სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება პრევენციული ხასიათისაა და ეს სწორი მიდგომაა – ბაჩო ჯინჭარაძე

“ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება პრევენციული ხასიათისაა და ეს სწორი მიდგომაა”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” (აფბა) ანალიტიკოსი, ბაჩო ჯინჭარაძე აცხადებს. “ვფიქრობ, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მეტწილად, ლარის გაცვლითი კურსის შემდგომი ნაკლები რყევებისკენ მიმართული გადაწყვეტილებაა. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, ეროვნული ბანკი, საჭიროებისას, ინფლაციის პროცესზე გარკვეულ ზეგავლენას ახენს. […]

თითქმის გადაწყვეტილია – პიოლი “ალ ნასრს” გაწვრთნის

“მილანის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი დიდი ალბათობით, “ალ ნასრს” გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, აქამდე პიოლი შეთავაზებებს ევროპული კლუბებიდან ელოდებოდა, რის გამოც “ალ იტიჰადი” უარით გაისტუმრა, არაბული კლუბი პიოლის ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 10 მილიონ ევროს სთავაზობდა. “ალ ნასრი” თავის ამჟამინდელ მწვრთნელს ლუის კასტროს მალე თანამდებობიდან გაათავისუფლებს და გუნდს […]

“უკეთესები უნდა გავხდეთ” – რა გეგმები აქვს Starbucks-ის ახალი CEO-ს?

ყავის სახლების მსოფლიოში უმსხვილეს ქსელ Starbucks-ს ახალი აღამსრულებელი დირექტორი და ბორდის თავმჯდომარე ჰყავს – ბრაიან ნიკოლმა მექსიკური სამზარეულოს ქსელ Chipotle-ში იგივე პოზიციის დატოვების შემდეგ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ორშაბათიდან, 9 სექტემბრიდან დაიწყო. ნიკოლის დაქირავება კორპორაციას რეკორდული $113 მილიონი დაუჯდა, მისი წლიური საბაზისო ხელფასი კი $1.6 მილიონით განისაზღვრა, კომპანიის ზრდის შემთხვევაში კი საბონუსე სისტემაც რამდენიმე მილიონს ითვალისწინებს. […]

„ვოუკიზმს“ უპირისპირდება დღეს თავად ამერიკელების და ევროპელების პროგრესული საზოგადოება, საქართველოში კი თურმე ეს „რუსეთუმეობა“ ყოფილა

ფაქტია, დღეს საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის უმრავლესობასთან ერთად, თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევას უმკლავდება და დგას იმ პროგრესული მსოფლიოს გვერდით, რომლისთვისაც კაცობრიობის მარადისობას მხოლოდ ჭეშმარიტი ღირებულებების დაცვა განაპირობებს, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, „ვოუკიზმს“ უპირისპირდება ამერიკელი და ევროპელი პროგრესული საზოგადოება, საქართველოში კი ასეთ საზოგადოებას „რუსეთუმედ“ მიიჩნევენ. „უკვე მერამდენედ აკეთებენ ღია […]

– კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ისტორიული მარცხის წინაშე დგას

მსგავსი განცხადებები იმისთვის კეთდება, რომ თავად განწყობა შეიქმნან, თითქოს მათ რაიმე მცირე რესურსი მაინც აქვთ რაღაც წარმატების, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. ოხანაშვილის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ისტორიული მარცხის წინაშე დგას. „ამ ადამიანებმა უნდა მოიფიქრონ, ეს ყველაფერი როგორ გადაფარონ. ამიტომ მათ გზავნილები, მესიჯბოქსი შეიმუშავეს, რომ […]

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ნიკოლოზ ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ნიკოლოზ ჩიქოვანი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა. „უწყების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სადისპეტჩერო დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სხვადასხვა წელს, ნიკოლოზ ჩიქოვანი, […]

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილზე – ეს მაგარი ვიცით – ჯერ გაღმერთება, მერე ჩაქოლვა, მერე ისევ გაღმერთება, ისევ ჩაქოლვა – ვერ ჩაიქოლებიან ეს ადამიანები, ძალიან ბევრი აქვთ გავლილი

გაეშვით ამ ხალხს. დავუფასოთ მათი მონაპოვარი და ნუ ვაიძულებთ, მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პოსტულატები იმეორონ სიტყვა-სიტყვით. რაღაცას ემხრობიან და ნუ ეწყინება ნურავის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამუნა ტყეშელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის, მათ შორის სპორტსმენებით დაკომპლექტებას. როგორც ტყეშელაშვილი აღნიშნავს, ნამდვილი ევროპული ღირებულება სწორედაც რომ განსხვავებული აზრის მიმღებლობაშია. „ჯერ იყო და […]

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ განცხადებებისა და გამოსვლების დროს სიძულვილის ენის შემცველი ლექსიკა არ გამოიყენონ, რაც ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას. იუსტიციის სამინისტროს განცხადების მიხედვით, მხარეებმა ძალადობა არ უნდა წაახალისონ, რათა საარჩევნო პროცესში ძალადობრივი ინციდენტები გამოირიცხოს. „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 […]

დიმიტრი პესკოვი – რუსეთზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის შესახებ გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, უკვე მიღებულია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, უკვე მიღებულია. „სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ყველა ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ეს დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ და ამ მომენტში, უბრალოდ, მედიაში მიმდინარეობს ასეთი საინფორმაციო კამპანია უკვე მიღებული გადაწყვეტილების ფორმალიზაციისთვის“, – აღნიშნა პესკოვმა, როდესაც მან კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შეერთებული შტატების […]

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილს 5 კაცი არ უჭერდა მხარს, ჩვენი მხარდამჭერები მის წინააღმდეგ იყვნენ, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო – რა იცის მან, მოწყვეტილია რეალობას

სალომე ზურაბიშვილს 5 კაცი არ უჭერდა მხარს. ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ მის წინააღმდეგ, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ დასუსტებულია და გამოკითხვებით, ხმების 25%-ზე მეტს ვერ იღებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, „სალომე ზურაბიშვილი რეალობას მოწყვეტილია“. „რა იცის სალომე ზურაბიშვილმა, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, ამ ქვეყანაზე არ […]