსიკა ფილმისთვის ზაზა მარჯანიშვილმა დაწერა. რეჟისორი, პროდიუსერი და […]
ცესკო-ს ცნობით, მათ თანამშრომლებზე ზეწოლა და მუქარები მიმდინარეობს

საარჩევნო ადმინისტრაციაში თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ზეწოლასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ჩაატარა. როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა პროცესი არის ღია და საჯარო ჩართული მხარეებისთვის. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია მაინც ხდება უსაფუძვლო ბრალდებების და ზეწოლის ობიექტი. ამჯერად საუბარია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ […]
კახა კალაძე „მეგობარ აქტზე“: ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა ჰელსინკის კომისიის „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ სანქცირებას ითვალისწინებს. კახა კალაძის განმარტებით, საქართველო სანდო პარტნიორი ქვეყანაა, თუმცა ურთიერთობა ცალმხრივი არ არსებობს. „არანაირი „მეგობარი აქტი“ არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა, ეს არა მხოლოდ სიტყვებით, […]
ყოველთვიური შრომის ბიულეტენი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით

შრომის ბიულეტენი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, პასუხობს შეკითხვაზე: როგორია მინიმალური ანაზღაურების რეგულირების პრაქტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირში წევრობის კანდიდატ ქვეყნებში? 2023 წელს 2022 წელთან შედარებით შრომის ანაზღურებამ საშუალოდ 5.3%-ით მოიმატა ევროკავშირში, უშუალოდ ევროზონაში კი – 4.8 %-ით. ევროზონაში მყოფ ევროკავშირის ქვეყნებში, საათობრივი ანაზღაურებამ მოიმატა ყველა ქვეყანაში. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ხორვატიაში +14.2%, ლიეტუვაში +12.4 […]
შს მინისტრის მოადგილე – ეძგვერაძე ცდილობდა პოლიციელებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეეშალა – იყვნენ მოწმეები, ვინც აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, უწყება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ეძგვერაძეს სასამართლოში ადმინისტრაციული წესით – პოლიციის მიმართ შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობას ედავება. მისივე თქმით, ეძგვერაძე შს სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან შესაძლოა არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, რაზეც გამოძიება დაწყებულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. “მომხდარის თაობაზე შს სამინისტრომ განცხადება გააკეთა. როგორც საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, გლდანში, კონკრეტული ნარკოდანაშაულის გამოვლენისა და […]