თინა ბოკუჩავა – ნებისმიერი წინასაარჩევნო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი პარტია არ შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს მთავრობას, მისაღებია

„ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინიციატივა, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებაში ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან” არ ითანამშრომლებენ, მათთვის მისაღებია. მისივე თქმით, ასეთი დოკუმენტები წარსულშიც იყო და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ხელს აწერდა. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ბოლო 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგობის ავანგარდში იყო, არის და იქნება. […]

გია ვოლსკი – სიტყვა „არასამთავრობო ორგანიზაცია“ არის „watch dog“-ი, ანუ „მაყურებელი ძაღლი“, რომელმაც უნდა უკბინოს კონკრეტულ სამიზნეს, თუკი იქ გადაცდომა ხდება – საქართველო იმსახურებს, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო

სიტყვა „არასამთავრობო ორგანიზაცია“ არის „watch dog“-ი, ანუ „მაყურებელი ძაღლი“, რომელმაც უნდა უკბინოს კონკრეტულ სამიზნეს, თუკი იქ გადაცდომის რაიმე დაშვება ხდება – რასაკვირველია, საქართველო ამ პერიოდიდან დიდი ხანია გამოვიდა და იმსახურებს იმას, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ […]

მიხეილ სარჯველაძე – პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შესანიშნავია, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი, რომ ჯანსაღად, სწორად და სერიოზულად განავითაროს მესამე სექტორი საქართველოში

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შესანიშნავი ინიციატივაა, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი, რომ ჯანსაღად, სწორად და სერიოზულად განავითაროს მესამე სექტორი საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მთავრობის მიერ საგრანტო პროგრამის დაფუძნების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ინიციატივას, მისი, როგორც მოქალაქის მხარდაჭერა აქვს. „ოპოზიციის ასეთი დონის შეხედულებების გათვალისწინებით, ალბათ, უმჯობესია დასაწყისშივე აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა […]

ეკატერინე ფარულავა – „გემო ფესტი“ სამეგრელოსთვის არის ახალი ვიზიტორების მოზიდვა, ტურისტული და ეკონომიკური ინტერესის გაძლიერება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს, სამეგრელოში, პირველად, „გემო ფესტი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც „გემო ფესტის“ ერთ-ერთი მონაწილე და კოპეშონის წარმომადგენელი ეკატერინე ფარულავა აცხადებს, აღნიშნული ფესტივალი რეგიონში ახალ ვიზიტორებს მოიზიდავს. „გემო ფესტი“ ძალიან სასურველი ფესტივალია სამეგრელოსთვის. საინტერესო გამოცდილება მივიღე, როგორც მონაწილემ და მეწარმემ. ეს ჩემთვის პირველი დიდი ღონისძიებაა, სადაც სულ […]

“მისი “ჩელისიში” ტრანსფერი თითქმის შემდგარი იყო, გეტყვით, ხელი რამ შეგვიშალა, იანვარში ახლიდან ვეცდებით…” – ობი მიკელმა ოსიმენზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა თანამემალე ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. მიკელმა Obionepodcast-ში განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში კლუბები ვიქტორის ტრანსფერზე თითქმის შეთანხმებულები იყვნენ, თუმცა გარიგების დასასრულებლად დრო საკმარისი დრო აღარ იყო. “სიცრუეა, რომ ოსიმენმა “ჩელსიში” ტრანსფერზე უარი თქვა, ის ამ გუნდში თამაშზე კვლავ ოცნებობს. ასე ვიტყვი, “ჩელსიმაც” და “ნაპოლიმაც” გარიგების დასასრულებლად დიდი სამუშაო […]

სირიის ცნობით, ისრაელის იერიშების შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა

სირიაში ისრაელის მიერ წუხელ განხორციელებული იერიშების შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ სირიის სახელმწიფო მედია იუწყება 9 სექტემბერს. 8 სექტემბერს ღამით ისრაელმა სირიის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე არეალი დაბომბა. როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA იტყობინება, დაზიანებულია ავტობანი პროვინცია ჰამაში. სააგენტოს მოჰყავს საავადმყოფოს დირექტორის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მოკლულია 14 და დაჭრილია […]

სექტორიდან იგრძნობა განწყობა, რომ ყველა მიესალმება DRG-ის მოდელის იმპლემენტაციას – სარჯველაძე

სექტორის მხრიდან ერთმნიშვნელოვნად იგრძნობა განწყობა, რომ ყველა მიესალმება DRG-ის მოდელის იმპლემენტაციას და ერთმნიშვნელოვნად შეფასებულია როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, სისტემის იმპლემენტაციის შემდეგ ყველა ქვეყანა გადის პრობლემების და გამოწვევების გამოვლენა/აღმოფხვრის ეტაპს და საქართველოც ახლა სწორედ ამ ნაბიჯებს გადის. „ვფიქრობ, რომ შედეგებიდან გამომდინარე, არც თუ ცუდი […]

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება. დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის ინიციატივა შს სამინისტროს ეკუთვნის, რომლის ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა. ინიციატივა დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო. უწყების განმარტებით, დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა […]

ბექა ლილუაშვილი – „ოცნება“ კორუფციას აკანონებს – ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა

„ოცნება“ კორუფციას აკანონებს, ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა – ამ კანონის გადავადებით „ ქართული ოცნება“ ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას აფერხებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების, ბაღების […]

თამარ კორძაია – მოქალაქეებს დავურიგეთ ჩვენი ბროშურები, სადაც ძალიან მკაფიოდ გვიწერია, რომ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” არჩევით, ჩვენ გარანტირებულად გვექნება 14 მილიარდიანი დახმარება და უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან

მოქალაქეებს დავურიგეთ ჩვენი ბროშურები-საქართველოსა და ევროკავშირის პასპორტები ერთდროულად, სადაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად გვიწერია, რომ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” არჩევით, ჩვენ გარანტირებულად გვექნება 14 მილიარდიანი დახმარება და უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან”,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. „ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებთან უშუალო კავშირს. დღეს […]